საკითხავისასარგებლოსურათები

ფაქტები (ნაწილი 4)

b381a6447ff6
1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!
5f927fb2a8ac
2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.
2ee25b57654c
3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.
e60e847b2132
4. ლას-ვეგასში ყოველ 8 მოსახლეზე ერთი სლოტ აპარატი მოდის. ცნობისთვის ლას-ვეგასის მოსახლეობა 606 656 ადამიანს შეადგენს.
9d238b59fb94
5. დედამიწაზე ყოველდღე საშუალოდ 20 ბანკს ძარცვავენ და თითო ძარცვისას 2500 დოლარი მიაქვთ.
5074faa08e11
6. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი.
d0f3f34cad2e
7. ისლანდიაში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ და არა მარტო მათთვის: ისლანდიაში, რესტორანში მომსახურების სანაცვლოდ ფულის ჩუქება ითვლება შეურაცხყოფად.
0a242370fb06
8. მეცხრამეტე საუკუნემდე ციმბირში ჩაი გამოიყენებოდა როგორც ფული.
29e73ad61d04
9. ბოინგ 747 იტევს 57 285 გალონ საწვავს. ცნობისთვის 1 გალონი = 3.78 ლიტრს
eff820afc457
10. ერთი ვიოლინო შეიცავს 70 სხვადასხვა სახეობის ხის მასალას.
09966ae9989d
11. მსოფლიოში გამოცემული გაზეთების თითქმის ნახევარი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე.
10b39b14bf7a
12. 24 საათიანი თვლის რეჟიმის შემთხვევაში 1 ტრილიონამდე დათვლას 31 688 წელი ესაჭიროება.
e94543d9b4b9
13. ტაფეფობია ნიშნავს ცოცხლად დამარხვის შიშს. კლინოფობია – ეს არის საწოლის შიში.
9fd9c2d0e50d
14. მზე დედამიწაზე 330 330-ჯერ უფრო დიდია.
212635173393
15. წინადადება ”The quick brown fox jumps over a lazy dog” (მოხერხებული ყავისფერი მელა ზარმაც ძაღლს (გადა)ახტება) იყენებს ინგლისური ანბანის ყველა ასობგერას. ანალოგიური პრინციპის გათვალისწინებით შედგენილი ფრანგული წინადადება ასე იკითხება Portez ce vieux whisky au juge blond qui fume (მიართვით ეს ვისკი ქერა მოსამართლეს, რომელიც ეწევა). ქართულში გვაქვს ჩვენ რამე მსგავსი წინადადება?
0d8d8c8456ff
16. საშუალოდ ერთი ამერიკელი/კანადელი წელიწადში სვამს 600 ერთეულ გაზიან სასმელს.
77e677b0cc39
17. თეთრ სახლში არსებული დანების, ჩანგლების და კოვზების საერთო რიცხვია 13092.
ddf442234005
18. სპილო ერთ-ერთი იმ ძუძუმწოვართაგანია, რომელსაც არ შეუძლია ხტომა.
8c83230fcf38
19. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად გამოიყენება 85 მილიონი ტონა ქაღალდი და იგზავნება 166 ტრილიონ 875 მილიონი E-mail.
59e4bfbe85dd
20. ბუ – ფრინველთა შორის ერთად ერთია, რომელსაც შეუძლია ლურჯი ფერის გარჩევა.

წყარო: file.ge

გაფრთხილება ავტორს: შემდეგში წყაროს მიუწერლობის შემთხვევაში ჩამოგეჭრებათ დაგროვილი ქულები!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close