კულტურა

30 სართულიანი შენობა 15 დღეში

8a69b7450b35

კომპანია “Broad Group”-ის მშენებლებმა კიდევ ახალი სამშენებლო რეკორდი მოხსნეს, როდესაც 30 სართულიანი სასტუმრო სულ რაღაც 15 დღეში ააშენეს.

4d39e29e83fe

ერთი წლის წინ მსოფლიო გაოგნებით უყურებდა ვიდეორგოლს “Youtube”-ზე , სადაც ჩინელმა მშენებლებმა 15 სართულიანი სასტუმრო “Ark Hotel”–ი ქალაქ ჩანშში 6 დღეზე ნაკლებ დროში ააშენეს. და ერთი წლის შემდეგაც კორპანია “Broad Group”-მა ისევ მოხსნა რეკორდი და 30 სართულიანი ცათამბჯენი თითქმის ორ კვირაში ააშენა.

cb536a352df6

იმ დროს როცა მთელი დასავლური სამყარო შობისთვის და ახალი წლისთვის ემზადებოდა, ჩინელი მშენებლები სწორედ მაშინ იწყებდნენ ამ პროექტის განხორციელებას და გეგმავდნენ მის 31 დეკემბერისთვის დასრულებას. თუმცა, მშენებლობის დაწყებამდე სერიოზული სამუშაოები ჩატარდა საძირკველის გასამაგრბლად და შეიქმა ამ შენობის აწყობისთვის საჭირო ელემენტები.

e67fb1e723c0

30 სართულიანი ცათამბჯენის დედაბოძად ფოლადის კარკასი იქნა გამოყენებული და სწორედ ამ კარკასს უმაგრდება შენობის სხვა დანარჩენი კონსტრუქციები. პანელებს , რომლებიც ფოლადის კარკასსზე მაგრდებოდნენ , უკვე ჩამონტაჟებული ჰქონდათ სასტუმროს ფუნქციონირებისთვის საჭირო კომუნიკაციები – მილები, ელექტრო გაყვანილობა, ვინტილაცია. ასე რომ მშენებლებს ამაზე დრო არ დაუკარქავთ.

9d064bd337fd

უფრო მეტიც 15 დღეში არა მხოლოდ შენობის კედლები აშენდა, არამედ ფუნქციონირებისთვის სრულიად გამზადებული სასტუმრო თავისი კომუნიკაციებით და ავეჯით ყველა ოთახში.

30 სართულიანი ცათამბჯენი 17 000 მ2 ფართობს მოიცავს. ყველაზე თანამედროვე ენერგოეკონომიის ტექნოლოგიების წყალობით კი ეს შენობა 5–ჯერ ნაკლებ რესურსებს მოიხმარს ვიდრე სხვა მისი ანალოგიური შენობები. ხოლო ჰაერი ამ შენობაში 20–ჯერ უფრო სუფთა იქნება ვიდრე სხვა ცათამბჯენებში. ამ ყველაფერს კი მაღალტექნოლოგიური დასუფთავების კომპიუტერიზირებული სისტემა გააკონტროლებს.

აგრეთვე ამ შენობის პლიუსად ისიც უნდა ჩაითვალოს რომ მას 9 ბალიანი მიწისძვრის გაძლებაც კი შეუძლია.

მსგავსი ამბები

Back to top button