არქივი

გენიოსები – ვაღიაროთ სანამ ცოცხლები არიან (1-ლი სერია)


თუ კლასიკის მოყვარულებთან, განსაკუთრებით კი ასაკოვან თაობებთან ხშირად გაქვთ ურთიერთობა, და მათთან ერთად თანამედროვე მუსიკის საკითხები გაგირჩევიათ, აუცილებლად მოისმენდით ფრაზებს: ”ვინღა წერს მუსიკას”, და ”სადღა არიან კომპოზიტორები”. სინამდვილეში კომპოზიტორები სულაც არ გადაშენებულან. სინამდვილეში ჩვენს დროში უამრავი უნიჭიერესი კომპოზიტორია, უბრალოდ კლასიკოსები მუსიკას იქ არ ეძებენ სადაც იგი დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადია, ხალხი კი რატომღაც ვერ ბედავს გენიოსად აღიარონ ადამიანი, რომელსაც ჯერ სული არ დაულევია.


საუბარი მაქვს თანამედროვე კინოინდუსტრიასა და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაზე. იმედია ამაზე არავის გაეცინება, რადგან გენიალური კომპოზიტორები სწორედ ამ სფეროში არიან დაკავებულები, და ძველი დროის კომპოზიტორების უმრავლესობისგან სამი რამ განასხვავებთ:

1. არ აქვთ ჟანრობრივი შეზღუდვები (მაგალითად, არ სჭირდებათ დაწერონ ნაწარმოები მაინცდამაინც სონატურ ფორმაში, ან რამე მსგავსი);
2. ახალი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების სასუალებით მიღწეული ეფექტები მათ ბევრად მეტ შესაძლებლობებს აძლევს
3. რაც მთავარია, თავიანთი ნიჭის შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

ეს სტატია ეძღვნება ალან მენკენს, გადავწყვიტე ამით დამეწყო, რადგან ამ ადამიანის მუსიკა უმრავლესობას ბავშვობაში მოსმენილი გვაქვს და ძალიან გვიყვარს… ის ხომ თითქმის ოცი წელია დისნეის საუკეთესო ფილმებისთვის წერს მუსიკას :)
ucnauri.com
სანამ მისი მუსიკის მოსმენაზე გადავალთ, მოკლედ ბიოგრაფია :)

ალან მენკენი დაიბადა 1949 წლის 22 ივლისს, ნიუ იორკში. მისი ოჯახი მუსიკის, განსაკუთრებით კი ბორდვეის მიუზიკლების დიდი მოყვარულებისგან შედგებოდა, და პატარა ალანსაც, რომელსაც ბავშვობიდანვე ჰქონდა ფორტეპიანოსადმი დიდი ინტერესი, მუსიკის შესწავლა დააწყებინეს. მაგრამ ბიჭს მეცადინეობა ძალიან ეზარებოდა. ალანი თავისი მეცადინეობის შესახებ იხსენებს, რომ როგორც კი მშობლები ოთახიდან გადიოდნენ, მაშინვე იწყებდა სამეცადინო ნაწარმოებების თავის ჭკუაზე გადაკეთებას, და სწორედ ასე დაიწყო მუსიკის წერა.

საინტერესოა, რომ ალანის ოჯახი, თუმცა მუსიკის მოყვარულები იყვნენ, მაგრამ თავად მუსიკოსები არ ყოფილან. იგი ამბობს: ”მინდოდა, სერიოზული კომპოზიტორი ვყოფილიყავი, მაგრამ ძალიან ადრეულ ასაკში მართლა მეგონა, რომ ამას ვერ შევძლებდი, რადგანაც, ვინ ხდება საერთოდ კომპოზიტორი? სავარაუდო იყო, რომ მეც ის ვიქნებოდი, რაც ყოველი მამრი მენკენი თვალთახედვის არეში: კბილის ექიმი. მამაჩემი დანტისტი იყო, მამაჩემის მამა დანტისტი იყო, მამაჩემის ძმა დანტისტი იყო, დედაჩემის დის ქმარი დანტისტი იყო, მამაჩემის დის ქმარი დანტისტი იყო, მე ეს ჩემი ბედისწერა მეგონა.”

ნიუ იორკში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (სამუსიკო განხრით) იგი Musical Theater Workshop-ში მუშაობდა, როგორც თავად ამბობდა, ამას მშობლების ხათრით აკეთებდა. თავად მუსიკალური თეატრი კი მისთვის პრიორიტეტი არ იყო. შემოსავლის შოვნის მიზნით წერდა მუსიკას საბალეტო კლასებისთვის, სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ მოსწონდა მუსიკის შექმნა სხვადასხვა პერსონაჟებისთვისა და ისტორიებისთვის, სხვადასხვა სიტუაციებზე და პიროვნებებზე მუსიკის მორგება.

1979 წელს იგი შეხვდა პატარა WPA თეატრის დირექტორს, ჰოუარდ ეშმენს, რომელსაც სჭირდებოდა კომპოზიტორი ”God Bless You, Mr. Rosewater”-ს მუსიკალური დადგმისათვის. ეს იყო ალანის პირველი ასე თუ ისე წარმატებული ნამუშევარი, მაგრამ ნამდვილი წარმატება მას მოუტანა ასევე ეშმენის შეკვეთით დაწერილმა მუსიკამ, მიუზიკლისთვის ”Little Shop of Horrors”, რომელიც 1982 წელს შეიქმნა.

ამ დროისათვის ალან მენკენის ბოლო ნამუშევარია საუნდტრეკი ფილმისთვის ”Mirror, Mirror”, რომელიც 2012 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს, და წარმოადგენს ფიფქიას ზღაპრის კიდევ ერთ რიმეიქს, სადაც ბოროტი დედინაცვლის როლში ჯულია რობერთსი თამაშობს.

ახლა კი ალან მენკენის მუსიკის საუკეთესო ნიმუშები (ჩემი აზრით, რასაკვირველია):

 

მზეთუნახავი და ურჩხული:

1. ე ს მუსიკა ისმის იმ მომენტში, როცა ბელი ათვალიერებს სასახლის დასავლეთ ფრთას, სადაც შესვლა აკრძალული აქვს, შემდეგ მოსდევს გაქცევის სცენა და ტყეში მგლების ხროვასთან ბრძოლა:

2. ეს კი ყველასათვის ცნობილი სიმღერა და სცენა (მე ეს ორიგინალი ვერსია უფრო მომწონს, ვიდრე სელინ დიონის შესრულებული)

3. ეს კი ბოლო სცენაა, მომაკვდავი ურჩხული აივანზე, და შემდეგ მისი ადამიანად გადაქცევა :)

ალადინი (ჯერჯერობით მსუბუქები, ყველაზე მაგრებს ბოლოსთვის ვიტოვებ ;))

1. შესავალი თემა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონს

2. ერთხელ მაინც თუ გინახავთ ეს მულტფილმი, აუცილებლად გემახსოვრებათ, და ალბათ დღემდე ჩემსავით გშურთ :D

ჰერკულესი
1. შესავალი სიმღერა. ეს მუზებია მულტფილმის მთელი მარილი :)

2. ე მუსიკა კი წინასწარმეტყველების სცენიდანდაა

პოკაჰონტასი
1. ბებია ტირიფის გაკვეთილები ;)

2. აი ეს სიმღერა კიდევ ათ მცნებაში რომ ჩაემატებინათ თავის დროზე, ბევრად უეკთეს სამყაროში ვიცხოვრებდით (ვინც ინგლისური იცით, მიხვდებით)

3. ჯონ სმიტის სიკვდილით დასჯის ცერემონიის დაწყება და ბრძოლისთვის მზადება

4. სამწუხაროდ არ მახსოვს ეს ზუსტად საიდანაა, მაგრამ ზალიან ლამაზია

კუზიანი ნოტრ დამიდან – ეს ჩემი უსაყვარლესია ალან მენკენის ნამუშევრებიდან. ყველაზე დრამატული, სერიოზული და სულის შემძვრელი მუსიკაა. ბავშვობაში სათანადოდ ვერ ვაფასებდი რამდენად სერიოზულია სიუჟეტიც და მხატვრული შესრულებაც. გენიალურია.

1. ეს სცენა სადღაც დასაწყისშია, ფროლო ასწავლის კვაზიმოდოს, რომ გარეთ დამცირება და სიძულვილი ელოდება, რომ იგი მახინჯია და ფროლო ერთადერთია ვინც მას ურჩხულად არ აღიქვამს, ამიტომ კვაზიმოდო მადლობელი უნდა იყოს და დაემორჩილოს. შემდეგ კვაზიმოდო მღერის თავის ოცნებაზე, გარეთ გავიდეს ცოტა ხნით მაინც.

2. ეს ესმერალდას ლოცვაა, როცა ტაძარში იმალება

3. ჯოჯოხეთის ცეცხლი – ჩემი უსაყვარლესი ნაწილი, ყველაზე დრამატული, ეს რომელიმე მაგარ ბარიტონს რომ ემღერა… ეეეეჰ…

4. Sanctuary – თავშესაფარი. ესმერალდას კოცონზე დაწვის (მცდელობის) სცენა, და ხალხის აჯანყება.

წყარო: ბიოგრაფიული ცნობები აღებულია ალან მენკენის ოფიციალური ვებ-საიტიდან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button