არქივი

პაატა ბურჭულაძე

8a3537640eee

ლეგენდარული ადამიანი,რომელმაც მრავალ ოჯახს თავშესაფარი მისცა….

პაატა ბურჭულაძე დაიბადა 1955 წლის 12 თებერვალს თბილისში. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში მუსიკის პედაგოგ ოლიმპი ჭელაშვილთან. სწავლის პერიოდში უკვე წარმატებით მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. განსაკუთრებული ნიჭის გამო მიიღო სტიპენდია, რამაც მას საშუალება მისცა მაინლანდში ჯულიეტა სიმიონატის და ედუარდო მულერის ხელმძღვანელობით სწავლა გაეგრძელებინა.

5eec681a73bd

უკვე 1981 მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში Voci Verdiane, ბუსეტო, იტალია. 1982 ოქროს მედლით გაიმარჯვა ცნობილ მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 გაიმრჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში, ფილადელფია, აშშ. ამ მნიშვნელოვანი კონკურსებში წარმატებების შემდეგ შეძლო ევროპის და ჩრდილოეთი ამერიკის სცენებზე წარმატებული გზის გაგრძელება.

97d85f13b1f2

1982 წელს ჩაიკოვსკისა და“ვერდის ხმების” ლაურეატი, ლონდონის სამეფო თეატრის “კოვენტ გარდენის” სცენაზე პირველად გამოჩნდა (ვერდის ოპერაში “აიდა”) ლეგენდარული ლუჩანო პავაროტისა და კატია რიჩარელის გვერდით. ლუჩანოს გამონათქვამი მაშინ დაიბეჭდა გაზეთში “Совершенно секретно” (1992წელი) _ “მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის შევა საოპერო ხელოვნების ისტორიაში, როგორც ყველა დროის გამოჩენილი მომღერალი”.

1986წელს მიენიჭა მარია კალასის სახელობის კონკურსის პირველი პრემია.

1986 წლის 17 მარტს ქალაქ ვენის მერიის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა პაატა ბურჭულაძის თაყვანისმცემელთა ფან-კლუბი. ფან-კლუბის შექმნის იდეა ეკუთვნოდა მაყურებელთა ჯგუფს, რომელთაც გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს ვერდის ოპერას “ლუიზა მილერის” პრემიერის შემდეგ.

3ff9441e8b7e

1987 წელს მსოფლიოში ბურჭულაძე ცნობილმა დირიჟორმა ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია ზალცბურგში მოცარტის ”რეკვიემში” მონაწილეობის მისაღებად. რეკვიემის შემდეგ კარაიანმა აღნიშნა: “პაატა ბურჭულაძე მეორე შალიაპინია, როგორი ძალა და უბადლო ტალანტია, ვგონებ დღევანდელ მსოფლიოში არ მოიძებნება მომღერალი, რომელიც მას შეედრება, დღეს ის ერთადერთია და განუმეორებელი.”

1998 წლის 12 თებერვალს რუსეთის პიროვნების პალატამ, რუსეთის პატრიარქის ალექსი II ლოცვა-კურთხევით, რუსული ოპერებისა და ნაწარმოებიბის საუკეთესო შესრულებისათვის პაატა ბურჭულაძეს თავადის წოდება მიანიჭა, ცერემონიალი გაიმართა ვენის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

პაატა ბურჭულაძეს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორის პრემია და ჯილდო. მღერის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში. არის საქართველოს სახალხო არტისტი, გერმანიისა და ქალაქ ათენის საპატიო არტისტი.

49476a1db35c

მომღერალი, რომელიც შესულია თანამედროვე საოპერო ხელოვნების თითქმის ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, ადამიანის უპირველეს მოვალეობად ქველმოქმედებას მიიჩნევს.

2004 წელს პაატა ბურჭულაძის ინიციატივით საქართველოში დაარსდა უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი “იავნანა”. 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქველმოქმედო საქმიანობისთვის პაატა ბურჭულაძე გაეროს კეთილი ნების ელჩად იქნა არჩეული.

წყარო:www.geofaces.org

მსგავსი ამბები

Back to top button