გართობაკულტურა

რა თამაშები გამოვა 2012 წელს?! (ნაწილი II)

cab7ad02d94c

მეორე ნაწილი…

The Darkness II

af862036543c

გამოსვლის თარიღი: 10.2.2012
ჟანრი: FPS, Survival Horror, Psychological thriller/horror
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: 2K Games

2007 წელს გამოსული თამაშის გაგრძელება. მისი გეიმფლეი დიდად არ განსხვავდება წინამორბედისგან, მაგრამ დამატებული არის ახალი ტაქტიკები… თამაშის გმირს, ჯეკი ესტეკაადოს აქვს შესაძლებლობა ერთდროულად იხმაროს იარაღი და სიბნელე!!! თამაშების ტექსტურების ძირითადი ნაწილი არის კომიქსების სტილში, და ისინი მთლიანად ხელითაა დახატული… 17 იანვარს გამოუშვეს დემო, რომელიც ხელმისაწვდომი იყო Xbox Live-ს Gold Member-ებისთვის, 24 იანვარს კი დემო სამივე პლატფორმაზე გამოვიდა.

Max Payne 3

0c32880fe736

ცნობილი თამაშის მესამე ნაწილი… როქსთარის თანამშრომლის, სემ ჰოუზერის თქმით, ამ თამაშით ლეგენდარული მაქს ფეინის ცხოვრებაში ახალი თავი იწყება. ჩვენ მას ვნახავთ ისეთს, როგორიც არასოდეს გვინახავს, უფრო ხნიერს, აგრესიულსა და ცინიკურს. ბოლო ნაწილის სიუჟეტის დამთავრების შემდეგ მაქსმა დატოვა ნიუ-იორკი და წავიდა “ცუდიდან უარესისაკენ”. ამჯერად მაქსი მოქმედებს საო-პაოლოში, ბრაზილიაში, სადაც ის მუშაობს მდიდარი ოჯახის პირად მცველად. მისი უფროსი როდრიგო ბრანკოა. როდესაც მაფიის წევრები მის ცოლს მოიტაცებენ, მაქსი ჩრდილიდან გამოდის და მის პოვნას ცდილობს…

გამოსვლის თარიღი: 15.5.2012
ჟანრი: Third-person shooter
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: Rockstar Games

Tomb Radier 2012

cab7ad02d94c

გამოსვლის თარიღი: 2012 წლის ზაფხული
ჟანრი: Platform, action-adventure
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: Square Enix

Tomb Raider-ის სერიის მეცხრე ნაწილი. აკადემიიდან ახალდაბრუნებული, რელიქვიებს მაძიებელი 21 წლის ლარა კროფტი მიემგზავრება იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე გემით. ღუზის ჩაშვებამდე გემს ქარიშხალი დაატყდება თავს და ლარა ერთადერთი გადარჩენილია. მან უნდა იშოვოს საკვები, წყალი და რაც მთავარია იარაღი.
ალბათ შეამჩნიეთ, რომ ლარას ბერეტების ნაცვლად მშვილდ-ისარი აქვს. ჯერ არაა დაზუსტებული თუ იპოვის ლარა თავის იარაღს.

Counter Strike: Global Offensive

1574701aa5eb

გამოსვლის თარიღი: ადრეული 2012
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, Mac OS, Xbox, PS 3
გამომშვები: Valve Corporation

ქაუნთერის ახალი ნაწილი :D თამაში ძირფესვიანადაა შეცვლილი და მასში შედის ძველი და დამატებულია ახალი რუკები. მასში თითქმის არაფერი არაა შეცვლილი გარდა იმისა რომ გაუმჯობესებულია გრაფიკა და გეიმფლეი…

Syndicate 2012

5a2008b848f2

გამოსვლის თარიღი: 21.2.2012
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: EA

Crysis-სა და Mass Effect-ის ნაჯვარი. მოქმედება ვითარდება 2069 წელს და ხალხს აკონტროლებენ მიკრო-ჩიპების საშუალებით. თამაშს ექნება 4 კაციანი Co-op რეჟიმი.

Ridge Racer Unbounded

a36dbac20182

გამოსვლის თარიღი: 6.3.2012
ჟანრი: Racing
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: Namco Bandai Games

BioShock Infinite

8e28ee07f991

გამოსვლის თარიღი: 2012
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: 2K Games

1912 წელი. მთავარ გმირს, ბუკერ დეუიტს აგზავნიან მფრინავ-ქალაქ კოლუმბიაში სადა მას ახალგაზრდა ქალის, ელიზაბეტის მოძებნა ევალება. ის მას ადვილად პოულობს, მაგრამ ერთ-ერთი დაჯგუფება ცდილობს წაართვას მთავრობას ქალაქი. ბუკერი აღმოაჩენს, რომ ელიზაბეტი ამ კონფლიქტის მთავარი მიზეზია. ზოგიერთ მისიაში ელიზაბეტი მას ეხმარება. მას ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს. მას შეუძლიე ფრენა და გზის გაკვლევა კოლუმბიაში. ასევე თამაშში მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას მოხდეს მოვლენების განვითარებაზე. თამაშის თრეილერმა აიღო ყველაზე სანახაობრივი ვიდეოს ჯილდო 2011 წლის E3 შოუზე.

Prey 2

ecd17329f388

გამოსვლის თარიღი: 2012 გაზაფხული-ზაფხული
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: Bethesda Softworks

მოთამაშე გააკონტროლების ა.შ.შ.ს მარშალ ქილიან სამუელსს. ის მიფრინავს თვითმფრინავში, რომელიც ჩამოვარდება და სამუელსს ამნეშია დაემართება. სამუელსი უცხოპლანეტელებთან აღმოჩნდება. ის რამდენიმე წელი მარტო იმყოფება კუნძულზე, შემდეგ კი თამაშის პირველი ნაწილის მთავარ გმირს ხვდება. ის თანდათან იწყებს წარსულის გახსენებას…

Brothers in Arms: Furious 4

e84ebb4862ac

გამოსვლის თარიღი: 2012 შემოდგომა
ჟანრი: FPS
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: Ubisoft

მაინცდამაინც ბევრი არაა ცნობილი ამ თამაშზე. ერთი ვიცით რომ თამაშში თვით ჰიტლერის დევნა მოგვიწევს და ოთხი მთავარი გმირის სახელი: ჩოკი, მონტანა, კროკეტი და სტიჩი.

ARMA 3

2aa1e39504ab

გამოსვლის თარიღი: 2012 ზამთარი
ჟანრი: Military simulation, tactical shooter
პლატფორმა: PC
გამომშვები: Bohemia Interactive Studio

2030 წელი. ნატო ცდილობს შეაკავოს მასიური შეტევები ევროპაში აღმოსავლეთიდან. კამპანიაში მოთამაშე მოირგებს ბირტანელი კაპიტანი სკოტ მილერის როლს. ის უნდა გადარჩეს მარტოდმარტო მას შემდეგ, რაც ნატოს სპეც-ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდა. მოქმედება ხდება ზმელთაშუა ზღვის ბერძნულ კუნძულ ლიმნოსზე. თამაშში 50-ზე მეტი სოფელი იქნება. მხედველობის არე 20კმ. სულ რუქის ფართობი 900 კვ.კმ. თამაშს წლის ბოლოს უნდა ველოდოთ

Spec Ops: The Line

5011b937f14c

გამოსვლის თარიღი: 2012 მარტი
ჟანრი: Third-person shooter, tactical shooter
პლატფორმა: PC, Xbox, PS 3
გამომშვები: 2K Games

თამაშის მთავარი გმირი არის კაპიტანი მარტინ ვოქერი, რომელსაც თან ახლავს ბრავო ჯგუფი. მათი მიზანია გადაარჩინონ ამერიკელი პოლკოვნიკი, რომელიც დუბაიში ჩარჩა. გმირის გავნითარებასთან ერთად ადვილდება ომი და ხელმისაწვდომია უკეთესი აღჭურვილობა. მას შეუძლია თავის ჯგუფის წევრებს ბრძანებები მისცეს.

ArcheAge

d3ff0c3131c5

გამოსვლის თარიღი: 2012
ჟანრი: MMORPG
პლატფორმა: PC
გამომშვები: XL Games

თამაში არ არის დაანონსებული არსად, გარდა სამხრეთ კორეისია და ისიც მხოლოდ გამოსვლის წელია ცნობილი: 2012. თამაშის ბიუჯეტი 25$ მილიონია.

დაიდება შემდეგი ნაწილიც!!! რაც არ დამიწერია დავწერ მესამე ნაწილში.

თამაშები: Assassins Creed III, Call of Duty, GTA V ჯერ არ არის დაანონსებული!!

 

მსგავსი ამბები

Back to top button