უნივერსალური კომპიუტერი InONE: მონობლოკი, პლანშეტი, კლავიატურა, დინამიკები ერთ მოწყობილობაში.
საიდუმლო არაა, რომ თანამედროვე კომპიუტერები წარმოუდგენელია პერიფერიული მოწყობილობების გარეშე. თაგვები, კლავიატურები, თაჩპედები, პლანშეტები – ყოველი მომხმარებელი ირჩევს თავისთვის მოსახერხებელ და ფუნქციონალურ მოწყობილობას, მაგრამ მონობლოკ InONE-ის გამოჩენის შემდეგ მაკომპლექტილებლებზე ზრუნვა აღარ იქნება აუცილებელი, რადგან ის აღჭურვილია ყველა აუცილებელი მოწყობილობით.
მოდური კომპიუტერი შემუშავებულია Jakub Záhoř-ის მიერ და აქვს 22 დიუმიანი დისპლეი, კლავიატურა, თაჩპედი, პლანშეტი და დინამიკები. ერგონომიულ მონობლოკს აქვს პარამეტრების ფართო არჩევანი ყველაზე მოთხოვნადი მომხმარებლებისათვის. მაგალითად, ვისაც არ შეუძლია “ბრმათ” ბეჭდვა, მაშინ ტექსტის დაბეჭვდას შეუძლია თვალი ადევნოს პლანშეტის დახმარებით.
რასაკვირველია, InONE-ს შესაძლებელია მიუერთოთ სხვა პერიფერიული მოწყობილობები. იაკუბის სიტყვების მიხედვით კომპიუტერი განსაკუთრებულათ გამოადგებათ ხელოვანი პროფესიის მქონე ხალხს: დიზაინერებს, მხატვრებს, მუსიკოსებს.