არქივი

იუდაიზმი

0ad5404356e6
იუდაიზმი მომდინარეობს ისრაელის ერთ-ერთი ტომის- იუდას სახელიდან, რომელიც ძვ. წ.-ის VI საუკუნემდე იურუსალიმ-ბეთლემ-ჰებრონის სამკუთხედში ცხოვრობდა. იუდეველებსა და იუდაიზმზე საუბარი შეიძლება იმ დროიდან, როცა იუდას ტომის წარმომადგენლებმა ბაბილონური ლტოლვილობიდან (ძვ. წ.-ის 586-538) იერუსალიმში ტაძრის აღსადგენად დაბრუნების ნებართვა მიიღეს და აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთი გადარჩენილი თემი იყო, რომელსაც შეეძლო ისრაელის რელიგიური და სოციალრი მემკვიდრება მიეღო და ტრადიცია გაეგრძელებინა. იუდეველად ითვლება ის, ვისაც დედა ჰყავს იუდეველი ან იუდაიზმზეა მოქცეული და ისრაელისადმი მტრულ იდეოლოგიასა და ცხოვრების წესს არ მისდევს.

ადრეიუდაისტურ ხანაში (ძვ, წ-ის VI-ახ.წ.-ის I საკუნეები) ებრაელთა მთავარი პრობლემა იყო, თუ როგორ ეცხოვრათ მეზობელ ხალხებთან ერთად იდენტურობის დაკარგვის გარეშე. ამ საკითხის გადაჭრის გზად მათ მეზობლებისგან განზე დგომა მიიჩნიეს. აქედან მომდინარეობდა მთელი რიგი აკრძალვები: არ შეიძლებოდა იუდეველების სხვა თემის წარმომადგენლებთან ქორწინება, ტრაპეზი და სხვ. ამ აკრძალვებზე თავისებურ რეაქციას წარმოადგენდა პაგანური ანტიიუდაიზმი.
მეორე ტაძრის აშენების დროისთვის იუდეველები თავიანთ თავს ტაძრის, უმაღლესი მღვდელთმთავრისა და კულტის გარშემო გაერთიანებულ სხვადასხვა შტობისა და ჯგუფების ერთიან ორგანიზმად მოიაზრებოდნენ, მაგრამ ნორმატიული ან ერთგვაროვანი იუდაიზმი ამ დროს არ აღმოცენებულა. არსებობდა მთელი რიგი წყება კულტურულ-რელიგიური თავისებურებების მქონე ჯგუფები. რომაელების მიერ 70 წელს ტაძრის დანგრევის შემდეგ რაბინისტულმა იუდაზმმა ექსტრემისტული იდეოლოგიის რეფორმირება მოახდინა და იუდაიზმი ჰალახას მიერ წარმართულ თემად ჩამოყალიბდა.
შუა საუკუნეების იუდაიზმი დიდ სულიერ-რელიგიურ ტრადიციად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეების იუდაიზმის ძირითადი მიმდინარეობანი იყო: რელიგიური ფილოსოფია, რაბინისტული ტრადიცია და კაბალა (მისტიკურ-ეზოთერული მიმართულება).
იუდეველთა წმინდა წიგნებია თორა და თალმუდი. თორა (კანონი) შედგება მოსეს 5 წიგნისგან: დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვნი და სიტყვანი. თალმუდი (მოძღვრება) წარმოადგენს თორას კომენტარებს. იგი ექვსნაწილიანია.

 

d3c585917ef7
თორა

 

94b615f06069
თალმუდი

 

იუდაიზმის ძირითად დოგმებს ეკუთვნის რწმენა ერთიანი ღმერთი იაჰევსის, მესიის მოსვლის, სულის უკვდავებისა და იმქვეყნიური ცხოვრების არსებობის შესახებ. იუდაიზმის ძირითადი იდეა რჩეულობის იდეაა, რომლის მიხედვითაც ღმერთმა შექმნა რჩეული ხალხი იუდეველების სახით. მათ უნდა შეასრულონ განსაკუთრებული, ღვთისგან დაკისრებული მისია. ღვთის რჩეული გახდა აბრამი, რომელიც ღვთის სურვილით იქცა აბრაამად და მისგან ჩაეყარა საფუძველი ისრაელიანებს. ღმერთმა კავშირი დადო აბრაამთან. აბრაამიდან იწყება იუდეველთა რელიგია. ისრაელიანთა, როგორც ერის, ისტორია კი იაკობიდან, აბრაამის შვილიშვილიდან და მისი 12 ვაჟიდან (თორმეტი ტომი) იღებს სათავეს. მოსეს მეშვეობით კი ღმერთმა თავის ხალხთან დადო კავშირი ათი მცნების დადგენით.

 

c2d79aeaf979
ისრაელის 12 ტომი

 

b39b8c6cb99e
დავითისა და სოლომონის ისრაელი

 

იუდეველთა ღმერთი ერთიანი, შეუზღუდავი სულია, იგია შემოქმედი. მისი სახელებია: ელოხიმ (ღმერთი), ჰა-შემ (ეს სახელი), იაჰვე (ღმერთი), ადონაი, საბაოთ (ჯართა/მეომართა ღმერთი). ღმერთის სახელი იაჰვე (ტეტრაგამატონი- ოთხასოიანი) და სიტყვა ებრაელი (იეჰუდა) ერთმანეთისგან ერთი ასოთი (მარცვლით)- დალეტით განსხვავდება, დალეტი ამავე დროს კარებს ნიშნავს, ე.ი. ებრაელი ერია ის კარი, რომლითაც ღმერთი შემოვა კაცობრიობაში. ეს არის კიდევ ერთი მისია იუდეველებისთვის.
იუადაიზმის მიხედვით ადამიანს ორი სული აქვს: ერთი სასიცოცხლო და მეორე ღვთაებრივი. პირველი დაკავშირებულია სხეულებრივ არსებობასთან, მის გაგრძელებას წარმოადგენს და მიწისკენ (რისგანაცაა შექმნილი) მიისწრაფვის. მეორე, ღვთაებრივი სული, ღმერთისკენაა მიპყრობილი. თითოეული ადამიანის ცნობიერი თუ არაცნობიერი პრობლემა სწორედ ამ სულების მიმართების საკითხია. არჩევანში, თუ რომელი სული იქნება წარმმართველი, ადამიანი თავისუფალია, მის ნებაზეა დამოკიდებული მარლთმორწმუნე იქნება, თუ ცოდვილი (ღვთისგან განდგომილი). არჩევანის ამ თავისუფლების გამო ადამიანი სრულად არის პასუხისმგებელი თავის საქციელზე ღვთის წინაშე. ამასთანავე, ადამიანს ყოველთვის აქვს მონანიების საშუალება. მონანიება ნიშნავს ცოდვის გაცნობიერებას, მისი გამოსწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ცოდვის საწინააღმდეგო ქმედებების შესრულებას. მაგრამ ეს არაა საკმარისი, რადგან თუ ადამიანმა სულიერი მდგომარეობა არ შეიცვალა, ცოდვა ისევ განმეორდება, ამიტომ სულირი მდგომარეობისა და ამის შედეგად ქცევისა და ცხოვრების წესის შეცვლა არის სრული მონანიება.
სიკვდილი იუდაიზმში აღქმულია ადამიანის მთლიანობის დარღვევად: მისი ბუნებრივი ნაწილი- სხეული მიწას უბრუნდება, უკვდავი ღვთაებრივი სული კი არამატერიალურია და უბრუნდება იმას, საიდანაც იღებს სათავეს- ღმერთს. მკაფიო წარმოდგენა იმქვეყნიური ყოფის შესახებ იუდაიზმში არ არის.
იუდეველთა ცხოვრებაში ტაძარი ერთია და მსხვერპლშეწირვაც მხოლოდ ტაძარში სრულდება. პირველი ტაძარი სოლომონ მეფის დროს აშენდა და დაინგრა ძვ. წ.-ის 586 წელს ნაბუქოდონოსორის მიერ. პირველი ტაძრის ადგილას ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა იუდეველებმა ძვ. წ.-ის 515 წელს ააშენეს მეორე ტაძარი (აქამენიდური სპარსეთის მეფის კიროს II დიდის დახმარებით და სახსრებით), რომელიც რომაელებმა დაანგრიეს 70 წელს, შემორჩა მხოლოდ დასავლეთის კედელი (ე. წ. გოდების კედელი). 1976 წლამდე (ექვსდღიან ომამდე) ეს კედელი იორდანიის ტერიტორიაზე იყო მოქცეული. იუდაისტური შეხედულებით მესამე ტაძარი იმავე ადგილას აშენდება მესიის მოსვლის დროს.

 

26c02a7d150a
სოლომონ მეფის მიერ აშენებული ებრაელთა I ტაძარი

 

ead5ea9d4d69
ებრაელთა II ტაძარი

 

727ff04da21b
II ტაძრის დაქცევა რომაელთა მიერ

 

მსხვერპლშეწირვა არის საზოგადოებრივი (ხალხის სახელით) და პირადი.მსხვერპლშეწირვა აუცილებელია მორჩილების დასადასტურებლად და ცოდვების მოსანანიებლად. მსხვერპლად წირავდნენ შინაურ ცხოველებსა და მტრედებს. უსისხლო მსხვერპლი იყო ფქვილი, ზეთი, საკმეველი, ღვინო. მსხვერპლშეწირვის რიტუალი მკაცრად არის დადგენილი. წარმოითქმის ლოცვა, აუცილებელია მთელი გულით შეწირვა (გაიხსენეთ კაენი და აბელი), ამასთან მსხვერპლი რომ მიღებულ იქნას, აუცილებელია მლოცველი მართლმორწმუნე ცხოვრების წესს იცავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვისა და მსხვერპლშეწირვის ძალა არ ექნება. მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ მსხვერპლი არ შეიწირება.
ტაძარში იყო წმინდათაწმინდა- ღვთაებრივი ყოფიერება (შხინა). პირველი ტაძრის წმინდათაწმინდაში იდგა კავშირის კიდობანი, რომელიც ტაძრის დანგრევის შემდეგ გაქრა. მეორე ტაძარში წმინდათაწმინდაში წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მონანიების დღეს (იომ-კიპურის დღესასწაულზე) შედიოდა მღვდელმთავარი და ღმერთის სახელს წარმოთქვამდა, რითაც სიმბოლურად ხდებოდა ღმერთთან კავშირის ერთგულების დემონსტრირება. ტაძრის გარდა, იუდეველებს აქვთ სალოცავი სახლები- სინაგოგები (ბეით ქსენეთი)

 

იუდეველთა სინაგოგები:

ec05639251d3

b8c8c02cdb87

b283c46b0de4

 

იუდეველები უქმობენ ყოველ შაბათს. რელიგიური დღესასწაულებია: როშ-ჰაშანა (ახალი წელი), იომ კიპური (მონანიების დღე, წლის ბოლო დღე, როცა ხდება ღვთის მიერ მომავალი წლისთვის ადამიანთა ბედის განსაზღვრა), სუკოტი (მოსავლის აღების დღესასწაული), სიმხატ-თორა (თორის კითხვის წლიური ციკლის დასასრულის აღსანიშნავი დღესასწაული), ფესახი (ეგვიპტიდან გამოსვლის დღე), შავუოთი (სინას მთაზე მოსესთვის ათი მცნების გადაცემის დღე), ხანუკა (ტაძრის ხელახლა კურთხევის დღე), პურიმი (ღვთაებრივი გადარჩენის აღსანიშნავი დღე)

 

5111a2d215a3
ახალი მთვარის გამოცხადება როშ-ჰაშანას დღესასწაულზე

 

თანამედროვე იუდაისტური ჯგუფებია: ორთოდოქსული, ლიბერალური, კონსერვატული, სიონისტური და ქრისტიანიზებული ჯგუფები.

 

მსგავსი ამბები

Back to top button