South Park (სამხრეთ პარკი 12+)
გთავაზობთ ცნობილ ამერიკულ მულტფილმს, 4 მეგობარზე სამხრეთ პარკიდან, რომელთა ყოველი დღე ახალი თავგადასავლით იწყება
სტენ მარში.მესამე კლასის მოსწავლე,რომელიც 58 ეპიზოდის მერე მეოთხე კლასში გადადის.სტენი ცხოვრობს დედ-მამასთან ერთად.ასევე მას ყავს 12 წლის და შელი.
კაილი ბრაფლოვსკი.სტენის საუკეთესო მეგობარი.წარმოშობით ებრაელი.კაილი ყველაზე ჭკვიანია 4 ბიჭს შორის.ასევე მას ყავს პატარა ძმა აიკი,რომელიც არის კანადელი,რომელიც იშვილეს მისმა მშობლებმა.
კენი მაკორმიკი.ყველაზე ღარიბი ოჯახის წევრია მთელ სამხრეთ პარკში.მამამისი ლოთია ხოლო მისი მშობლები სულ ჩხუბობენ.კენის საუბარი ძირითადად გაუგებარია თითქმის ყველა ეპიზოდში.მაყურებლები კი მისი მეგობრების კომენტარებით ხვდებიან თუ რა თქვა მან.კენის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის რომ,თითქმის ყოველ ეპიზოდში კვდება.
ერიკ კარტმანი. ერიკი არის მულტფილმში ყველაზე სახასიათო როლის მქონე პერსონაჟი იგი არის ძალიან უზრდელი და ყავს დედა რომელიც მსუბუქი ყოფაქცევისაა. მას ძულს ებრაელები,ზანგები,იაპონელები და სხვა რასის ხალხი ასევე რიჟები.ამის გამო იგი არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმის გმირი!
ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემ საყვარელ სერიას…