არქივი

ევროპის კლდეზე გაშენებული ქალაქები

9b1cf8e60eff

ევროპაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, არსებობს რამოდენიმე უჩვეულო და არაორდინალური არქიტექტურული შედევრი, რომლის ამოცნობა და ბოლომდე გააზრება ძნელია.იქმნება ისეთი სილმაზე, რომელსაც უსასრულოდ გინდა უყურო ხოლმე. შენდება ქალაქები უფრსკულის პირას, ციცაბო კლდეებზე, რომლებიც მუდამ იზიდავს ადამიანს, რომელიც განცვიფრებული შესცქერის ამ საოცრებას და ცდილობს ამოიცნოს საიდუმლოება ამ უნიკალური არქიტექტურისა.

1. Castellfollit de la Roca (ესპანეთი)

კასტელფულიტ-დე-ლა-როკა ითვლება ერთერთ ულამაზეს სოფლად კატალონიაში. სახლები აშენებულია ბაზალტოვანი კლდეების პირას, რომლებიც ჩამოყალიბდა ლავის შედეგად, ერთმანეთთან შეჯახებისას. კლდის სიმაღლე 50 მეტრია, რომელიც ორ მდინარეს შორისაა მოქცეული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახლები სადაცაა ჩამოინგრევა. მოსახლეობა დაახლოებით 1 000 კაცი

a2e59768f9c3

197ce0bd236a

9fc5cacf0c1b

2472862e8e36

2. Rocamadour (საფრანგეთი)

როკამადური 12 საუკუნის პატარა ქალაქია საფრანგეთში, რომელიც გაშენებულია მდინარე ალზუს ხეობაში. ქალაქში ჩამოდიან დიდი რაოდენობით მომლოცველები, რათა თაყვანი სცენ წმინდა Amadour-ს, რომელიც მოწმე იყო წმინდა პეტრესა და პავლეს დაღუპვისა (რომში) და რომელიც შემდგომში სწორედ აქ დასახლდა. მისი ნარჩენები იპოვეს 1166 წელს Chapelle Notre-Dame-ს სამლოცველოსთან, რომელშიც ინახება წმინდა მადონას ქანდაკება შავი სახითა და ხელებით. სახლები გაშენებულია 120 მეტრ სიმაღლეზე.

d0d6c4fa5193

8f7c34ae6d51

52d26b64ae60

76775ac3b747

3. Bonifacio (კორსიკა)

ბონიფაჩო მყუდროდაა გადაშლილი კორსიკის სამხრეთით. ფაქტიურად მთლიანად ქალაქი კლდეზეა 70 მეტრ სიმაღლეზე. ზღვიდან ქალაქი მთლიანად თეთრად სჩანს, თითქოსდა წყალზე ტივტივებს. ლეგენდის თანახმად აქ შეჩერებულა ოდისევსი, დღეს კი მის სანაპიროებთან ძვირადღირებულ იახტებს ვხედავთ. დაახლოებით 2 700 ადამიანი ცხოვრობს

9c3eaad7c374

5f671c5de9f8

950399a9d660

cfcdf91ae23a

4. Ronda (ესპანეთი)

რონდა მდებარეობს პროვინცია მალაგაში. ქალაქი გაშენებულია 760 მეტრ სიმაღლეზე. შუაში გაედინება მდინარე Guadalevin, რომელიც ელ-ტახოს კანიონს მიუყვება. ხეობაში 100 მეტრ სიმაღლეზე ერთერთი უძველესი ხიდია, რომლის არქიტექტორიც თავისივე ხიდმა შეიწირა. (გადმოვარდა კონსტიტუციის მიღებისას). უძველესი სასახლეები და ახალი მდიდრული ვილები აქ ბლომადაა. აქვეა უძველესი არენაც ხარების შერკინებისთვის.

26c303e156ff

5c5f5842dce8

fcb4f32feab9

2980b35deff4

5. Positano (იტალია)

პოზიტანო ერთერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია იტალიაში. ქალაქი დაარსდა 16 საუკუნეში, თუმცა 19 საუკუნეში მოსახლეობამ ქალაქიდან მასიური მიგრაცია დაიწყო, მაგრამ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან პოზიტანო კვლავ შეივსო. მასზე ამბობენ: ” ეს არის ოცნება-ადგილი, რომელიც არარეალურია როდესაც იქ ხარ და რეალური როცა არ იმყოფები იქ ”

72b6f31e38d7

d0da0ed6dacf

1cf61b651966

4555a5466b1b

***********************************************************************************
***********************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button