გართობაკულტურა

საუკეთესო ეკრანიზაცია როკ-ვარსკვლავებისა. (ნაწილი I)

ucnauri.com

ბავშობაში ალბათ, ყველა ვოცნებობდით/ვოცნებობთ როკ-ვარსკვლავობაზე, ხოლო როკ-ვარსკლავები, როგორც ჩანს კინოს სამყაროში თავის დამკვიდრებაზე ოცნებობდნენ. ზოგიერთმა როკერმა, უარი თქვა ფილმში მონაწილეობაზე მათი გრაფიკის გამო, დანარჩენებმა კი მოსინჯეს ძალები კინოში და სხვათაშორის არც თუ ისე ცუდად გამოუვიდათ. არსებობს უამრავი შესაძლო ვარიანტი ამოსარჩევად, აქ კი შემოთავაზებულია ყველაზე ცნობილი როკერების ეკრანიზაცია.

ჯარედ ლეტო – Requiem for a dream.

ucnauri.com

ჯარედ ლეტო ცნობლი როკ მუსიკოსი ფილმებში მონაწილეობის შემდეგ გახდა, თუმცა იგი ყოველთვის იყო მუსიკალური ბიჭი, ამიტომ ჩვენ ჩამონათვალსაც ავსებს. მან ახლახან მიიღო 62 ფუნტი მარკ დეივიდ ჩეპმანის როლის შესრულებისთვის ფილმში “Chapter 27”-ში და შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, თუმცა მისი საუკეთესო როლი “Requiem for a dream”-ში განსახიერებული ნარკომანი ბიჭი ითვლება, რომელიც წამლებზე ძლიერი დამოკიდებულების გამო კარგავს ყველაფერს, რაც კი გააჩნია. საბოლოოდ კი გამოსწორების გზაზე დგება.

სხვა ფილმები : Prefontaine, Panic Room, Chapter 27, Alexander, Requiem for a dream.

კორტნი ლავი – The People vs. Larry Flynt

ucnauri.com

ალბათ, ყველა ჩვენგანს უნახავს კორტნი ლავის უხეში, დამცინავი და შეურაცმყოფელი გამოსვლები, რომელიც შესაძლოა არამხოლოდ ნარკოტიკების ყოველდღიური მოხმარების და ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების, არამედ მისი ხასიათის ბრალი იყოს. აკრძალული პრეპარატების მიღების შედეგად კორტნიმ სპიდი “აიკიდა” და შემდეგ “ჭკუიდან შეიშალა”, სანამ საკუთარი სახლი არ ჩაძირა. ის იყო კარგი არჩევანი როლისთვის, რადგან ის – კორტნი ლავია, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო ინტიმური მომენტი მასსა და ლარის (ვუდი ჰარელსონის) შორის. ამის შედეგად კორტნი ლავი ოქროს გლობუსის ნომინაციაში მოხვდა.

სხვა ფილმები: Sid and Nancy, Basquiat, 200 Cigarettes, Trapped

ჯეი ჰოკინსი – Mystery Train

ucnauri.com

მის ყველაზე ცნობილ სიმღერას “I put a spell for you” – ჰქვია. ჯეიმ ეს სიტყვები მისი მოღვაწეობით, კინოშიც და მუსიკაშიც, შესაშური სიმტკიცით დაადასტურა. მისი საუკეთესო როლი ღამის ჰოტელის მენეჯერი, ფილმში “Mystery Train” იყო. ჯეი იყო მშვიდი, უცნაური და ორიგინალური, რაც მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს საუცხოო ელფერს მატებდა. მუსიკოსმა კინომატოგრაფიაში მსახიობის ახალი სტილი დანერგამ, რომელსაც მასსავით ვერავინ ართმევს თავს.

სხვა ფილმები : Perdita Durango, Peut-être, A Rage in Harlem

დევიდ ბოუი – Labyrinth

ucnauri.com

დევიდ ბოუი არის მუსიკის ლეგენდა. ჯიმ ჰენსენი არის “The muppets”-ის ლეგენდა. ამ ორი ლეგენდარული ადამიანის ერთად ხილვა იყო გასაოცარი სანახაობა. ფილმში ის იყო სააცილო, მაგრამ სახიფათო. ფილმში შესრულებული მისი მოხერხებული მოძრაობები და პარიკი იყო მისი ხასიათის ნაწილი. არ ვიცი, მოგწონთ თუ არა იგი, მაგრამ არასოდეს გამიგია ვინმესგან მის შესრულებაზე უარყოფითი შეფასება.

სხვა ფილმები : The Prestige, The Last Temptation of Christ, August

ჯონ მელენკამპი – Falling from Grace

ucnauri.com

ჯონ მელენკამპის ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ არ აქვს ბევრი როლი შესრულებული. ჯონის ნიჭი მის მიერ შესრულბულ სულ რამოდენიმე ფილმშიც კარგად ვლინდება. მისი საუკეთესო როლი “Falling from Grace”-ში შესრულებული როლია. იგი შესანიშნავია მუსიკალური როლებისთვის.

სხვა ფილმები: After Image, Lone Star State of Mind

Trailer provided by Video Detective

ბობ დილანი – Hearts of Fire

ucnauri.com

ეს არის ცუდი და უხარისხო ფილმი. დილანისთვის ამ ფილმში მონაწილეობა, იყო იმის დასტური, თუ რაოდენ კარგი იყო იგი. ის იყო თავაზიანი და პატიოსანი, როგორც მარტოხელა როკ-ვარსკვლავს შეშვენის. მან მონაწილეობა მიიღო კარგ სცენებში და საკმაოდ მომხიბვლელი იყო. არავინ ამბობს, რომ ბობ დილანი ძალიან კარგი მსახიობია და იგი ამ საქმისთვისაა დაბადებული, მაგრამ მის მიერ შესრულებულ როლს აქვს საკუთარი შარმი, რომელიც მაყურებელს იძულებულ სიმპატიებს აღუძრავს.

სხვა ფილმები : Renaldo and Clara, Masked and Anonymous

წყარო : http://www.screenjunkies.com/movies/movie-news/10-best-rock-star-film-performances/

Salo Sano
100003002029704.752.1467408229
Create your badge

მსგავსი ამბები

Back to top button