გართობაუცნაური

უცნაური საჭმელები

742eb71fb0a3
მოკლედ ნოსტალგია მომეძალა უცნაურზე პოსტების წერის და ამ პოსტ მოშიებულ გულზე გთავაზობთ მადისაღმძვრელ და პირის ჩასაკოკლოზინებელ რამე-რუმეებს :dabneuli:

პირველ რიგში არ გამკიცხოთ დაკარგვის, გადაკარგვისა თუ პასიურობის გამო, რას იზამ სწავლა სიბერემდეო, ხოდა ე სიბერეს რომ მივაღწევ, მერე უფრო ბევრ პოსტსაც შემოგთავაზებთ :(

აქ კი თქვენს თვალთა მზერა დატკბება უცნაური და ზოგისთვის მუცლის ამაღრუცუნებელი საჭმლის ამჯერად მხოლოდ სურათებით : ))

9642054cba18
Escamoles – ეს არის ჭიანჭველების ლარვები. ეს ჭიანჭველები უბრალო არ გეგონოთ, ლიომეტოპუმის გვარიდან არიან, (ალბათ ჭიანჭველებში ლიომეტოპუმი ის პონტია რაც ჩვენთან ბაგრატიონი :D ), და იკვებებიან აგავის ფესვებით მექსიკაში.
მექსიკურ სამზარეულოში მას დელიკატესადაც მიიჩნევენ და ხანდახან ,,მწერ ხიზილალასაც” ეძახიან (მოფერებით). ჭიანჭველას კვერცხის შეგროვების პროცესი საკმაოდ შრომატევადია. კაცმა უნდა ამოთხაროს (კაცმათქო, ქალმა არა :evil: ) 2 ფეხის სიღრმეზე ორმო რომ მიაღწიოს მათ ბუდეს. ერთი ადამიანი ყვება: მე ვნახე რამდენიმე მონადირე, ერთი კაცი შეიარაღებული იყო ცოცხით და ხვეტდა ჭიანჭველების კვერცხებს, ვიდრე დანარჩენები თხრიდნენ მიწას. ეს მიწის მთხრელები კი ტანზე გაპოხილი იყვნენ ღორის ქონით, რათა ჭიანჭველებს არ ეკბინათ მათთვის. ცნობილია, რომ ჭიანჭველას კბენა საკმაოდ მწარეა, ასე რომ მათი კვერცხის შეგროვება შეიძლება ერთ-ერთ ექსტრემალურ სამუშაოდაც ჩავთვალოთ.4aedeef8aeb3
ლუტეფისკი – ეს გახლავთ ტრადიციული სკანდინავიური საჭმელი, რომელიც მზადდება გამოყვანილი ან დამარილებული,სოდის თუთქიანი თევზისგან (ეს სოდის თუთქი რაღა ჯანდაბაა?!). მომზადებისა და ჭამის შემდგომ მნიშვნელოვანია ლუტეფისკის გაწმენდა, ასევე იმ ჭურჭლისა და თეფშების გარეცხვა სადაც საჭმელი იდო, თორემ შესაძლოა მიეკროს და ვეღარ მოვაცილოთ. ლუტეფისკი სუფრაზე ჩვეულებრივ შეგვიძლია მივიტანოთ რამდენიმე ინგრედიენტთან ერთად, მაგალითად ბეკონთან, მწვანე მუხუდოსთან, კარტოფილთან, საწებელთან, მოხარშულ თალგამურასთან, თეთრი საწებელით, დამდნარი ან ჩვეულებრივი კარაქით.47b90fd1485a
Surstromming – ეს არის დაკონსერვებული თევზი, რის გამოც ხშირად მიირთმევენ გარეთ, მაგრამ ვეჭვობ უფრო მისი მყრალი სუნის გამო .:(
ეს კერძი, თუ რა შეიძლება ვუწოდო არ ვიცი, შეიცავს ჰალოანაერობიუმის ბაქტერიას, ეს ბაქტერია კი აწარმოებს ნახშირბადის დიოქსიდს და კიდევ მთელ რიგ კომპონენტს, რომელიც წარმოშობს განსაკუთრებულ სუნს. (განსაკუთრებულში კარგი სუნი არ იგულისხმება :( )
ჩვეულებრივ ბუტერბროდები მზადდება Surstromming-სგან და კიდევ სხვა ინგრედიენტებისგან.e2cd27f012b3
კუმისი – როგორც ვიცით სასმელია, მაგრამ თავისი შემადგენლობისა და გემოს წყალობით მაინც ამშვენებს ამ პოსტს. კუმისი მზადდება დედალი ცხენის ფერმენტირებული რძისგან, იმიტომ რომ ფაშატის რძე უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე თხის ან ძროხის.
კუმისი მზადდება რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში და ჩვეულებრივ მომზადების პროცესში მას დღვებენ ხოლმე (როგორც კარაქს ამზადებენ დაახლოებით ისე). ფერმენტაციის დროს ლაქტობაცილის ბაქტერია ამჟავებს რძეს, აფუებს და აქცევს მას გაზირებულ და დაბალალკოჰოლურ სასმელად – ანუ გამოდის ცხენის ,,შუშხუნა” რძე. ცნობილია, რომ კუმისი გამოიყენება საფაღარათო საშუალებად.af0f371748ce
საუკუნის კვერცხი – ეს არის ჩინური სამზარეულოს ინგრედიენტი, რომელიც მზადდება იხვის, ქათმის ამ მწყრის კვერცხისგან, ოღონდ მომზადების პროცესში ეს კვერცხი უნდა ინახებოდეს თიხის, მარილის, ფერფლის, კირის და ბრინჯის ნარევთან ერთად ნამჯაში რამდენიმე კვირა ან თვე (გააჩნია პროცესის მეთოდს). პროცესის დამთავრების შემდეგ კვერცხის გულს ექნება მუქი მწვანე ფერი, გოგირდისა და ამიაკის მძაფრი სუნი. ის ყოფილი თეთრი ცილა კი იქცევა ყავისფრად და ამ ყველაფრის შემდეგ ,,საუკუნის კვერცხი” უკვე მზადაა გამოსაყენებლად, შეგიძლიათ პირჯვრის გადაწერისა და ანდერძის შედგენის შემდგომ მშვიდად მიირთვათ როგორც ცალკე, ასევე გამოიყენოთ ინგრედიენთად სხვადასხვა კერძებში.

464ea2daa7d5
ადამიანის პლაცენტა – ამას ნამდვილად ჭამენ, თანაც ასეთ ხალხს თავიანთი სახელწოდებც ჰქონიათ, მათ პლაცენტოგრაფები ეწოდებათ. ძირითადად პლაცენტოგრაფები არიან ამერიკაში, ევროპაში, მექსიკაში, ჰავაიზე, ჩინეთსა და ისლანდიაში. ამ ხალხს ჯერა, რომ პლაცენტის ჭამა ხელს უშლის ბავშვის დაბადების შემდგომ გამოწვეულ დეპრესიას (ეგეთი დეპრესიაც არსებობს თუ არ იცოდით) და ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ სხვა სირთულეებს.
მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც პლაცენტას რაღაც მიზეზით კი არ ჭამენ, არამედ უბრალოდ აპროტესტებენ იმას, რომ ვითომდა ადამიანის ხორცის ჭამა არ შეიძლება. პლაცენტა ადამიანის ორგანული ნაწილია და ზემოთ მოყვანილი ფაქტი ალბათ უფრო კანიბალიზმში გადის. არსებობს პლაცენტის კოქტეილიც კი, რომლის რეცეპტის მოძიება თურმე სირთულეს სულაც არ წარმოადგენს: 1/4 ფინჯანი დაბეჟილი, უმი პლაცენტა, 8 უნცია წვენი, 2 ყინულის კუბიკი, 1/2 ფინჯანი სტაფილო, გათქვიფეთ 10 წამის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე ბლენდერში და მიირთვით :armjera:

e327ea37a29f
raw blood soup – ეს არის სისხლის სუფი, რომელიც მზადდება იხვის ან ბატის (ხანდახან ღორის) სუფთა სისხლით, ზევიდან აყრიან ხოლმე არაქისს და ბალახეულს. როგორც ამის კაი მსმელი და ,,ჩამრტყმელი” ადამიანები ამბობენ ეს ტიპიური, პროტეინებით მდიდარი საუზმეა ჩრდილოეთ ვიეტნამში. მაგრამ ამასთანავე საკმაოდ საშიშია მოდებული ფრინველის გრიპის გამო. საუზმე საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, ცივ სისხლს შედებენ პირდაპირ მაცივარში და რაღაც დროის შემდეგ მიირთმევენ, ამბობენ, რომ აქვს ლითონის უცნაური გემო.

6675bcb31f64
მორიელების სუფი – ეს შესაძლოს საშიში საჭმელიც აღმოჩნდეს თქვენთვის, როგორც ეს ჩინელ ვინგ ლის დაემართა, როცა მან უეცრად აღმოაჩინა, რომ მუხანათმა 2-3-მა მორიელმა დანესტრა. (რანაირად გადარჩნენ მოხარშული მორიელები და საიდან ჰქონდათ კბენის თავი ამას გამოიძიებენ ალბათ ჩინელი მზარეულები). მორიელებს ძირითადად ჩინეთში ჭამენ, მორიელი მთლიანად იჭმება გარდა მისი კუდის ნაწილისა, სადაც შხამი აქვს, თუმცა ზოგიერთი კერძის რეცეპტი გვიცხადებს, რომ საჭმლის მომზადების დროს ეს შხამი უვნებელი ხდება.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button