უცნაური ისტორიები გაგრძელებაში
ციხის მანქანა დაეჯახა ბანკის მანქანას , რის შემდეგაც ათასობით დოლარი დაიკარგა
უნგრულმა ბანკმა დაკარგა დაახლოებით 30.000, როდესაც ფულის გადამტან მანქანას პატიმრების გადამყვანი მანქანა დაეჯახა. სანამ მაშველებმა მძღოლები და პატიმრები გამოიყვანეს მანქანებიდან , ბუდაპეშტის ქუჩებში ათასობით დოლარი განიავდა. მთავრობამ მთელი ფული დაუბრუნა ბანკს , რადგან ვერავინ ვერ დაინახა თუ ფული ვინ აიგო. პოლიცია ფიქრობდა , რომ ძარცვა ორგანიზებული იყო კრიმინალური ბოსებისგან , რომლებიც ციხეში იჯდნენ და ფული წაიღეს ბოროტმოქმედებმა , რომლებიც თავისუფალნი იყვნენ. მაგრამ დამნაშავეების დაკითხვის შემდეგ , რომლებიც სასამართლოდან ციხეში მიჰყავდათ პოლიციამ ეჭვები უარყო. ისინი უბრალოდ ვერაფერს გააკეთებდნენ ამ შეჯახების მოსაწყობად.
რუსი ვლადიმირ რასიმოვი გადარჩა მატარებლის გადავლის შემდეგ
ვლადიმირ რასიმოვს ლიანდაგებზე დაეძინა, იმის შემდეგ რაც მან მეგობრებთან ერთად ბარში დალია. მემანქანემ დაინახა , რომ ვიღაცა ლიანდაგებზე იწვა და დაამუხრუჭა . როდესაც მაცხოვრებლები ცდილობდნენ მის გადარჩენას მას ისევ ეძინა. საუბედუროდ მათ ვერ მოახერხეს რასიმოვის გადაყვანა ლიანდაგებიდან და მატარებელმა მას გადაუარა. მემანქანე ვლადიმირ სლაბიმ თქვა , რომ მან დაინახა ადამიანი , რომელიც ლიანდაგებზე იწვა და დაამუხრუჭა , მაგრამ უკვე გვიან იყო და მატარებელმა მას გადაუარა. მაგრამ როდესაც მატარებლიდან გადმოვედი მას ისევ ეძინა . რასიმოვს რომ მატარებლის ხმაურზე გაღვიძებოდა , ის ადგომას ეცდებოდა და მატარებელი თავზე გადაუვლიდა. მას გაუმართლა რომ ასეთი მთვრალი იყო
დი-ჯეი _ს განაწყენებულმა ცოლმა მისი 45.000 $ იანი მანქანა 1.00 $ ად გაყიდა
რადიოს დი-ჯეი ს ცოლმა მისი ავტომობილი 1.00 $ ად გაყიდა E-BAY ზე, რადგან ის მისი და მისი 2 შვილის მიტოვებას მოდელ ჯუდი მარშის გამო აპირებდა. ტიმ შოუმ თქვა პირდაპირ ეთერში , რომ ის მისი ცოლის მიტოვება მარშის გამო აპირებდა. ცოლი ამ ყველაფერს უსმენდა და ეგრევე დაიწყო აუქციონი E-BAY ზე მანქანის გასაყიდად.
მანქანის აღწერა ასეთი იყო: ამ მანქანის თავიდან მოცილება მინდა უახლოეს 2-3 საათში, სანამ ჩემი ქმარი სახლში მოვა და აღმოაჩენს რომ ის აღარ არის.
მანქანა 5 წუთში გაიყიდა.
მისის შოუმ თქვა : როდესაც გავიგონე , რომ ის ჩვენ მიტოვებას აპირებდა, გავცოფდი და მანქანა 1.00 $ ად
E-BAY ზე გავყიდე. მან ასევე დაამატა , რომ ტიმთან შერიგება გამორიცხულია.