გართობა

Bellagio Fountains (Las Vegas)

Image Hosted by ImageShack.us

ბელაჯიოს ფანტანები, რომელიც ლას ვეგასში (ა.შ.შ), მდებარეობს, არის ფანტანთა კრებული, რომელიც მოცეკვავე ფანტანთა რიცხვს ეკუთვნის და მუსიკის და სხვა და სხვა ფერის განატებების წყალობით, საოცარ წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს. ფანტანის წარმოდგენის ყურება შესაძლებელია, როგორც ბელაჯიოდან, ასევე სხვა და სხვა ქალაქის წერტილებიდან, ქუჩებიდან და მიმდებარე შენობებიდან. ფანტანის შოუების ყურება ტურისტებსა თუ ადგილობრივებს შეუძლიათ შუადღისას და საღამოს ყოველ ნახევარ საათში, და ყოველ თხუთმეტ წუთში საღამოს რვა საათის შემდეგ.  ფანტანი მდებარეობს 9 აკრი სიდიდის ტბაში, რომელიც ადამიანის მიერ არის შექმნილი.  ფანტანის შოუები აწყობილია, რამდენიმე მუსიკაზე. ესენი არის: “Fly Me To The Moon” ფრენკ სინატრას შესრულებით, “Time to Say Goodbye” ანდრეა ბოჩენილს და სარა ბრაიტმანის შესრულებით ასევე,  ”My Heart Will Go On” სელინ დიონის შესრულებით. იმ გავრცელებული შეხედულების თუ მითის საწინააღმდეგოდ, რომლის მიმდევრებიც ამბობენ, რომ ტბა, რომელშიც ფანტანია მოთავსებული, სავსეა სასტუმროდან გამოსული უკვე გამოყენებული წყლით, შეიძლება ითქვას, რომ ფანტანი სუფთა წლით არის სავსე, რომლის მიმწოდებელი მილების დიდი ხნის წინ გაითხარა, იმისთვის, რომ იმ ტერიტორიაზე მდებარე გლფის მოედანი მოერწყათ.  დაახლოვებით 1,200 მილი, რომელიც 4,500 განათებასთან არის სინქრონიზირებული ქმნიან არაჩვეულებრივ სანახაობას, რომლის შექმნაც დაახლოვებით 50 მილიონი დოლარი დაჯდა.

მსგავსი ამბები

Back to top button