უცნაური

უნიციკლი – ერთბორბლიანი ექსტრემი

84d85a806de6

გთავაზობთ ყველაფერს ერთბორბლიან ველოსიპედად წოდებული უნიციკლზე, რომელსაც მრავალი დანიშნილებისთვის იყენებენ.

უნიციკლის საწყისი მოდელები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში არსებობდა, მაგრამ მისი პირველი მოდელი მე-18 საუკუნეში შექმნეს. ამ დროს შექმნილი უნიციკლი უფრო ნელა დადიოდა, ვიდრე ჩქარად მოსიარულე ადამიანი, თანაც მისი მართვა საკმაოდ რთული იყო და მოსახლეობაში პოპულარული არ გამხდარა. უნიციკლი დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწა, მაგრამ ველოსიპედის გამოგონების შემდეგ მან ფასი დაკარგა. საუკუნეების განმავლობაში ის ისევე ვითარდებოდა, როგორც ველოსიპედი, რადგან უნიციკლი ძალიან გავს ველოსიპედს,ერთადერთი დიდი განსხვავებით, მას მხოლოდ ერთი ბორბალი აქვს. დღეს ის ძირითადად ცირკებში გამოიყენება, მაგრამ ხშირად ექსტრემული დანიშნულება აქვს.

უნიციკლი და ექსტრემი

აღიარებულია, რომ უნიციკლის სწავლა შესაძლებელია 10-15 საათში. ბევრი დამწყები კი უნიციკლის ტარებისას თხილამურებს იყენებს. დღეს ბევრი ადამიანია, როიმლებსაც უნიციკლი კარგად აქვთ ათვისებული, სწორედ მათ აქციეს უნიციკლი ექსტრემულ საშუალებად. ალბათ ხშირად გინახავთ თოკზე მოსიარულე ჯამბაზი, რომელიც უნიციკლზეა ამხედრებული, მაგრამ უნიციკლის დანიშნულება ამით არ შემოიფარგლება. ხშირად უნიციკლით დადიან ტყე-ღრეებში, ხიდის მოაჯირზე,მთებზე და სხვა ადგილებში.

უნიციკლი და კალათბურთი

კალათბურთს ძირითადად 24 უნიციკლი თამაშობს(12 ერთ გუნდში). საკალათბურთო უნიციკლები დაახლოებით 24 ინჩის ზომისაა. ტარდება ჩრდილო ამერიკის ლიგა, სადაც 6 გუნდი მონაწილეობს. ამას გარდა უნიციკლის საკალათბურთო გუნდები ჰყავთ პუერტო რიკოს, შვეიცარიას, გერმანიას, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს. უნიციკლის კალათბურთში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს პუერტო-რიკოს, რომელმაც ამ სპორტში მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმეჯერ მოიგო.

უნიციკლი და ჰოკეი

უნიციკლის ჰოკეი ყველაზე ცნობილი სპორტული სახეობაა, სადაც უნიციკლი გამოიყენება. უნიციკლის ჰოკეის ძირითადად დარბაზებში თამაშობენ, მაგრამ უნიციკლის მოყვარულები არც ბალახზე და ქუჩაში თამაშზე ამბობენ უარს. უნიციკლის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი ძირითადად ტარდება ინგლისში. ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს, გამარჯვებული ქულებით ვლინდება თანაბარი ქულების შემთხვევაში კი გამარჯვებული ბურთების სხვაობით ვლინდება, შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში არის პენალტების სერიაც.

უნიციკლის ხელბურთი

უნიციკლის ხელბურთს თამაშობს 10 მოთამაშე. უნიციკლის ზომა კი დაახლოებით 1.6 მეტრია. ამ სახეობაშI გუნდები ერთმანეთს უპირისპირდებიან პოლონეთის სოფელ ჩრზელიჩში, რადგან სწორედ ამ სოფელში დაედო ამ სპორტის ჩამოყალიბებას საფუძველი, ჯერ კიდევ 1970 წელს.

უნიციკლი და საქართველო

დღეს იშვიათად ნახავთ უნიციკლის მფლობელ ქართველს. მას ხშირად საცირკო წარმოდგენების დროს იყენებენ. მისი ფასი დაახლოებით 80 ლარია, მაგრამ საქართველოში მისი შოვნა საკმაოდ რთულია. თქვენ შეგიძლიათ ის amazon.co.uk-ზე გამოიწეროთ.

მსგავსი ამბები

Back to top button