უცნაური

დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე (მესამე ნაწილი)

dde21e71aec8

გინდათ იმოგზაუროთ იდუმალებით მოცულ სამყაროში, გაიაროთ ფილმის მავთულხლართები და გახვიდეთ რეალობაზე? დიახ ფილმი ახლოსაა რეალობასთან, ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული :)

წინა ნაწილების სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი

ამჯერად საუბარი გვექნება ფილმზე The Serpent & The Rainbow – გველი და ცისარტყელა.
შეგახსენებთ, რომ სასურველია ჯერ უყუროთ ფილმს და შემდეგ ჩაუჯდეთ პოსტს, იმიტომ რომ უნდა ვისპოილერო : )
საკმაოდ ძველი კინოა, ამიტომაც შესაძლოა ისეთი სპეცეფექტები და ხარისხი არ აქვს,როგორც ახლანდელ ჰორორებს, მაგრამ სამაგიეროდ გითრევს ის ფაქტი,რომ თვითონ მოვლენა – ადამიანის ზომბირება შესაძლოა მართლაც არსებობს და ის ცივილიზაციის საიდუმლო ნაწილია.
ფილმი იწყება შემდეგი სიტყვებით:

ვუდუს ლეგენდების მიხედვით გველი მიწის სიმბოლოა, ცისარტყელა სამოთხის სიმბოლოა. ყველა ცოცხალი არსება უნდა დაიბადოს და უნდა მოკვდეს. მაგრამ რადგანაც ადამიანს აქვს სული, ის შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ადგილას, სადაც სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია.

ყველაფერი კი ვეიდ დევისის წიგნით დაიწყო, საკმაოდ უცნაური წიგნია, ერთ ხაზად წარმოდგენილია ზომბირებისთვის საჭირო სავარაუდო წამლების ძიება.
ვეიდ დევისი თავის თავს ერთგვარ ინდიანა ჯონსად წარმოგვიდგენს, ის არღვევს ჰაიტელების იმ საიდუმლო წრეს, რომელსაც არცერთი უცხოელი არ შეხებია. დევისი ზომბიფიკაციის ,,მომხიბლავ” შემთხვევას გვანახებს, რისთვისაც სხვადასხვა წამლებისა და საწამლავების გარდა, გარკვეული რწმენაცაა საჭირო. რწმენა,რომელიც ახლოა მაგიურობასა და სპირიტულობასთან. კითხვაზე, თუ რა ქმნის ზომბს, ვუდუ თუ მაგია, დევისი პასუხობს, რომ ორივე ელემენტი ერთდროულად საჭიროა.

ყველაფერი კი ერთი ჰაიტელი გლეხის თავგადასავალით დაიწყო. მისი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით ქლერვიას ნარცისი 1962 წელს გარდაიცვალა. ის საკმაოდ ძლიერი კაცი იყო და ავად იშვიათად ხდებოდა, თუმცა ძმასთან პატარა მიწის გამო მოსული ჩხუბის შემდეგ სუნთქვის პრობლემები დასჩემდა. ბოლო დროს კი დასუსტებულს სისხლღებინებაც დაემართა რამდენჯერმე და 2 დღის მერე გარდაიცვალა. მისი სხეული პატარა სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ის რა თქმა უნდა საფლავიდან ამოთხარეს მისგან ზომბის შემქმნელებმა და პლანტაციებში იყენებდნენ სამუშაოდ. 2 წელში მისი მეპატრონე გარდაიცვალა, შემდეგი 16 წელი კი გლეხმა ბოდიალში გაატარა, და აი გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ ნარცისი სოფლის ბაზარზე გამოჩნდა. სწორედ აქ შეხვდა თავის დას,რომელიც ვერ იცნო, მაგრამ მოუყვა თავისი ამბავი,რომელიც მხოლოდ მას შეიძლებოდა სცოდნოდა. დამ კი მარტივად ამოიცნო.

სხვადასხვა ზღაპრებში, ლეგენდებსა და მოჩვენებებზე მოთხრობილ ამბებში ხშირად ზომბებზეც შევხვდებით ერთი–ორ სიტყვას. ამბობენ რომ ნიუ ორლეანის სასაფლაოებზე ღამე ნამდვილი ზომბები დაბოდიალობენ. მათი სული მოპარულია და მინის ჭურჭელშია გამოკეტილი, შესაბამისად ისინი მოსიარულე მკვდრებად არიან ქცეულნი. ამის მაგალითს ფილმშიც ნახავთ.

dbd8f8a2a221

ზანიტ დედე თავის დროში ყველაზე ძლიერ ვუდუს დედოფლად იყო აღიარებული. წარმოშობით სანტო დომინგოდან გახლდათ, პრაქტიკაც საკმაოდ ჰქონდა დაგროვებული და ხშირად სხვადასხვა რიტუალებს აკეთებდა. თუმცა კი წმინდა ლუის კათედრალს ყოველთვის შორიდან უვლიდა.
ამ დროს ნიუ ორლეანში ახალგაზრდა, შავ წვერიანი, მეტად სიმპატიური პატივსაცემი კაცი ცხოვრობდა. მისი ნათლი ცისფერი თვალები და მომხიბლავი გერმანული გარეგნობა ქალებს გულგრილს არ ტოვებდა. მიუხედავად ამისა, ყველას ოჯახის ერთგულად და ცოლის მოსიყვარულე მეუღლედ მიაჩნდა. არავინ იცოდა, რომ ის ჩუმ-ჩუმად ერთი მდიდარი, პლანტაციის მეპატრონის მონა ქალს ჰყვარობდა.
მათი სიყვარული 3 წლის განმავლობაში დაფარული იყო და არავინ უწყოდა თავად გოგონასა და ამ კაცის გარდა. მონა გოგონას ერთი დანახვითვე შეუყვარდა მომხიბლავი მამაკაცი და იმის მერე გვერდიდან არც მოსცილებია. ბოლოს კი გადაწყვიტეს როგორმე პლანტაციის მეპატრონისგან გამოესყიდათ და ამჯრად მიჯნურის მონა გამხდარიყო. თუმცა ეს არც ისე ადვილი საქმე გამოდგა, რადგანაც მონის პატრონმა მეტად ძვირად შეაფასა გოგონა, ამდენის გადახდის საშუალება კი საყვარელს არ ჰქონდა.
გავიდა ამ ამბიდან 2 კვირა და ამ მომხიბლავ მამაკაცს ერთი მონა გოგონა მიადგა, რომელიც სხვა პლანტაციიდან მოდიოდა. ქალმა უთხრა,რომ ვისზეც გული შეტკიოდა, და ვისაც ჩუმად ჰყვარობდა, ის სინამდვილეში სხვის ნაბიჭვარ ბავშვს ელოდა. ამ ამბავმა კაცს თავზარი დასცა და გამწარებული მივარდა პლანტაციის მეპატრონესთან, ანუ მისი მიჯნურის პატრონთან. მას მოუყვა, რომ გოგონა სინამდვილეში ვუდუს მაგიას იყენებდა, რომ მისი და მისი ოჯახის სიკვდილი სურდა. ასევე ცოლსაც უთხრა,თუ როგორ გაასულელა და მოაჯადოვა პატარა გოგომ,ისე რომ მისი მონად მოყვანა უნდოდა.
ეს ამბავი რომ მოისმინა მფლობელმა, მონა გოგო სასტიკად სცემა, ენა მოაჭრა და თვალები დასთხარა. იქვე თანამემამულე მონა ქალმა, რომელმაც საბრალო გოგოს ამბები იცოდა, ეს ყველაფერი ზანიტ დედეს მოუთხრო. ვუდუს დედოფალი საშინლად განრისხდა და შურისძიება გადაწყვიტა.
afae2d02340f

3 დღის შემდეგ საბრალო მონა გოგო ტანჯვით გარდაიცვალა. იმავე ღამეს მისი სასტიკი საყვარელიც მოკვდა, თუმცა დაუდგენელი მიზეზით. ახალი ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ხალხს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ძველ ფრანგულ კვარტლებში. ამ დროში მიცვალებულის დაკრძალვა ხშირად იმავე დღეს ან რაც შეიძლება მალევე იმართებოდა, მით უმეტეს რომ ზაფხულის ცხელი თვე, აგვისტო იდგა. ასე რომ ოჯახს საკმაოდ მცირე დრო ჰქონდა ყველა წვრილმანის მოსაგვარებლად, პირველ რიგში საფლავზე უნდა ეზრუნათ. მიცვალებული შესაბამისად გამოაწყვეს, ბევრი ცრემლიც დაღვარა პატივცემულმა საზოგადოებამ, ნელ-ნელა ბინდდებოდა, ხალხის ნაკადი კი არა და არ წყდებოდა. ამ დროს გრძელი, შავი ქალის ფიგურა გამოჩნდა, პირდაპირ მივიდა ძვირადღირებულ კუბოსთან და მიცვალებულისკენ დაიხარა ისე, თითქოს კოცნა უნდაო. ხელები შემოხვია სახეზე და თავი დახარა. ხალხი გაოცებისგან ადგილზე გაშეშდა, იქვე იყვნენ კაცის ცოლიც და დაც.
შემდეგ თითქოს მოშორდა კუბოს და ამ დროს მძიმე სუნთქვის ხმამ მოიცვა მთელი ოთახი, ,,შავმა ქალბატონმა” პირი დააღო და ჯერ ენა მოაჭამა მიცვალებულს, შემდეგ თვალები ამოსთხარა და ისიც შეჭამა. ხალხი ადგილზე იყო გაშეშებული, შიშით ვერავინ იძროდა და გაოცებისგან ხმასაც ვერ იღებდნენ. ისე შეშინდნენ,რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ აღიდგინა შავოსანი ქალის სახე,თუმცა ბევრი ფიქრობდა რომ ეს ზომბთა დედოფალი, დიდი Ghede იყო.

6cb115dfcfc7

შაბათ დღეს ეს საზოგადოებაში პატივცემული კაცი დამარხეს, თუმცა საფლავში დიდხანს წოლა არ ეწერა. მეორე დღეს,წმინდა ლუისის კათედრალში ზარების რეკვა რომ გაისმა, მიცვალებულიც გამოჩნდა.. ქუჩაში მობოდიალე კაცი რომ დაინახეს, ყველა, ვინც იცნობდა თუ არ იცნობდა, მიხვდა რომ მკვდარ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. შეშინებული მონები აქეთ–იქით დარბოდნენ და ბოლოს ყველა ერთად დაიძრა ზანიტ დედეს სახლისაკენ,იცოდნენ მხოლოდ ეს ქალი გადაწყვეტდა მათ პრობლემას.
ფანჯარასთან მოგროვდნენ და მოთქმის ხმაზე დედემაც გამოიხედა, რომ გაიგო ამბავი,დიდად არ გაკვირვებია. მონებმა უთხრეს,რომ ქუჩაში მიცვალებული დადიოდა და ერთმა ქალმა დაამატა,ჩემი თვალით ვნახე როგორ ამოვიდა საფლავიდანო.
დედემ იკითხა: რომელიმემ ხომ არ იცით ვინაა ის მიცვალებული?
ყველამ ერთხმად დაიძახა: როგორ არა, გუშინ დილას რომ დავკრძალეთ ის კაცია, ახლა დაბრუნდა ჩვენს ამოსახოცად!
დედემ თქვა: ამ ყველაფრის დასასრულებლად ცოტა დრო დამჭირდება, პირველ რიგში ძლიერი მაგიური საშუალება უნდა გავაკეთო, თქვენ კი მოკიდეთ ხელი ბავშვებს და სახლებში შეიკეტეთ, კარი კარგად ჩარაზეთ. ასევე გააფრთხილეთ სხვანიც, ვინც ქუჩაში შეგხვდებათ.
მალე საფრანგეთის ამ პატარა კვარტალში ვუდუს დოლის ხმა გაისმა. ეს ხმა იმდენად მჟღერი იყო,რომ დიდ ტაძარში მდგარი ქანდაკებებიც შეარყია.

a259f115f4bb

ქუჩები წამში დაიცალა, მხოლოდ პოლიციაღა დარჩა, რომლებიც ისევ თავის საშველად გარბოდნენ, რადგანაც ეშინოდათ.. ფიქრობდნენ,რომ თუკი ზომბთან კონტაქტში შევიდოდნენ, თვითონაც ზომბად გადაიქცეოდნენ. ზუსტად არავინ იცის თუ რა რიტუალი შეასრულა დედემ, ის კია, რომ დილამდე ესმოდათ დოლის ხმა.. საბოლოოდ კი ზომბი აღარავის უნახავს. რა ხდება დღესდღეობით? ზოგი მიიჩნევს რომ ნიუ ორლეანი ჯერ კიდევ ღირსეულად იკავებს საშიშთა შორის საშიში ადგილის რიგებს :) ზოგი მიიჩნევს რომ ის ზომბი ჯერ კიდევ დადის ორლეანში, არიან ისეთებიც, ვინც ირწმუნებიან,რომ ზომბი დედეს საფლავს იცავს. ასე რომ, თუკი ნიუ ორლეანში აპირებთ გამგზავრებას, შესაძლოა ღამე ნამდვილ ზომბს გადაეყაროთ, დიდი მოკითხვა გადაეცით ჩემგან = )

კვლავ დავუბდუნდეს ფილმის ძირითად თემატიკას. როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, ფილმი ვეიდ დევისის წიგნზეა დაფუძნებული, ვეიდმა, კანადელმა ეთნობოტანიკოსმა ზომბების ფარმაკოლოგიური შემთხვევა წარმოგვიდგინა თავის ორ წიგნში: გველი და ცისარტყელა (The Serpent and the Rainbow) 1985 წ. და სიბნელის პასაჟი: ჰაიტელი ზომბების ეთნობიოლოგია (Passage of Darkness: The Ethnobiology of the Haitian Zombie) 1988 წ. დევისმა 1982 წელს იმოგზაურა ჰაიტიში და ამის შემდეგ დაასკვნა, რომ ადამიანის ზომბად გადაქცევა შესაძლებელია სისხლში ორი სპეციალური ფხვნილის შერევით. პირველი გახლავთ ე.წ. coup de poudre, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მცენარეების , ასევე ადამიანისა და ცხოველების გარკვეული ნაწილების ნარევს. ერთ–ერთი ინგრედიენტია ტეტროდოქსინი, ეს ტოქსინია,რომლის გარკვეულ დოზასაც შეუძლია ადამიანი რამდენიმე დღით სიკვდილისწინა აგონიაში ჩააგდოს,ამასთანავე მას შეგნება არ დააკარგვინოს. რაც შეეხება მეორე საშუალებას, ის ისეთი ფხვნილია,რომლის წყალობითაც ადამიანი გრძნობს,რომ იგი ვერ მართავს საკუთარ თავს, მას არ აქვს შესაძლებლობა დაიმორჩილოს სხეული.


დასკვნა: არ წახვიდე ჰაიტიში!

f4815e356c68

 

…………………………………………………………………………………………………………………..

 

 

100000692931822.1453.2047260951

პ.ს. მეც მომენატრეთ = ))))

მსგავსი ამბები

Back to top button