არქივი

2011 წლის ტოპ 10 ფილმი

69e6ed478e19

ვაგრძელებ თემას – ტოპ 10 და მინდა შემოგთავაზოთ 2011 წელს გადაღებული ფილმების ტოპ ათეული

ფილმმა “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (II ნაწილი)”, პირველი ადგილი არავის დაუთმო.  

1. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: მეორე ნაწილი

deathly hallows part 2 header

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, დეტექტივი, ფანტასტიკა
პროდიუსერი: დევიდ იეთსი
როლებში: დენიელ რედკლიფი, ემა უოთსონი, ტომ ფელტონი, რუპერტ გრინტი, ჰელენა ბონემი

ჯადოქრების სამყაროს ბოროტ და კეთილ ძალებს შორის ბრძოლა საყოველთაო ომში გადაიზრდება. საიმედო თავშესაფრის პოვნა მეტად გართულებულია. ვოლან-დე-მორტთან შერკინებისას შესაძლოა ჰარი პოტერს ყველაფრის დაკარგვა მოუწიოს… შესწევს თუ არა ჩვენს გმირს სამყაროს გადარჩენის ძალა…

 

2. Drive 

drive movie poster international 01 600x450

ჟანრი: ბოევიკი, თრილერი, დრამა, კრიმინალი
რეჟისორი: ნიკოლას ვინდინგ რეფრი
როლებში: რაიან გოსლინგი, კერი მალიგანი, ბრაიან კრენსტონი, ალბერტ ბრუკსი, ოსკარ აიზეკი, კრისტინა ჰენდრიკსი, რონ პერლმანი, კადენ ლეოსი, ჯეფ ვულფი

შესანიშნავი მრბოლელი – დღისით ჰოლივუდის გადასაღებ მოედნებზე ასრულებს ტრიუკებს, ღამით კი სარისკო თამაშს თამაშობს. მაგრამ ერთი სახიფათო კონტრაქტი და მასზე უკვე ჯილდოს აცხადებენ. ახლა, საკუთარი თავისა და მომხიბლავი მეზობლის გადასარჩენად იგი იძულებულია ის გააკეთოს რაც ყველაზე კარგად გამოსდის – ვირტუოზულად დაუძვრეს მდევარს ხელიდან…

 

3. გოგონების წვეულება ვეგასში 

Bridesmaids%2BMovie

ჟანრი: კომედია
როლებში: კრისტენ უიგი, მაია რუდოლფი, როუზ ბირნი,ვენდი მაკლენდონ-კოვი,ელი კემპერი

ენის პირად ცხოვრებაში წარმოუდგენელი ქაოსია და არც სამხიარულოდ აქვს საქმე… მაგრამ მან უნდა დაივიწყოს საკუთარი პრობლემები, რადგანაც მალე საუკეთესო მეგობრის საპატივცემულოდ მოწყობილ გოგონების წვეულებაზე უნდა გაემგზავროს…

 

4. მაპეტები 

3b58bebe8a5b

ჟანრიკომედია
რეჟისორი: ჯეიმს ბობინი
როლებში: ჯეისონ სიგელი, ემი ადამსი, ჯეკ ბლეკი, ზაკ გალიფიანაკისი, კენ ჟონგი, ემილი ბლანტი, ვუპი გოლდბერგი, სელენა გომესი, კრის კუპერი, ერიკ ჯეიკობსონი, დეივ გოლცი, ბილი ბარეტა

ფილმის სიუჟეტში თოჯინები ფინალური შოუსთვის ერთიანდებიან, რათა კინოსტუდია გაკოტრებისგან იხსნან.

 

5. დროის მფარველი 

Hugo+movie+new+poster

ჟანრი: საოჯახო
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
როლებში: ხლოია მორეცი, ემილი მორტიმერი, ჯუდ ლო, კრისტოფერ ლი, საშა ბარონ კოენი, ბენ კინგსლი, რეი უინსტოუნი, რიჩარდ გრიფიტსი

ფილმის მთავარი გმირი, ობოლი ჰუგო, ცხოვრობს პარიზის რკინიგზის სადგურში ალკოჰოლიკ ბაბუასთან ერთად. ჰუგო სრულიად შემთხვევით პოულობს იდუმალებით მოცულ მექანიზმს, რომელიც შექმნა ცნობილმა რეღისორმა ჟოჟე მელემ. ეს აღმოჩენა და მისი მოქმედებაში მოყვანა იწვევს მთელ რიგ მოვლენებს, რომელიც საბოლოოდ დაეხმარება ჰუგოს, ამოხსნას საიდუმლო მისი მამის დაღუპვის შესახებ.

 

6. მაიმუნების პლანეტის აჯანყება 

Rise%2Bof%2Bthe%2BPlanet%2Bof%2Bthe%2BApes%2BMovie

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, ფანტასტიკა, ტრილერი
რეჟისორი: რუპერტ უეიტი
როლებში: ჯეიმს ფრანკო,ფრიდა პინტო, ჯონ ლიტგოუ, ბრაიან კოკსი, ტომ ფელტონი

ფილმის მოქმედება თანამედროვე სან-ფრანცისკოში ხდება. მეცნიერი მაიმუნებზე გენეტიკურ ექსპერიმენტებს ატარებს და მოულოდნელად მათში მაღალი ინტელექტის განვითარებას იწვევს… პრიმატები აცნობიერებენ თავის მორჩილ მდგომარეობას, აჯანყებას იწყებენ და ადამიანს ბუნების მეფის წოდებას ართმევენ…

 

7. შთამომავლები 

The%2BDescendants%2BGeorge%2BClooney

ჟანრი: დრამა, კომედია
რეჟისორი: ალექსანდრე პეინი
როლებში: ჯორჯ კლუნი, შეილინ ვუდლი, ამარა მილერი, ნიკ კრაუზე

მთავარი გმირი – მდიდარი ჰავაელი მიწათმფლობელია. იგი ორ ქალიშვილთან ერთად ცდილობს იპოვოს ცოლის საყვარელი, რადგანაც სწამს რომ მხოლოდ ამ გზით შეძლებს ოჯახის შენარჩუნებას.

 

8. შუაღამე პარიზში

Midnight%2Bin%2BParis%2BMovie

ჟანრიმელოდრამა,კომედია,ფანტასტიკა
რეჟისორი: ვუდი ალენი
როლებში: ოუენ უილსონი ,რეიჩელ მაკადამსი ,კურტ ფულლერი ,მიმი კენნედი ,მაიკლ შინი ,კარლა ბრუნი ,მორის ზონნენბერგი ,ტერრი ხანჩისსე

1920-ანი წლები. ახალგაზრდა ოჯახი პარიზში ჩადის საქმის დასაწყებად. მაგრამ იქ სხვა ცხოვრება ხვდებათ და ხვდებიან, რომ იგი უფრო უკეთესია ვიდრე მათი საკუთარი

 

9. სუპერ 8

Super+8+cap

ჟანრი: ფანტასტიკა, თრილერი, დეტექტივი
რეჟისორი: ჯეი ჯეი აბრამსი
როლებში: ჯოელ კორტნი, ჯესიკა ტაკი, ჯოელ მაკკინონ მილერი, რაიან ლი, რაილი გრიფიტსი

1979 წლის ზაფხულში ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქში მცხოვრებმა რამდენიმე მეგობარი, რომელიც სამოყვარულო ფილმს იღებდა ”სუპერ 8” კამერით, სარკინიგზო კატასტროფის მოწმე გახდა და მალე იეჭვეს, რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა არ იყო. უცნაური გაუჩინარებები და აუხსნელი მოვლენები ხდება ქალაქში, ხოლო ადგილობრივი შერიფი ცდილობს საიდუმლოში გარკვევას, რომელიც იმაზე საშინელია, ვიდრე ვინმეს წარმოდგენა შეეძლო…

 

10. ბინდის საგა: განთიადი

the+twilight+saga+breaking+dawn+part+1

ჟანრი: ფენტეზი, დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ბილ კონდონი
როლებში: კრისტენ სტიუარდი, რობერტ პატინსონი, ტეილორ ლოტნერი, ბილი ბიორგი, პიტერ ფაჩინელი, ელიზაბეტ რიზერი, კელან ლატსი, ნიკი რიდი, ჯეკსონ რეტბოუნი, ეშლი გრინი

მეოთხე ნაწილში ბელა სვონი აღმოჩნდება რთული არჩევნის წინაშე — მან ან თავისი ან ბავშვის სიცოცხლე უნდა შეინარჩუნოს (ნახევრად ვამპირის, ნახევრად ადამიანის). ის გადაწყვეტს ბავშვის დატოვებას, მაგრამ ედვარდი და დანარჩენი ოჯახის წევრები კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button