საკითხავისურათებიუცნაური

30 წლის ბრაზილიელი მარი, რომელიც 9 თვის ბავშვს ჰგავს!!!

1aa8b8691dc2
ეს “ბავშვი”, იმაზე უფროსია ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. მარი ოდეჩ დუ ნასიმენტუს (Maria Audete do Nascimento) დაიბადა 1981 წლის 7 მაისს. გონებრივი და ფიზიკური განვითარება 30 წლის ქალიშვილს გაუჩერდა, როცა ის გახდა 9 თვის.

7067ba4551d8

მარია ცხოვრობს ბრაზილიაში, შტატ სიერას ერთერთ მიყრუებულ სოფელში, მამასთან რეიმონდთან (Raymond)  და დედინაცვალ დორასთან (Dora) ერთად ნახევრად დანგრეულ სახლში. ოჯახი ძალიან გაჭირვებულია და არ შეუზლიათ გოგონას გამოსაკვლევად საჭირო თანხის მოგროვება.

495275557b2b

დორამ მარის მოვლა დაიწყო 12 წლის წინ, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა გოგონას დედა. დორა არნიშნავს, რომ მისი ქალიშვილი არის ღვთის საჩუქარი. “მე ვიცი. რომ მას მე მუდამ ვეყვარები და არასოდეს მიმატოვებს”, ამბობს ის.

2b3155b7f5b3

მარი გონებრივად და ფიზიკურად 9 თვის ბავშვის დონეზეა შეჩერებული, რის გამოც მას არ შეუძილია არც ლაპარაკი, არც სიარული.

2009 წელს მარის ჩაუტარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევა უნივერსტეტ სეარის სამედიცინო ფაკულტეტის სპეციალისტების მიერ. გოგონას დაუსვეს დიაგნოზი – ჰიპოტირეოზი- ფარისებრი ჯირყვლების ჰორმონების ნაკლებობა.

9c96fded226e

“ჰიპოტირეოზის დროულად გამოვლენისას და საჭირო სპეციალისტების ჩარევის შემდეგ, ბავშვმა შეიძლება გააგრძელოს ფიზიკურად და გონებრივად ნორმალური განვითარება. თუმცა, მარის მშობლებმა ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ განაცხადეს მხოლოდ 28 წლის შემდეგ მაშინ, როცა  ცვლილებები, როგორც გონებრივი ასევე ფიზიკური,  შეუქცევადი გახდა “, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც მონაწილეობდა გოგონას გამოკვლევაში 2009 წელს.

5cfaec129faa

სამედიცინო ფაკულტეტის სპეციალისტებმა  თავის თავზე აიღო მარის მკურნალობა. ექიმების პროგნოზით, გოგონას მხოლოდ ფიზიკურად განვითარება შეუძლია ( ისწავლოს სიარული, თავისით ჭამოს და დაიბანოს, და ა.შ.).

“ჩვენ არ ველით საოცრებას, მაგრამ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მარიმ შეძლოს დამოუკიდებლად მოუაროს თავო თავს და ასევე ისწავლოს რამდენიმე სიტყვა”, – განაცხადა ექიმმა მარსელ ფარისტომ (Marcel Faristo).

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close