არქივი

MaxxPro – დაჯავშნული სამხედრო მანქანა

e97019acc1eb

MaxxPro არის დაჯავშნული სამხედრო მანქანა, რომელიც მეტწილად ნაღმების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. ეს ჯავშანმანქანა კომპანია Navistar-ის დიზაინითაა შექმნილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს ებრაულ კომპანია Plasan-თან, რომელსაც მანქანის შექმნაში გარკვეული წვლილი მიუძღვის. MaxxPro აშს-ს არმიამ “მრაპის” პროექტის ფარგლეფში ააგო. ამჟამად 6000-სზე მეტი მანქანაა შექმნილი, საიდანაც რამოდენიმე ათასი ამერიკულ არმიას ემსახურება ავღანეთსა და ერაყში. საბოლოო მიზანი ამ ჯავშანმანქანის შექმნისა არის ის, რომ მან მთლიანად ჩაანაცვლოს მოძველებული HMMWVs-ები და გახდეს აშშ-ს არმიის სტანდარტული მობილური ჯავშანმანქანა. MaxxPro პირველი კლასის ჯავშანმანქანების ოჯახს მიეკუთვნება. ახალი ჯავშანმანქანის ეკიპაჟი სპეციალურ კაფსულაში ზის, რომელიც მათ დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. მისი ძირი V-სებურია, რაც აფეთქების ძალას ფანტავს და ამცირებს მის ძალას. ეს V-სებური ძირი მანქანის ძრავის მიდამოზე არ ვრცელდება და მხოლოდ კორპუსის ასადესანტო ნაწილს იცავს. გამოცდებისას მანქანა 7 კგ მძლავრ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ააფეთქეს და მან აფეთქებას გაუძლო. აღსანიშნავია, რომ MaxxPro-ს კორპუსში შედუღებული დეტალები არ მოიპოვება, რაც საველე-საბრძოლო პირობებში მის რემონტს აადვილებს. ჯავშანმანქანის დაჯავშნა უძლებს საარტილერიო ჭირვების ნამსხვრევებს, ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებს (შაშხანის და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის) და რპგ-ს ჭურვებს. მაქსპრო ასევე აღჭურვილია NBC დაცვის სისტემით. მანქანის სახურავზე შესაძლებელი დამონტაჟდეს 7.62 ან 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევბი. ჯავშანმანქანა დამონტაჟებულია საერთაშორისო ტიპის WorkStar 7000 სატვირთოს შასიზე და აღჭურვილია MaxxForce D9.3I6-ის ტიპის 330 ცხენის ძალიანი დიზელის ძრავით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯავშანმანქანის სათადარიგო ნაწილები, გამომდინარე იქიდან, რომ იგი მეტად გავრცელებულ სატვირთოს შასიზეა დამონტაჟებული კომერციულად ხელმისაწვდომია.

8ce49f1fe3c5
c42b3816004b

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები:

მომსახურებაში შესვლის წელი: 2007
ეკიპაჟი: 2 კაცი
დესანტი: 4-8 კაცი
წონა: 18.65 ტ
სიგრძე: 6 – 6.7 მ
სიგანე: 2.51 მ
სიმაღლე: 2.92 მ
ძრავი: MaxxForce D9.3I6 დიზელი
ძრავის სიმძლავრე: 330 ცხ/ძ
მაქს. სიჩქარე გზაზე: 105 კმ/სთ
სვლის სიშორე: 600 კმ
აღმართის/დაღმართის დაძლევა: 70%
გვერდით დახრილობის დაძლევა: 30%
ვერტ. წინაღობის დაძლევა0.6 მ
თხრილის გადალახვა: 0.5 მ
ფორსირება: 0.91 მ

 

წყარო: http://armada.ge

Back to top button