არქივი

ფაქტები ინგლისის შესახებ

dd2049338fd0

1. ინგლისში ტრადიციულად ცივი და თბილი წყლის ონკანები ცალ-ცალკეა ხოლმე.

2. უმეტესობა ბრიტანელებისა თვლიან თვლიან ინგლისელებად, შოტლანდიელები- მხოლოდ შოტლანდიელებად, ხოლო ირლანდიელები თავს თვლიან მკაცრად მხოლოდ და მხოლოდ ირლანდიელებად.

3. დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა აქცენტით ლაპარაკობენ . თვით დიდ ქალაქებშიც კი სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული აქცენტია(ლონდონში მაგალითად).

4. მაღაზიის სალაროში თქვენ მადლობას გეტყვიან, სულ ცოტა 4-7-ჯერ, უმნიშვნელო ნაყიდი ნივთისათვიცას კი.

5. ლონდონში ყველაფერი ვიწრო და კომპაქტურია. ბინები ძირითადად პატარებია, როგორც რესტორნები და კაფეები.

6. ამის გამო კაფეში, მაგიდასთან თქვენ მოგისვამენ ხოლმე ვინმეს, დაუშვათ თუ თქვენ ორნი ზიხართ ოთხადგილიან მაგიდასთან.

7. ქუჩებში , როგორც წესი უამრავი ხალხია. თქვენ ძირითადად გიწევთ ხალხის უზარმაზარ მასაში სიარული.

8. თუნდაც ლაპარაკობდეთ ძალიან “საშუალო” ინგლისურით , თქვენ აუცილებლად გეტყვიან , რომ კარგად ფლობთ ენას.

9. სუპარმარკეტებში მზა საკვების უზარმაზარი არჩევანია ხოლმე. თქვენ აქ ნახავთ ჩინურ, ინდურ, ინგლისურ და ვინ იცის კიდევ რომელი ქვეყნის სამზარეულოს თქვენი გემოვნების მიხედვით.

10. ტაქსი ძალიან ძვირია და უამრავი .მისი გაჩერება შეგიძლიათ პრაქტიკულად ყველგან და ნებისმიერ დროს.

11. ლონდონში ძალიან დიდი და განვითარებული მეტროპოლიტენია. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მოხვდეთ ქალაქის ნებისმიერ კუთხეში. აეროპორტამდეც კი.

12. ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ზონიდან , რომელ ზონაში მიემგზავრებით . ცენტრი- 1 ზონაა. სულ არის ექვსი ზონა.

13. მთელს ქალაქში არის ველისიპედის გაქირავების პუნქტები, საკრედიტო ბარათების გამოყენებით შეგიძლიათ რაღაც დროით იქირაოთ ველოსიპედი.

14. ინგლისური იუმორი ძალიან თავისებურია, ჩვენთვის ხანდახან გაუგებარი.

15. თითქმის ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა, თქვენ თავადვე წყვეტთ რამდენი შეწიროთ მუზეუმს.

16. რესტორნების საერთო რაოდენობა უზარმაზარია.

17. ნებისმიერ რაიონში ნახავთ სამრეცხაოებს, ვინაიდან სახლში სარეცხის რეცხვა არ არის მიღებული.

18. ვერ ნახავთ უპატრონო ცხოველებს, ისინი მიჰყავთ სპეციალურ დაწესებულებებში სადაც უვლიან და კვებავენ.

19. სუპერმარკეტებში და ფესტფუდებში ნებისმიერ სურსათზე არის დიდი წარწერა – “მოყვანილია ინგლისში”.

20. ქალაქის ცენტრშიც კი არის ბევრი დახლი ან ძალიან პატარა მაღაზია სადაც პაკისტანელები და ინდუსები ყიდიან ნაკლებად ხარისხიან , ყალბი ბრენდების ტანსაცმელს.

21. დასვენების დღეებში, დილიდან მოედნებზე და სკვერებში არის ბაზრობები , სადაც ფერმერებს გამოაქვთ თავისი საქონელი, მაგრამ 13:00-ის მერე ძაანაც რომ ეძებოთ ვერსად ნახავთ.

22. ინგლისელები ძალიან ამაყობენ თავისი არმიით.

23. თითქმის ყველა მომსახურების გაფორმებისას , საუბრობ სატელეფონო რობოტთან.

24. ქუჩაში ძალიან ბევრი დადის ქოლგით, რადგან აქ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს წვიმა და ასევე სწრაფად გამოიდაროს.

25. ძალიან უყვართ ძაღლები, ქუჩაში ნახავთ ნებისმიერი ჯიშის ძაღლს პატრონტან ერთად.

26 ხანდახან შეგხვდებათ მოხუცები 70-80 წლის , რომლებსაც აცვიათ 40-იანი წლების მოდის შესაბამისად და გამოიყურებიან ძალიან კონსერვატორულად, მაგრამ ამაში არის რაღაც შარმი.

27. შეგხვდებათ კაცი სმოკინგში (dinner suit ინგლისურად, კოსტუმი სადილისთვის) — ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

28. საბანკო ბარათის გარეშე რაიმეს გაკეთება შეუძლებელია.

29. ნებისმიერ ლონდონელს სახლში აქვს HD – 400-მდე კანალით . სუბტიტრების ჩართვის და გადაცენების გადახვევის და ჩაწერის ფუნქციით.

30. ლონლონის მეტროებში არის სპეციალური ადგილი მუსიკოსებისათვის და ისინი არც თუ ისსე ცოტა ტულს შოულობენ ამ გზით.

31. ხალხი ინგლისში ძალიან ბრაზიანია, თუ თქვენ შემთხვევით ვინმეს მხარი გაკარით და არ მოიბოდიშეთ, თქვენ გეტყვიან, რომ ცუდი აღზრდილი ხართ და შეგახსენებენ, რომ ამ დროს საჭიროა ბოდიში მოიხადოთ.

32. თვით ინგლისელები ბოდიშს იხდიან ყველაფერზე, მაგალითად თუ ინგლისელი მაღაზიასთან დგას და წამით შეყოვნდით შიგ შესვლისას ის აუცილებლად გეტყვით- sorry.

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button