მხოლოდ ფაქტები
1) ბრწყინვალებით მსოფლიოში ყველასგან გამოირჩეოდა ვერსალის სასახლე, თუმცა, აღსანიშნავია ეკატერინე მეორის სასახლე პოტიომკინის დროს:600 მოსამსახურე, 200 მომღერალი და მუსიკოსი, დრამატული თეატრის დასი, ბალეტი და 20… იუველირი, რომლებიც მხოლოდ ეკატერინეს საყვარლებისთვის საჩუქრების დამზადებაზე მუშაობდნენ.
2) კომპანიებს სახელები: – ,,პეჟო” ,,რენო” ,,ფერარი” ,,ოპელი” ,,პორშე” ,,ლამბორჯინი”, ,,ტოიოტა” – მათი დამაარსებლის გვარების მიხედვით დაერქვა.
3) ინგლისში წერილებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო ვერ ჩაბარდა ადრესატს ან მითითებული აქვთ ,,მოკითხვამდე” ,,მკვდარ წერილებს” ეძახიან.
4) დიუმამ თავისი ,,სამი მუშკეტერის” გმირები სოციალური წარმოშობისა და ხასიათის მიხედვით გაანაწილა: დარტანიანი მიაკუთვნა დონ-კიხოტს, ათოსი – რობესპიერს, არამისი ჰიუგოს, ხოლო პორთოსი – თავს.
5)უამრავი ადამიანი თანხას არ იშურებს, რომ რამდენიმე დღე გაატაროს შვეიცარიაში, მირინგენში მდებარე სასტუმრო ,,პარკ-ეტელ დიუ სოვაჟში”. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა რეიხენბახის ჩანჩქერი, სადაც, კონან დოილის მონაცემებით, 1893 წელს დახრჩობას ძლივს გადაურჩა შერლოკ ჰოლმსი.
6)ძველბერძნული მითის მიხედვით, ხომალდები, რომლებზეც რაიმე ტრაგედია მოხდა, მშობლიურ ქალაქ კრეტაში შავი დროშით ბრუნდებოდნენ. უფრო გვიან კი ხომალდზე, რომელიც ევროპულ პორტში აღმოსავლეთ აფრიკიდან დაბრუნდა, აღმართული იყო ყვითელი დროშა, იმის აღსანიშნავად, რომ გემზე ყვითელი ციებ-ცხელებით დაავადებულები იყვნენ.
7)ძველ რომში კერძო პირებისთვის წყლის გადასახადი მათ სახლში შემავალი მიელბის დიამეტრით განისაზღვრებოდა.
8)ლონდონში ჩერჩილის ძეგლზე არასდროს არ სხდებიან მტრედები, რადგან მისი თავი და მხრები წვრილი, ალესილი შეუმჩნეველი “ნემსებით” არის დაფარული.
9)ადრე სამხრეთ ინდოეთში, ბრინჯის შემოსვლის დროს, ქალები დ გოგოენები ყანებში გადიოდნენ და ბრინჯის აღებამდე, მთელ დღეებს იქ თამაშსა და ცეკვაში ატარებდნენ. ამით ისინი ფრინველებს აფრთხობდნენ.
10)ესპანეთის ყველაზე დაბალი მთა – ვულკანი ტეიდე სულ უფრო დაბლდება, როგორც ესპანელი გეოდეზისტები ამტკიცებენ, ყოველწლიურად – 3 მეტრით. საქმე ისაა, რომ ტურისტებს იქედან სამასხოვროდ ქვები მიაქვთ.
გაგრძელება იქნება …
წყარო: ჟურნალი თბილისელები