სტოკჰოლმის მეტრო
სტოკჰოლმის მეტროს სისტემა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე უნიკალურია, რომელიც 110 კილომეტრიან გამოფენას მოგაგონებთ. აქ მეტროში უბრალო ჩასვლა, თქვენთვის დაუვიწყარ და განმაცვიფრებელ, ისტორიის კვალდაკვალ მოგზაურობად იქცევა. აქ შეგიძლიათ როგორც 1950 წლის შედევრები ასევე თანამედროვე მხატვრობის ექსპერიმენტების შედეგები ნახოთ. მოდი უკეთ რომ გავერკვეთ, ჩვენით ვიხილოთ ეს ყველაფერი.
სტოკჰოლმის მეტრო–სადგურების 100%–დან 90%-ზე მეტი ქანდაკებებით, მოზაიკებით, ნახატებით, გრავიურებით და რელიეფური მორთულობებით არის დამშვენებული. ყველა ამ საოცრების შესაქმენლად 150 მხატვარი შრომობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და შენობებისთვის, მოხატვა უკვე ერთ–ერთ კარგ ტრადიციად იქცა.
მეტრო–სადგური „Kungsträdgården“–ი არქეოლოგიური გათხრების ადგილს გავს, სადაც ძველი სასახლის , „მაკალოს“–ის ნანგრევებია აღმოჩენილი. მეტრო–სადგურ “Östermalmstorg”–ზე კი მხატვარმა სირ დერკეტმა წინა პლანზე ქალის უფლებები, მშვიდობა მთელ სამყაროში და ბუნების დაცვა დააყენა. ერთ–ერთი სადგურის სახურავი წითლადაა განათებული და ისე გამოიყურება თითქოსდა მას ალი ასდის. ფასადების სიდიადეს კი სვეტებში გამოჭრილი განდაკებები უსვამენ ხაზს.
ზოგიერთი სადგური კლასიკურ სტილშია გაფორმებული, ზოგი კი ცისარტყელის ფერებით და მრავალი ისრებით, რომლებიც მგზავრებს მიმართულებას კარნახობენ.
სტოკჰოლმის მეტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ითქვა, რომ სწორედ ხელოვნება დაეხმარათ რომ სადგურები უფრო უსაბრთხო და ლამაზი გაეხადათ, აგრეთვე მგზავრების სიმპათიაც დაიმსახურა, რამაც საგრძნობლად განტვირთა ქალაქი და საცობების შემცირებასაც შეუწყო ხელი.
სტოკჰოლმის მეტრო მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო სარკინიგზო სადგურების სიაშია შესული.