გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები
ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა 2011 წლის ყველაზე შემოსავლიან ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთა ტოპ ოცეული. პირველ ადგილს რეპერი ჯეი-ზი იკავებს, რომელმაც გასულ წელს 37 მილიონი დოლარი შემატა საკუთარ ბიუჯეტს
1. შონ კორი კარტერი “Jay-Z” – $37 მილიონი
მთლიანი ბიუჯეტი – $450 მილიონი
გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა ჯეი-ზისთვის. მან საკმაოდ ბევრი კონცერტი ჩაატარა და დაიკავა პირველი ადგილი სიაში.
2. შონ ჯონ კომბსი “Diddy” – $35 მილიონი
მთლიანი ბიუჯეტი – $500 მილიონი
ამ დროისათვის ყველაზე მდიდარი რეპერის შონ კომბსის ძირითადი შემოსავლის წყაროა საკუთარი ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელები – Sean John და Enyce
3. კანიე ომარი უესტი “Kanye West” – $16 მილიონი
2009 წლის მერე, კანიე უესტი პირველად მოხვდა სამეულში. ახალმა ალბომმა – “My Beautiful Dark Twisted Fantasy” დიდი წარმატება მოუტანა მას
4. დუეინ მაიკლ კარტერი “Lil Wayne” – $15 მილიონი
ლილ უეინის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა ალბომმა – “I Am Not a Human Being“. გასულ წელს დუეინმა 8 თვე ციხეში გაატარა. ის პირველი რეპერია თუფაქის შემდეგ, რომლის ალბომმაც პირველი ადგილი დაიკავა მუსიკალურ ჩარტებში, სანამ ის პატიმრობაში იყო.
5. ბრაიან უილიამსი “Birdman” – $15 მილიონი
მთლიანი ბიუჯეტი – $110 მილიონი
“Cash Money Records“-ის დამფუძნებელი აგრძელებს ფულის შოვნას. მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა საკუთარი სტუდია
6. მარშალ ბრიუს მაზერს III “Eminem” – $14 მილიონი
მთლიანი ბიუჯეტი – $115 მილიონი
სხვა რეპერებისგან განსხვავებით, ემინემს არ ჰქონია ბევრი ტურნეები. გასულ წელს მან ძირითადი მოგება ალბომების გაყიდვით ნახა. მარშალმა ასევე მონაწილეობა მიიღო “Lipton Brisk“-ისა და “Chrysler“-ის რეკლამებში
7. ანდრე რომელ იანგი “Dr. Dre” – $14 მილიონი
მთლიანი ბიუჯეტი – $300 მილიონი
გასულ წელს მან გაყიდვაში ჩაუშვა ყურსასმენები – “Beats by Dr. Dre“, რომელიც მისი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა
8. კელვინ კორდოზარ ბროდუსი “Snoop Dogg” – $14 მილიონი
2011 წელს მისი ძირითადი შემოსავლის წყარო ტურნეები იყო. სნუპმა ასევე დიდი მოგება ნახა კეტი პერისთან ჩაწერილი დუეტით – “California Gurls”
9. ალიაუნი ბადარა ეიკონ ტიამი “Akon” – $13 მილიონი
სენეგალელმა მომღერალმა გასულ წელს ჩაატარა ტურნეები ავსტრალიასა და ზიმბამბვეში. ეიკონმა ასევე დიდი ფული იშოვა სიმღერით “I Just Had Sex“, რომელიც ჯგუფ “The Lonely Island”-თან ერთად ჩაწერა
10. კრისტოფერ ბრაიან ბრიჯისი “Ludacris” – $12 მილიონი
სიმღერის გარდა, კრისტოფერი ხეირს მსახიობობითაც ნახულობს. გასულ წელს მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: “Fast Five“, “No Strings Attached” და “New Year’s Eve”
მომდევნო ადგილები ასე გამოიყურება:
11. Wiz Khalifa – $11 მილიონი
12. Drake – $11 მილიონი
13. Pharrell Williams – $10 მილიონი
14. Timbaland – $7 მილიონი
15. Nicki Minaj – $6.5 მილიონი
16. Swizz Beatz – $6.5 მილიონი
17. 50 Cent – $6 მილიონი
18. Pitbull – $6 მილიონი
19. T-Pain – $5 მილიონი
20. B.o.B – $5 მილიონი