არქივი

სტენლი კუბრიკის საიდუმლო სიკვდილი

22a92f642509
სტენლი კუბრიკმა (1928 –1999) კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვალი დატოვა.

მისი ფილმები გამოირჩეოდნენ განსხვავებული ვიზუალური სტილით და გადაღების ტექნიკით.კუბრიკის ფილმებში თითოეულ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება.მას უმუშავია უამრავ ჟანრში: საშინელებათა,დრამა,ისტორიულ,სამეცნიერო-ფანტასტიკურში. მის თითოეულ ფილმს ახასიათებს ირონია,პესიმიზმი,ადამიანის ბოროტი მხარეების წარმოჩენა და სავსეა სურეალისტური და ექსპრესიონისტული ელემენტებით.
სტენლი კუბრიკი ჩემი თვალთახედვით პირველ ადგილზე დგას მსოფლიო რეჟისორებს შორის.მის ტექნიკებს ეხლაც იყენებენ ისეთი ცნობილი რეჯისორები, როგორებიც არიან კრისტოფერ ნოლანი,პოლ ტომას ანდერსონი,ვუდი ალენი,სტივენ სპილბერგი.ალბათ ვინც ჩახედულია თანამედროვე კინემატოგრაფიაში კარგად ეცნობა ეს სახელები.მე პირადად მისი რამდენიმე ფილმი მაქვს ნანახი და გამოვარჩევდი მექანიკურ ფორთოხალს (clockwork orange ) და ნათებას (Shining).კუბრიკის გენიალობას ადასტურებს ის ფაქტიც ,რომ imdb -ის ტოპ-250 -ში მისი 9 ფილმი შედის ,თან მოწინავე პოზიციებზე.

1. (8.60) – Paths of glory (1957)
2. (8.60) – Dr.strangelove 1964)
3. (8.50) – The Shining (1980)
4. (8.50) – A Clockwork Orange (1971)
5. (8.40) -2001 A Space Odyssey (1968)
6. (8.40) – Full Metal Jacket (1987)
7. (8.20) – The Killing (1956)
8. (8.10) – Barry Lyndon (1975)
9. (8.00) – Spartacus (1960)

05e389c0dc59

სტენლი კუბრიკის გარდაცვალება
1999 წლის 7 მარტს ,ფართოდ დახუჭული თვალების (Eyes Wide Shut) ბოლო მონტაჯიდან რამდენიმე დღეში ,სტენლი კუბრიკი ძილში გულის შეტევით გარდაიცვალა.ოჯახის
წევრებმა უარი თქვეს გარდაცვალების ზუსტი თარიღის დასახელებაზე.კუბრიკმა დატოვა უამრავი მესიჯი და გაფრთხილება კაცობრიობაში გაზრდილ ტირანიის და გაბატონებული ადამიანთა ჯგუფის შესახებ.მისი გარდაცვალება მაშინვე უამრავი კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა.ბევრმა მისი სიკვდილი ილუმინატებს დააბრალა.აღარ დავიწყებ ილუმინატების ფართო დახასიათებას.მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის საიდუმლო ორგანიზაცია ,რომელიც დამკვიდრდა 1776 წელს და სავარაუდოდ ეხლაც განაგებენ მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს.ისინი ცვლიან და გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე მათი ნებისდა მიხედვით.
რეალურად 21 საუკუნეში ძალიან რთულია მოკლა ადამიანი და რაიმე მტკიცებულება არ დატოვო.პოლიციამ კუბრიკის სხეულზე და ორგანიზმში მისი მოკვლის მცდელობის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა.თუმცა კუბრიკი არ ავადმყოფობდა და არც გული აწუხებდა.მის მეგობრებს თუ დაუჯერებთ ის წინა დღეებში მშვენივრად გრძნობდა თავს.გვაქვს ორი ვარიანტი:1 .სტენლის უცებ გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა 2 . 21 საუკუნეში,როგორც მტკიცებულების ,ასევე დანაშაულის დამალვაა ადვილი და სავსებით რეალურია კუბრიკი ისე მოეშორებინათ,რომ ვერავის გაეგო.მოდით უფრო ჩავუღრმავდეთ და გავარკვიოთ რა იყო ილუმინატების შურისძიების მიზეზი?

ფართოდ დახუჭული თვალები

99ca36207a2b

კრიტიკოსებმა და საზოგადოებამ სტენლი კუბრიკის ბოლო ფილმი ‘ფართოდ დახუჭული თვალები’ საკმაოდ უარყოფითად შეაფასა.ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ფილმის ნელი , უაზრო განვითარებით და იდიოტური დიალოგებით.თითქოს ფილმის უარყოფით რეცენზიებს უნდა დაეწყნარებინა საიდუმლო ორგანიზაციები.თუმცა ალბათ ეს კრიტიკაც ხელოვნური იყო და მოდიოდა მათ მიერ კონტროლირებადი მედიიდან.(ბევრის ვარაუდით ილუმინატები ამზადებენ საფუძველს ტოტალიტარული ტირანიის დასამყარებლად ).გულახდილი ვიქნები და გეტყვით ,რომ ამ ფილმმა ბავშვობაში ჩემზეც არ დატოვა დიდი შთაბეჭდილება.გადავწყვიტე თავიდან მეყურებინა და აღმოვაჩინე ბევრი ისეთი რამ,რასაც ჩემი თვალი ვერ ამჩნევდა.ფილმი დატვირთულია სიმბოლიზმის ელემენტებით, მასში ოკულტური და ილუმინატური სიმბოლოები მიზანმიმართულად არის გამოყენებული სატირულ კონტექსტში.ფილმი უამრავ თემატიკას ეხება დაწყებული ღალატიდან და კორუპციიდან დამთავრებული ძალაუფლების ურჩად გამოყენებით.კუბრიკი საიდუმლო ორგანიზაციებს ამხელს თაღლითობაში ,გონების კონტროლში,ხალხის დამონებაში.ფილმში აღწერილია საიდუმლო ორგანიზაციების შეხვედრები ,მათი ამბიცია ფინანსულ და პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში.აღარ დავწვრილმანდები და ვიდეოს შემოგთავაზებთ,სადაც ფილმში გამოყენებული ყველა სიმბოლიზმებია დახასიათებული.

დასასრული

ბევრს სასაცილოდ მოგეჩვენებათ,მაგრამ სტენლი გარდაიცვალა 1999 წლის 7 მარტს,ახალი წლიდან 66 დღის შემდეგ.ხოლო 7 მარტიდან 2001 წლის 1 იანვრამდე 666 დღეა დარჩენილი

111d50d8781f

იბადება კითხვები ილუმინატებთან დაკავშირებითაც -რატომ არ მოკლეს სტენლი გადაღების დაწყებამდე,თუ მისი მოშორება სურდათ?.ყველამ ვიცით ,რომ ფილმის ზოგადი სცენარი მიუწვდომელი არ იქნებოდა,მითუმეტეს ასეთი ორგანიზაციისთვის.ზოგი თავად კუბრიკს მიაკუთვნებს მათ რიგებს და ამტკიცებს, რომ სტენლი ამ მიზეზის გამო წარმოაჩენდა აე მკაფიოდ აზოგადოების მანკიერებებს.შეგვიძლია სტენლი ილუმინატების ან რაიმე სხვა ორგანიზაციის პროდუქტადაც ჩავთვალოთ,თუმცა კინემატოგრაფიამ უდიდესი რეჟისორი დაკარგა მისის სახით.მისი თითოეული ფილმი შედევრი გახლდათ.კუბრიკის მისტიური სიკვდილი იმაზე მიუთითებს,რომ
ის გენიოსი იყო.შემოგთავაზებთ მის რამდენიმე ფრაზას.

6a72d4b67e1d

The great nations have always acted like gangsters, and the small nations like prostitutes….
When a man cannot choose, he ceases to be a man…
A film is – or should be – more like music than like fiction. It should be a progression of moods and feelings. The theme, what’s behind the emotion, the meaning, all that comes later…

მსგავსი ამბები

Back to top button