არქივი

ჰიტ ლეჯერის საიდუმლო სიკვდილი

 

af444b08c5da
ყველაზე დიდი დანაკარგი მსოფლიო კინოს ისტორიაში – ასე შეაფასა ბევრმა ავსტრალიაში დაბადებული ჰიტ ლეჯერის სიკვდილი. (1979-2008).

ალბათ მისი ყველაზე წარმატებული ორი ფილმი ენგ ლის კუზიანი მთა ( brokeback mountain) და კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდია (the dark knight).ჩემს ფავორიტ კინოებში ორივე ფილმი საკმადო მაღალ პოზიციებს იკავებს.თუმცა ყველაზე მიმზიდველი ფსიქოპატი კლოუნის ჯოკერის როლია.ვერ გეტყვით რომ ბეტმენის ფანი ვარ.ამ კინოს რეჯისორის და მსახიობის გამო ვუყურე.ლეჯერმა წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.ფილმიც ხუთეულში შევიდა ყველაზე კომერციულ ფილმებში,ხოლო imdb -ს ტოპ-250 ის ათეულშია.ჩემი აზრით ეს ადგილი გადამეტებულია ,overrated-როგორც ბევრმა კინოკრიტიკოსმა თქვა.თუმცა ლეჯერის ტრაგედიამ იმხელა რეკლამა და საფუძველი გაუკეთა ფილმს.რომ არც იმას გამოვრიცხავ ნოლანმა შეუკვეთა მისი სიკვდილი თქო.ეს რათქმაუნდა ხუმრობით.რეალურად 2008 წლის 22 იანვარს ჰიტ ლეჯერი ,ჰომოსექსუალი კოვბოი და ამავდროულად შავი რაინდი,მანჰეტენზე ,საკუთარ სახლში შიშველი,უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ჰიტ ლეჯერის სიკვდილი

პოლიციამ თვითმკვლელობად შეაფასა მისი სიკვდილი. ის გადაჭარბებულმა დოზებმა შეიწირეს . მისი ოჯახის და ექიმის თანახმად ჰიტი არ იყო წამალზე დამოკიდებული.საინტერესოა ის ფაქტიც,რომ არცერთი არალეგალური წამალი მის სახლში არ უპოვიათ.იპოვეს მხოლოდ უძილობის და ნერვოზის საწინააღმდეგო აბები. მამამ- კიმ ლეჯერმა რამოდენიმე დღეში ასე შეაფასა შვილის გარდაცვალება „ very tragic, untimely and accidental“-ტრაგიკული,უადგილო და უცაბედი.ალბათ მის სიტყვებში ყველაზე მეტად ყურადღება უდნა გავამახვილოთ ბოლოზე.შემთხვევითობა გამორიცხავს იმას რომ ეს სუიციდი იყო.ნეგატიურმა ტესტმა გააქარწყლა ყველას აზრი იმის შესახებ ,რომ ჰიტი წამალზე დამოკიდებული იყო.

ილუმინატები

ბევრი დარწმუნებულია,რომ ჰიტ ლეჯერი დაკვეთით მოკლეს.ჩემი აზრით ვერცერთი სტრუქტურა ვერ აიტანდა ჰიტისნაირ ქარიზმატულ და ნიჭიერ ადამიანებს.ჰიტი მოკვდა მაშინ,როცა ჯოკერის როლის შესრულება დამთავრებული ჰქონდა და იწყებდა ჩემს მიერ წინა პოსტში ნახსენებ კინოში The imaginarium of doctor parnasuss–ში გადაღებას.

895a1fd8e9aa

ამ კინოში ის მისტიკურ პიროვნებას თამაშობს,რომელიც ჯოჯოხეთში მოგზაურობს ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად.ჰიტი ზუსტად ამ ფილმის გადაღების დროს მოკვა.საკმაოდ საეჭვოა ამგვარი დამთხვევა,რადგან ფილმი სავსეა ოკულტური სიმბოლიზმით.შემოგთავაზებთ ვიდეოს და ასევე სურათს.

1a2e8027ccf1

.საინტერესოა ასევე ის ფაქტიც,რომ ზუსტად 22 იანვარს,ნოვაკ ჯოკოვიჩმა,რომლის მეტსახელია ‘ჯოკერი’ თასი აწია ავსტრალიაში,ხოლო ინდონეზიის პრეზიდენტი-სუჰერტო კი გარდაიცვალა.

შავი რაინდი

b2d1b5bff251

ჯეკ ნიკოლსონმა ჰიტის გარდაცვალების შემდეგ თქვა- ‘მე ვაფრთხილებდიო’.აუდიტორიამ სხვადასხვანაირად მიიღო ეს სიტყვები.ბევრმა ჩათვალა,რომ ილუმინატების განზრახვის შესახებ აფრთხილებდა.ზოგმა კი უბრალოდ წამლებს და ზედმეტ დოზებს დააბრალა.თუმცა ყველაზე ცნობილი თეორიაა ,რომ ჯეკმა ის ბნელი რაინდის როლის შესრულებაზე გააფრთხილა.ჯოკერი ერთგვარი კოსმიური სიმბოლოა,რომელსაც ბოროტება უფრო მაღალ განზომილებაში გადაყავს.ჯოკერის მთავარი მოტივაცია არი ქაოსის დამყარება.ქაოსის,სადაც ბოროტება განაგებს ყველაფერს.”it’s all part of a plan /when the chips are down….”-ჯოკერის ეს სიტყვები ნათლად გვაფრთხილებს ‘’ახალი წესრიგის“ დამყარების შესახებ.

ba505bec4163

მსგავსი ამბები

Back to top button