უცნაური

ლეგენდარული “მფრინავი ჰოლანდიელი”

5f61d3938a51
მფრინავი ჰოლანდიელი(ჰოლანდ. De Vliegende Hollander, ინგლ. The Flying Dutchman) – ლეგენდარული აფრიანი ხომალდი-მოჩვენება, რომელსაც არ შეეძლო სანაპიროზე გაჩერება და სამუდამოდ ზღვაში უნდა ეცურა. ლეგენდის მიხედვით როდესაც ”მფრინავი ჰოლანდიელი” სხვა გემს შეეჩეხება, მისი ეკიპაჟი ცდილობს შეტყობინება გაუგზავნოს იმ ხალხს მიწაზე, ვინც უკვე დიდი ხანია მოკვდა. ”მფრინავ ჰოლანდიელთან” შეხვედრას მეზღვაურები ცუდ ნიშნად თვლიდნენ და უფრთხოდნენ.
ლეგენდის მიხედვით ჰოლანდიელი კაპიტანი ფილიპ ვან დერ დეკენი, 1641 წელს დაბრუნდა ოსტ-ინდოეთიდან და გემზე ახალგაზრდა წყვილი აიყვანა. კაპიტანს მოეწონა ქალიშვილი, მოკლა მისი საქმრო და შესთავაზა მისი ცოლი გამხდარიყო, მაგრამ გოგონა ზღვაში გადაეშვა. კეთილი იმედის კონცხის შემოვლის დროს გემი საშინელ შტორმში მოხვდა. მეზღვაურები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ხოლო შტურმანი მათი მოთხოვნით ცდილობდა გემი სანაპიროზე გაეყვანა, სანამ შტორმი არ დაცხრებოდა, მაგრამ

7zqb6

კაპიტანმა ესროლა შტურმანს, დახოცა რამდენიმე უკმაყოფილო მეზღვაური და დაიფიცა, რომ ეკიპაჟის არცერთი წევრი არ გადავიდოდა სანაპიროზე, სანამ კონცხს არ შემოუვლიდნენ, თუნდაც ეს სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ამით ვან დერ დეკენმა(ზოგიერთ ვერსიაში ვან სტრაატენი), ღვთისმგმობმა და ურწმუნომ, თავს საშინელი წყევლა დაიტეხა. ახლა ის, ძლიერი და უკვდავი, მაგრამ ნაპირზე გადასვლის შესაძლებლობას მოკლებული, იძულებული იყო მსოფლიო ოკეანის ტალღებში მეორედ მოსვლამდე ეცურა. კაპიტანს ჰქონდა შანსი, რომ ათ წელიწადში ერთხელ, ერთ დღეს გადასულიყო ნაპირზე და ეცადა ეპოვა ისეთი ქალი, ვინც მის ცოლობაზე დასთანხმდებოდა, მხოლოდ ასე შეიძლებოდა მისი ხსნა მოვლენილი წყევლისგან.
”მფრინავი ჰოლანდიელს” წერილობით დოკუმენტებში პირველად 1795 წელს მოიხსენიებს ირლანდიელი ჯორჯ ბერინგტონი ”მგზავრობაში ბოტანიკის ყურისკენ”(A Voyage to Botany Bay).
არსებობს ამ ლეგენდის სხვა ვერსიებიც. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით კაპიტანმა ვან დერ დეკენმა დაიფიცა, რომ ეშმაკს სულს მიჰყიდიდა, თუ კეთილი იმედის კონცხს უსაფრთხოდ შემოუვლიდა და მისი გემი კლდეებს არ შეემსხვრეოდა. თხოვნა შეუსრულდა, თუმცა, სამაგიეროდ სამუდამოდ ზღვაში ცურვამ და ტანჯვამ მოუწია.

ruvbh

ერთი ვერსიის მიხედვით კაპიტან ვან სტრაატენის გემი ჰორნის კონცხთან საშინელ შტორმში მოჰყვა. მეზღვაურები აჯანყდნენ და შტურმანს მოსთხოვეს გემი შტორმიდან გამოეყვანა, მაგრამ ვან სტრაატენი განრისხდა, საპასუხოდ ღვთის გმობა დაიწყო და დაიფიცა, რომ მაინც ეცდება ჰორნის კონცხის შემოვლას, თუნდაც ეს სამუდამოდ გაგრძელდეს მეორედ მოსვლამდე. ასეთ ღვთისგმობაზე პასუხად მან გაიგონა საშინელი ხმა ციდან: ”დაე იყოს ასე – იცურე”.

http://samxedro-istoria.blogspot.com/

ნიკა ხოფერია

Back to top button