საკითხავისასარგებლო

არქიპელაგი სოქოტრა (Socotra) – იემენის მარგალიტი

a8c1a9a5d387
სოქოტრა გახლავთ პატარა არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში,  რომლის შემადგენლობაშიც არის4 კუნძული.  ერთ-ერთ ამ 4 კუნძულთაგანს არქიპელაგის სახელი – სოქოტრა ჰქვია. იგი შედის იემენის რესპუბლიკის შემადგენლობაში და 2008 წელს აღიარებული იქნა მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად, თუ რატომ ამას პოსტის გაგრძელებაში შეიტყობთ…

კუნძულის სახელი სოქოტრა სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც ბედნიერების კუნძული. სოქოტრა სრულიად ამართლებს თვის სახელს, ვინაიდან აქ იკვეთება კონტრასტი ბრწყინვალე ბოტანიკურ უნიკალურობასა და მშვიდ, იზოლირებულ, უკიდეგანო პლაჟებს შორის.

 

37b168fd84ba

კუნძული სოქოტრა, პირველ რიგში, გამოირჩევა მისი ლანდშაფტით. ერთი შეხედვით შეიძლება შეგექმნათ წარმოდგენა, რომ ეს არის  დეკორაცია კინოფილმისა რომელიგაც არაამქვეყნიური ცივილიზაციის შესახებ. ამასთანავე კუნძული არის ყველაზე იზოლირებლი ადგილი პლანეტაზე.  თავისი უნიკალური ბუნების გამო სოქოტრა იზიდავს არამარტო მეცნიერებსა და ნატურალისტებს, არამედ ის დიდი პოლულარობით სარგებლობს წყნარი და ეკოლოგირი ტურიზმის მოყვარულთა შორის.

ოდესღაც სოქოტრის კუნძულები აფრიკისა და არაბეთის ნახევარკუნძულების ნაწილს წარმოადგენდნენ. იზოლაციის ხინგრძლივი პერიოდი, რომელიც დაახლოებით გრძელდებოდა 20 მილიონ წელს, გახდა სტიმული ფლორისა და ფაუნის ახალი სახეობების ევოლუციისა.

ხმელეთის ყველა მოლუსკი, 90% რეპტილიების და მცენარეთა ერთი მესამედი ენდემია, და არსებობენ მხოლოდ ამ არქიპელაგზე.

კუნძულზე შეხვდებით ფლორისა და ფაუნის (დაახლოებით 700) ძალიან იშვიათ სახეობებას, ამიტომაც არც თუ უმიზეზოდ სოქოტრას იხსენიებენ, როგორც ფლორისა და ფაუნის საგანძურს.

დავიწყოთ dracena cinnibaris-ით — ხე, რომლის სახელია დრაკონის სისხლი. ამ ხის ფისს იყენებენ ლაქსაღებავების წარმოებაში და ასევე მედიცინაშიც. dracena cinnibari-ს ტოტები იშლებიან ცისკენ, ქვემოდან კი ტოვებენ მფრინავი თეფშების შთაბეჭდილებას, ხოლო ზემოდან მათ აქვთ დიდი სოკოს ფორმა.

e8a27beac458

კიდევ ერთი ღირსშესანიშავი წარმომადგენელი არქიპელაგის ბუნებისა არის – უდაბნოს ვარდი  (adenium obesium) — მცენარე, რომელიც სპილოს აყვავილებულ ფეხს ჰგავს. )))

f38347149e44

 

Dorstenia Giga — ამ მცენარეს საერთოდაც არ სჭირდება ნიადაგი, იგი ხრიოკ ქვიან ადგილასაც მშვენივრად ხარობს.

57599f55cd3d

ასევე კუნძულის უნიკალურ მცენარეებს შორის გახლავთ -უჩვეულო და იშვიათი კიტრის ხე (dendrosicyos socotranum).

7d45da2f15f5

 

 

არაჩვეულებრივი ლანდშაფტის გამო, კუძული მსოფლიოში აღიარებულია უნიკალურ ადგილად.  ვფიქრობ, საკმარისია სოქოტრას  სურათების დათვალიერება იმისთვის, რომ დარწმუნდეთ –  ასეთ ფლორასა და ფაუნას ვერსად ვერ ნახავთ.

 

 

თეგები
Back to top button
Close
Close