ნათქვამია , რომ ცხოვრებაში ადამიანმა უნდა დარგოს ხე, ბავშვი გააჩინოს და სახლი ააშენოსო. თუმცა დღევნდელმა ჩვენმა გმირმა, ფრანგმა ფოსტალიონმა ფერნანდ შევალმა ააშენა არა სახლი, არამედ სასახლე, ძალიან უცნაური ფორმის და შინაარსის, რომელზედაც მინდა გიამბოთ დღეს .
30 წლის განმვლობაში ის დაუღალავად , სრულიად მარტო მუშაობდა, დღისით გაზეთებს დაატარებდა , ხოლო საღამოობით ქვებს ეზიდებოდა. სახლის მშენებლობა მან 1897 წელს დაასრულა, მაშინ როცა ის იყო 43 წლის.
სახლის აშენება მას შთააგონა ერთმა უცნაური ფორმის ქვამ, რომელიც შევალმა იპოვა და სახლში წამოიღო. მეორე დღეს ისევ მივიდა იმ ადგილზე და წამოიღო კიდევ რამდენიმე ქვა. ასე დაიწყო გრძელი ეტაპი ქვების კოლექციონირების. ჯერ მას ქვები ჯიბით მოჰქონდა, შემდეგ კალათით , ხოლო უფრო მოგვინებით თვითნაკეთი ურიკით.
ქვებს ის სახლის უკან, ეზოში აწყობდა . მეზობლები მას გიჟად თვლიდნენ, მაგრამ მან მყარად იცოდა თუ რისთვის გამოიყენებდა ამ ქვებს.
სასახლე ნელნელა შენდებოდა და ის არაფრით ჰგავდა ჩვეულ ევროპულ არქიტექტურას. იმდენად შთამბეჭდავია კოლონების პროპორციები და სკულპტურები, რომ შტაბეჭდილება რჩება, შევალი კარგად იცნობდ მაგალითად ძველ ინდურ ტაძრებს.
შევალი იყო უბრალო ფრანგული ოჯახიდან, სწავლას თავი დაანება , როცა იყო 13 წლის და სამუშაოდ წავიდა საცხობში, თუმცა საბოლოოდ ფოსტალიონი გახდა. რაიმე არიტექტურული განათლება მას არ ჰქონია. სამაგიეროდ იყო პოეტი. თავისი აშენებული სახლის კედლებზე მან დატოვა, თავისი ლექსები და გამონათქვამები. მაგალითად ერთერთ კედელზე ( აქლემის გვერდით) ამოტვიფრულია- “ამ კლდის შექმნისას, მე მინდოდა გამემყარებინა შესაძლებლობა ნებისა”
გარედან სასახლე გარშემორტყმულია კიბეებით, უცნაურად გაწყობილი კოშკებით, შადრევნებით. მნახველებს გადმოყურებს ქანდაკებები- ეგვიპტური ღმერთების, კათოლიკური წმინდანების, სხვადასხვა ცხოველების. შიგნით კედლები გაწყობილია ნიჯარებით, არის მეჩეთი , ტაძარი წმინდა მარიამის და ასე შემდეგ.
სასახლე არც ისე დიდია, 26 მეტრი 14 მეტრზე და სიმაღლე- 10 მეტრი . ერთერთ კუთხეში კედლზე აქვს წარწერა- “10 000 დღე, 9300 საათი , 33 წელი.
შევალს სურდა რომ დაემარხათ თავის სასახლეში და კიდევ 7 წელი დაახარჯა თავისი მავზოლეუმის მშენებლობას, ის კიდევაც დაკრძალეს მავზოლეუმის დასრულებიდან 1 წელში. გარდაიცვლა ეს უცნაური კაცი ის 1924 წელს, 88 წლის ასაკში.
ნახეთ ამ უცნაური სახლის სურათები და ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული, ის ხომ არაპროფესიონალის, სხვისი დახმარების გარეშეა აშენებული და თან არცერთ სასალხეს არ ჰგავს მსოფლიოში. ვნახოთ იქნებ თქვენ უკეთესის აშენება შეძლოთ: