გართობა

2011 წლის უკანასკნელი რეკორდები

084eee319700
წარმოგიდგენთ 2011 წლის უკანასკნელ რეკორდებს.

1.რეკორდი საჯდომით კაკლის ტეხვაში
გინესის რეკორდების წიგნი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ახლა რეკორდების წიგნის ფურცლებზე საჯდომით კაკლის მტეხავი მამაკაცი მოხვდა. მან 1 წუთში საჯდომით 43 კაკალი გატეხა.

2.მამაკაცმა 231 ტრუსი ჩაიცვა
“გინესის რეკორდების სატელევიზიო შოუს” იაპონური ვერსია არა მარტო იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, რადგან მაყურებელი მხოლოდ იაპონურ :რეკორდების შოუში” თუ ნახავს ისეთ არაორდინალურსა და უცნაურ რეკორდებს, როგორიცაა ყველაზე მერტი ტრუსის ჩაცმა ან რეკორდი საჯდომით კაკლის ტეხვაში.

3. ქალი 52 პლასტიკური ოპერაციით
55წლის ამერიკელმა სინდი ჯექსონმა, ცხოვრების მანძილზე 52 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რითაც გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა.
სინდი ოჰაიოს შტატში დაიბდა და ამჟამად დიდ ბრიტანეთში სილამაზის კლინიკაში კონსულტანტად მუშაობს. პლატიკური ოპერაციების წყალობით, მან უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა და წიგნი სახელწოდებით “ცოცხალი ბარბი” გამოუშვა.
სინდიმ ფეხებსა და მუცლის არეში რამდენიმე ლიპოსაქცია, ქუთუთოებისა და ცხვირის პლატიკა, სახის კანის დაჭიმვის 5 პროცედურა და ბოტოქსის მრავალი ინექცია გაიკეთა.
ასაკს მხოლოდ მისი ხელები გასცემდნენ, მაგრამ სინდიმ ესთეტიკური ქირურგიის წყალობით, ეს პრობლემა გადაჭრა. მას ხელებში სპეციალური სითხე გაუკეთეს, რომელიც კოლაგენების გამომუშავებას უწყობს ხელს.
სინდი ჯონსონმა პირველი პლასტიკური ოპერაცია 1970წელს გაიკეთა. მამის გარდაცვალების შემდეგ მას საკმაო ფული დარჩა, რომელიც საკუთარის სხეულის სრულყოფას მოახმარა.

4. 46 საათიანი კოცნა
ტაილანდში კოცნაში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა.
წყვილის კოცნა 46 საათს, 24 წუთსა და 9 წამს გაგრძელდა.
აღნიშნულ კონკურსში 14 წყვილი მონაწილეობდა, რომელთაგან 7 გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება. მათი კოცნის ხანგრძლივობა 32 საათს გაგრძელდა.
გამარჯვებულებმა 1600 დოლარის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი და 3200 დოლარის ოდენობის ფულადი პრიზი მიიღეს.

წყარო: palitratv.ge

მსგავსი ამბები

Back to top button