ობსკურის კამერა (Pinhol)
ამ პოსტში თქვენ გაიგებთ თუ რა არის ობსკურის კამერა და როგორ უნდა შექმნათ მარტივი ფოტოაპარატი უბრალო ასანთის კოლოფის, ან თუნდაც თუნუქის ქილისაგან.
ფოტოგრაფია სამართლიანადაა აღიარებული მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებად. ამ საოცარ გამოგონებაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და გამომგონელების ხანგრძლივი შრომაა ჩადებული. დღევანდელი ფოტოგრაფიისაკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლებოდა შუქმგრძნობიარე ნივთიერებებზე სინათლის ზემოქმედება, ამუშავებდნენ მათი საშუალებით გამოსახულების მიღების მეთოდებს, ხდებოდა ფოტოაპარატის წინამორბედი კამერა-ობსკურას სრულყოფა.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ბნელ ოთახში დარაბის მომცრო ზომის ნახვრეტიდან შეღწეული შუქი, მოპირდაპირე კედელზე წარმოქმნის ქუჩაში ფანჯრის წინ მდებარე საგნების გამოსახულებას. ამასთან, გამოსახულების მასშტაბი მით უფრო დიდია, რაც უფრო შორი მანძილია კედელსა და ფანჯარას შორის. ეს ეფექტი შემდგომში გამოიყენეს სხვადასხვა ცდებში და საფუძვლად დაედო კამერა-ობსკურას გამოგონებას.
გადმოცემის თანახმად, იტალიელი ფიზიკოსი და მეცნიერი, დელა პორტა, მას შემდეგ, რაც სახლში მიპატიჟებულ სტუმრებს კედელზე თავდაყირა მოსიარულე ადამიანთა გამოსახულებები აჩვენა, ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და სამსჯავროს გადასცეს, თუმცა მან სიმართლის დამტკიცება შეძლო და სიკვდილით დასჯასაც გადაურჩა.
დელა პორტას სურდა, სტუმრებისათვის თავისი ახალი ნაშრომი, კამერა ობსკურა წარედგინა და გაემხიარულებინა. “კამერა ობსკურა” ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით ბნელ ოთახს ნიშნავს. სინათლეგაუმტარ ყუთში პატარა ნახვრეტიდან შედიოდა შუქი და მოპირდაპირე მხარეს კედელზე საგნის შებრუნებული გამოსახულება ჩნდებოდა. დელა პორტას სტუმრები სინამდვილეში ხედავდნენ მსახიობებს, რომლებიც ოთახის გარეთ წარმოდგენას მართავდნენ. სწორედ კამერა ობსკურა გახდა თანამედროვე ფოტოაპარატების წინამორბედი.
დროთა განმავლობაში მოახერხეს ობსკურას კამერის სრულყოფა ისე, რომ გამოსახულება შუქმგრძნობიარე ფირზე აღბეჭდილიყო. კამერას დაემატა ლინზები და საბოლოოდ მივიღეთ ეგრედ წოდებული “ლენტიანი(:D) ფოტოკამერა” (ობსკურის კამერას თავიდან ლინზები არ ჰქონდა, ასე რომ მარტივი პინჰოლის ასაწყობად ჩვენც არ დაგვჭირდება ლინზები)
როგორ უნდა შევქმნათ ობსკურის კამერა?
ჩვენ დაგვჭირდება:
ცარიელი ასანთის კოლოფი, მაკრატელი, შავი ფერის იზოლაციური ლენტი (იზოლენტა :D ), სკოჩი ,ფოლგის ქაღალდი, ნემსი, შავი მარკერი, 35 მილიმეტრიანი ფირი და აი ესეთი პლასტმასი:
1. ვჭრით ასანთის კოლოფს შემდეგნაირად (ყურადღება მიაქციეთ რომ კოლოფი არ იყოს დაზიანებული და არ ჰქონდეს ნახვრეტი ან ღრეჩო, საიდანაც შუქი შევა)
2. შემდეგ ასანთის კოლოფის შიგთავსს ფლომასტერით ვაფერადებთ შავად
3. ამოვჭრით ასანთის კოლოფის მეორე მხარეს აი ასე
4. შემდეგ ამ ამოჭრილ კვადრატზე დავაკრავთ შუაში გახვრეტილ ფოლგის ქაღალდს
5. მრგვალ პლასტმასს დავუმაგრებთ ფირს
6. ფირს ჩავდებთ ასანთის კოლოფში და მეორე მხდრიდანაც სკოჩით მივაბავთ ისეთივე ფირს
7. შემდებ ერთ-ერთ ფირს თავზე დავუმაგრებთ საბრუნებლად მრგვალ ბლასტმასს და ობსკურის კამერაც მზადაა ^_^
აი ვიდეოც, სადაც მისი დამზადებაა აღწერილი:
ეს კი ხელნაკეთი ობსკურას კამერით გადაღებული სურათები:
წყარო:
http://www.pinhole.ru
http://www.photomarket.ge
http://www.gumbati.ge
და მამაჩემი :D
პ.ს. ჩემი პირველი პოსტი ^^ (კეთილი იყოს ჩემი ფეხი)
იმედია მოგეწონათ :) :>
Eleniko Archuadze | შექმენი შენი ემბლემა