არქივი

უაზრო ჰოლივუდი #4 (საშინელებათა ფილმები)

e9d62095efac

ეს არის პირველი პოსტი, რომლითაც თხოვნებს ვასრულებ (როგორც აღმოჩნდა უამრავი ადამიანი უყურებს საშინელებათა ფილმებს). ეს პოსტი სხვა რამითაც არის გამორჩეული, ბოლომდე ჩაიკითხეთ და ნახავთ.

46ebaca7585b

ესეიგი თავიდან დავიწყოთ ტიპაჟებით, რომლებიც გვხვდება საშინელებათა ფილმებში. ეს დამოკიდებულია რა სახის საშინელებათა ფილმია. თუ ეს არის საშინელებათა ფილმი, სადაც ახალგაზრდა მოგობრები არიან მსხვერპლის როლში, მაშინ ტიპაჟები შემდეგია:
შეყვარებულების წყვილი: გოგო სკოლაში კარგად სწავლობს ან სადმე კარგ სამსახურში მუშაობს,მისი შეყვარებული სკოლაში ნორმალურად სწავლობდა და რაღაც მიდრეკილებელი ჰქონდა დანაშაულისკენ, ხშირად ისე ხდება რომ ამ ბიჭს შეცდომით ადანაშაულებენ მკვლელობებში.(წინა პოსტზე, ერთერთ კომენტარში ეწერა რომ ჩემი ჩამოთვლილი ტიპაჟები ფილმებში არ მეორდება, ამიტომ სურათები სამი განსხვავებული ფილმიდან, მე არ ვიძახი რომ ტიპაჟები ყველა ფილმში მეორდება, თუმცა ბევრ ფილმში შევხვდებით.)

ფაკულტეტი (The Faculty)

1e90a05bcf8d

ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით (The Texas Chainsaw Massacre)

71357d5619ee

ცვილის სახლი (House of Wax)

becdf28d2869

არის ასევე ერთი სპორტსმენი და ერთიც უცნაური გოგო, ეს გოგო ან ძალიან განსხვავდება სხვებისგან (ან ემოა ან პანკი და ა.შ.) ან ზედმეტად გადაპრანჭული (ამას მდიდარი მამიკო ჰყავს) ხშირად ეს ორი შეყვარებულია.

0d310d0d496a

63e97a1afdc5

8ea869dab631

შემდეგი ტიპაჟი, ეს არის “ცუდი” ბიჭი, რომელსაც პატარაობიდანვე დანაშაულისკენ აქვს მიდრეკილება და სკოლაშიც აქვს პრობლემები.

82bd6a4dbc2c

5199ca9fc67c

შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც ხშირად გვხვდება ისეტი ტიპაჟი, რომელთანაც მარტო იმისთვის მეგობრობენ, რომ საკონტროლო გადაიწერონ. ასეთ ტიპაჟებს მკვლელი ყოველთვის იჭერს, დანარჩენები კი, რომლებიც უკვე სამშვიდობოს არიან გასულები, ხვდებიან რომ მას ასე ვერ მიატოვებენ და მის გადასარჩენად ბრუნდებიან.

82a2dc4e9958

ასევე ხშირად გვხვდება ტიპაჟი, რომელსაც ფულიანი მამიკო ჰყავს, არ უმართლებს გოგოებთან, გიჟდება ყველა სახის ელექტრონიკაზე და უცნაურად იცვამს.

b2183d640d37

ახლა უკვე ფილმის კლიშეები.

როდესაც საშინელებათა ფილმში “მსხვერპლია” ადამიანების ჯგუფი, ისინი აუცილებლად გადაწყვეტენ, რომ ჯობია გაიყონ და სხვადასხვა მხარეს ეძებონ გასასვლელი.

როდესაც მოქმედება ხდება ბნელ ადგილზე (სარდაფში,შენობაში ან სადმე) პერსონაჟი, ცოტაოდენი ხელის ფათურით აუცილებლად იპოვის ჩირაღდანს ან ფარანს.

როდესაც რაღაც დახმაურდება, პერსონაჟი უცებ უკან მობრუნდება და ფარანით ცდილობს იპოვოს ხმაურის გამომწვევი, შემდეგ კი დაახლოვებით ასეთ ფრაზას იძახის: “ჯონ ეს სასაცილო არ არის, გამოდი ეხლავე”, ამის შემდეგ კამერა გვიჩვენებს როგორ უახლოვდება მკვლელი “მსხვერპლს”. ბოლო კადრი არის “მსხვერპლის” პირდაღებული სახე.

ან მეორე ვარიანტი: როდესაც რაღაც დახმაურდება პერსონაჟი უცებ უკან მობრუნდება და ფარანით ცდილობს იპოვოს ხმაურის გამომწვევი, შემდეგ კი დაახლოვებით ასეთ ფრაზას იძახის: “ჯონ ეს სასაცილო არ არის, გამოდი ეხლავე”. ამის შემდეგ პერსონაჟი კატას მიანთების ფარანს და შვებით ამოისუნთქებს.

686dc0eac30f

პირველი როგორც წესი კვდება სპორტსმენი (ან ის ვინც ყველაზე ძლიერია ფიზიკურად), რადგან იმდენად არის დარწმუნებული თავის ძალაში, რომ იმის მაგივრად რომ გაიქცეს შებრძოლებას გადაწყვეტს.

ბოლოს ძირითადად ის გადარჩება რომელიც ყველაზე სუსტია ფიზიკურად.

იმ ადგილებში სადაც ეს ხდება, მობილური არ იჭერს.

როდესაც მკვლელი ერთ-ერთს მოკლავს, დანარჩენებს შორიდან ესმით მისი ყვირილი და გადაწყვეტენ იმ ადგილას მისვლას, სადაც მათ უპრობლემოდ მოკლავენ.

როდესაც მანიაკი “მსხვერპლს” მისდევს, “მსხვერპლი” რათქმაუნდა წაიქცევა და იმის მაგივრად რომ ფეხზე ადგეს და გაიქცეს, ის მკვლელისკენ შემობრუნდება და უკან–უკან ხოხვით გააგრძელებს გზას, თან ამ დროს ის პირდაპირ მკვლელს უყურებს თვალებში (თავს აცოდებს).

ჯგუფიდან ერთ-ერთი იქნება განებივრებული გოგო, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში 10 სანტიმეტრიან ქუსლებზე დარბის, როცა მას ეუბნებიან რომ მიაგდოს ფეხსაცმელები და ფეხშველა გაიქცეს, ის იძახის რომ მათში უამრავი ფული გადაიხადა და მათ ვერ გადაყრის, ურჩევნია მოკვდეს ვიდრე ეს ფეხსაცმელები დაკარგოს (როგორც წესი, ეს უკანასკნელი ფრაზა უსრულდება).

60f48a0b9023

მანიაკი ყოველთვის განსხვავებული გზით კლავს სხვადასხვა ადამიანს.

ხშირად არის შემთხვევა რომ გრძელ, ბნელ ჰოლში “მსხვერპლი” შეიარაღებული მიდის, ამ დროს გვაჩვენებენ თუ როგორ უახლოვდება მას უკნიდან ვიღაც (არ ჩანს ვინ არის). როცა ეს ვიღაც მიუახლოვდება, ის “მსხვერპლს” ხელს დაადებს მხარზე, ისიც დაიყვირებს და უცებ შემობრუნდება და აღმოჩნდება რომ ეს მისი შეყვარებული ან მეგობარია.

მთავარ გმირს ხშირად გიჟად თვლიან და არავინ უჯერებს. როცა ერთ-ერთი მორიგი ასეთი სცენაა და მთავარ გმირს დასცინიან იმის გამო რასაც ყვება, უცებ ამ დამცინავს უკნიდან მკვლელი მოეპარება და უზარმაზარ დანას ან რამეს ჩაურჭობს.

ფინალური ბრძოლის დროს, როცა მთავარი გმირი სასტიკად გაუსწორდება მასზე ორჯერ მძიმე და ორჯერ მაღალ მანიაკს, აუცილებლად ღამეა და წვიმა მოდის.

ასეთ ფილმებში მანიაკებს სულ რაღაც სჭირთ სახეზე, არ შეიძლება, რომ მათ ჩვეულებრივი სახე ჰქონდეთ.

2e3b01f01862

“მსხვერპლს” სულ რაღაც პრობლემა აქვს მანქანასთან. ან ხელი ისე უკანკალებს, გასაღებს ვერ უკეთებს ან მანქანა ვერ იქოქება (აბა პოლიციელი იყოს რომელიც “ცუდ ბიჭს” მისდევს, ჩამჯდარი არ არის, უკვე დაქოქილია მანქანა).

ბევრია ისეთი ფილმები, სადაც ახლად დაქორწინებული წყვილი სადღაც მიყრუებულ ადგილას გადადის (გაურკვეველია რისთვის). მათ მეზობელი 2 კილომეტრის რადიუსით არ ჰყავთ, სახლში ყველაფერი ჭრიალებს, სახლის ფანჯრები აფიცრულია.

633b68fdb2d5

მას შემდეგ რაც უცნაურ ამბები იწყება, წყვილი მღვდელთან მიდის, რომელიც ეუბნებათ მათ, რომ ამ სახლში საზარელი მკველობა მოხდა და სულები ჯერ კიდევ იქ არიან.

როდესაც გმირს მანიაკი რომელიმე შენობაში მისდევს, ის აუცილებლად ტუალეტში შევარდება, ერთ-ერთ კაბინაში ჩაიკეტება და უნიტაზზე ავა, რათა როცა მანიაკი შემოვა, მისი ფეხები ვერ დაინახოს. როცა მანიაკი შემოდის, ის ყველა კაბინას ამოწმებს, ჩაკეტილი კარებით ხვდება სად არის და კლავს “მსხვერპლს.

როდესაც ფილმის ბოლოში ვინმე მიხვდება, მკვლელი ვინ არის, მას ყავით სავსე ფინჯანი გაუვარდება ხელიდან(შენელებულ კადრში).

ფილმის ბოლოს, მაშინ როცა ერთადერთი გადარჩენილი სამშვიდობოს გამოვა გადაღლილი და დასისხლიანებული, ჩვენ აუცილებლად გავიგებთ სადღაც შორიდან, პოლიციის სირენის ხმას.

aaa281143e73

არ არსებობს სწრაფი ზომბი.

ზომბის მოკვლა თუ გინდა თავში უნდა ესროლო.

სულ ეს იყო იმედია არაფერი გამომრჩა.

ვეცდები რეგულარულად დავდო მსგავსი პოსტები, ოღონდ ყველა პოსტი ამერიკული ფილმების რაღაც კონკრეტულ თემატიკაზე იქნება. შეგიძლიათ თემა კომენტარებში დაწეროთ და ვეცდები ამ თემაზე პოსტი დავდო.

რაც შეეხება პოსტის განსაკუთრებულობას, ის შემდეგში მგომარეობს: ამ პოსტიდან მოყოლებული ყველა “უაზრო ჰოლივუდის” ბოლოში იქნება კითხვა რომელსაც ბიძია სემი (ის კაცი დაბლა სურათზე რომ არის და შენსკენ თითს რომ იშვერს) დაგისვამთ. ეს ცოტაოდენ ინტერაქტიულობას შესძენს პოსტებს და უფრო საინტერესოც იქნება.

მაშ ასე, “უაზრო ჰოლივუდის” პირველი კითხვაა…

fe17779ede94

ვხუმრობ,ვხუმრობ… აი ნამდვილი კითხვა!

9f16f683b4b1

ჩემი საყვარელი ფილმია “მებრძოლთა კლუბი” (Fight Club)

dc26c581f241

მსგავსი ამბები

Back to top button