გამოგონებაკრეატივისაკითხავი

უჩვეულო საწოლები

9302bbbe7dc3

ადამიანი თავისი სიცოცხლის 1/3 ძილში ატარებს. ნებისმიერ სახლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საძინებელი ოთახი. პოსტში წარმოდგენილია 15 ექსკლუზიური დიზაინის საოლი.

მაგნიტის მოცურავე საწოლი

ეს ფანტასტიური საწოლი შეიქმნა ჰოლანდიელი არქიტექტორის – Janjaap Ruijssenaars-ის მიერ. ამ პროექტზე ის დაახლოვებით 6 წელი მუშაობდა. მაგნიტის მოცურავე საწოლი შედგება უამრავი მაგნიტისგან, რომლებიც  საშუალებას აძლევევენ საწოლს გაუძლოს 900 კრილოგრამს. იმისათვის, რომ საწოლმა წონასწორობა არ დაკარგოს ქარის ან სხვადასხვა აქტიური მოძრაობების დროს, ის ფოლადის კაბელებით დამაგრებულია იატაკზე. საწოლის გარდა მან შეიძება შაესრულოს მაგიდის, ტახტის ან მოძრავი პავილიონის მოვალეობა. თეორიულად, მაგნიტური მცურავი საწოლი იყიდება, მაგრამ მისი ფასი 1.2 მილიონი ევროა, ასე რომ თუ მის შეძენას ადაწყვეტთ წინასწარ უნდა შეუკვეთოთ)

ჰამბურგერის საწოლი

4b6de990de50

ეს საწოლი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰამბურგერის მოყვარულთა შორის, ისინი აღფრთოვანებული არიან მისი დიზაინით. ამ  უჩვეულო საწოლს Facebook-ის გვერდზე 30000 გულშემატკივარი ჰყავს.

NapShell, კვერცხის ფორმის საწოლი

17b2f334c683

ამ Napshell -ის ფუტურისტული ქმნილების ნახვის მერე, თქვენ შეიძლება მიხვდეთ რომ თქვენი საწოლი სულაც არ არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ერგონომიული დიზაინი  მოსახერხებელი და კომფორტულია ზურგისა და ხერხემლისათვის. ხოლო მოსახერხებელი ფორმის და მაღალ ხარისხის ლეიბი იღებს ადამიანის სხეულის ფორმას. რაც შეეხება საწოლის ვიზუალურ და აკუსტიკურ ელემენტებს, ისინი საშვალებას აძლევენ ადამიანს მიიღოს სრული რელაქსაცია.

მოლეკულური საწოლი

688bc9165a6f

საწოლი შედგება 120 ბურთისაგან და დაფარულია ელასტიური ქსოვილით. უდაოა, რომ საწოლის შემქმნელებზე დიდი შთაბჭდილება იქონია  სამყაროს მოლეკულურმა სტრუქტურამ. თუ თქვენ ხართ შემოქმედებითი ადამიანი, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი იდეები, ვინაიდან საწოლი გაძლევთ საშვალებას მისცეთ მას სხვადასხვა ფორმა).

ზღაპრული საწოლი

28b899edfba5

ეს არის პატარა პრინცესების ახდენილი ოცნება. საწოლი არის მთლიანად ხელნაკეთი და სრულდება ინგლისში, მხოლოდ შეკვეთით. მისი ფასი დაახლოვებით  47 000 $.

კოსმოსური საწოლი

20f4398627dc

ეს გახლავთ ფრანგული ვერსია კვერცხის მსგავსი საწოლისა. ფეხით შეგიძლიათ ჩართოთ DVD. პროექტის ავტორები, სულ რაღაც  60 000 $ ))), გვპირდებიან სრულ რელაქსაციას და არნახულ შეგრძნებებს.

“ანტიტერორისტული”საწოლი

92bff0e70667

ეს საწოლი  ჰერმეტულად იკეტება, და იცავს მის მფლობელს არამარტო ბიოქიმიური ტერორისტული აქტებიგან, არამედ სტიქიური უბედურებისგან, მძარცველებისგან, და უზრუნველყოფს ტყვიაგაუმტარი დაცვის “Saferoom”. თავდასხმის შემთხვევაში, თქვენ იკეტებით საწოლში და იძახებთ  პოლიცია. გაინტერესებტ რა არის ასეთი დაცვის ფასი? 160 000 აშშ დოლარი.

პირადი ღუბელი, მოქანავე საწოლი 

700ecaa95eee

ორიგინალური დიზაინის მქონე ეს საწოლი, შექმნილია მანუელ კლერკის მიერ. ჩემი აზრით, ეს არის თანამედროვე აკვანი ) საწოლის ფასი დამოკიდებულია მის ზომაზე, საშუალოდ ის  6 800$ ღირს.

საწოლი- ტრანსფორმერი

6b3f666ae54c

ტრანსფორმერი– ელეგანტური თანამედროვე საწოლი შეიქმნა იტალიელებისთვის, მისი დიზაინი გვიდო როსატის ეკუთვნის. ეს ინოვაციური საწოლი, საჭიროებისამებრ შეიძლება ტახტათ დაგაკეთდეს.

კომპიუტერული საწოლი

6ffd60551b3c

ეს საწოლი შესაძლებლობას აძლევს მის მფლობელს, რომ მან თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს სივრცე საწოლის ქვეშ. საწოლს შეიძლება მიეცეს ასევე კომპიუტერის მაგიდის ფორმას. საწოლიც და მაგიდაც ოთახში ძალიან პატარა ფართს იკვავებენ. დიზაინი ეკუთვნის ევროპელი არქიტექტორის ვაჟს -ლინო ფრანჩესკოს. საწოლის მინიმალური ფასი – 3650$.

მომღერალი საწოლი

b283c694f6b1

ეს არის უზარმაზარი  საწოლი, რომელიც შედგება 12 ხმის გამომცემი არხისგან. ვიზუალურად ის ჰგავს ხის ავზს, მაგრამ თვითონ საწოლში კი დამონტაჯებულია საკმაო რაოდენობის აკუსტიკური ინსტრუმენტები. ასე რომ ხმა, რომელსაც ისინი გამოსცემენ ადვილად გადაფარავს ბოლო ხმაზე აწეულ  სახლის კინოთეატრის ხმას. საწოლის ფუნქციონირებისთვის საჭიროა 220 ვოლტი და თქვენი სხეულის ყოველ მილიმეტრს მუსიკის ჰანგები მოიცავს.

საწოლი RELAX ( ზღვის ჭურვი)

b9833cf1fa6d

საწოლი აღჭურვილია ხმის თერაპიით, რომელიც დაგიცავთ ხმაურისაგან და  თავს იგრძნობთ ისე თითქოს ოკეანის ნაპირზე ისვენებთ.

საწოლი ჭერზე

0006cdd9181f

ეს არის ძალიან კომფორტული მოდელი და ამასთანავე ოთახში იკავებს ძალიან პატარა ადგილს, სულ რაღაც 4 კვ.მ.. დღისით საწოლი იკეცება და ჭერზე იწევა, ხოლო ღამით ისევ იბრუნებს თავის ფუნქციას.

დაკიდული საწოლი

db6fce6eb180

ეს მოდელი შექმნა იტალიელმა დიზაინერმა ანდრეა ლუკეტელლომ. ფაქტიურად საწოლი არ ჰკიდია, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს ცურავს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close