გართობაკულტურა

,,კოკა-კოლას” საიდუმლომ ადგილი შეიცვალა

1c88b2802ff7
კომპანია ,,კოკა-კოლამ” გადაწყვიტა, შენახვის ადგილი შეუცვალოს ვაჟინის (სიროფის) მომზადების საიდუმლო ფორმულის ხელნაწერ რეცეპტს. ეს ფორმულა საფუძვლად უდევს მსოფლიოში პოპულარული გაზირებული უალკოჰოლო სასმლის, ,,კოკა-კოლას” დამზადებას.

ამიერიდან ,, კოკა-კოლას” საფუძვლის ხელნაწერი რეცეპტი, ეგრედ წოდებული პრეპარატი ,,7X”-შეინახება არა ამერიკის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ბანკის ნიშაში, არამედ, იმავე ქალაქში, მუზეუმში – ,,კოკა-კოლას” სამყარო.

86 წლის შემდეგ კომპანია პირველად ცვლის ფორმულის ,, დისლოკაციის ადგილს” 1925 წლიდან საიდუმლო რეცეპტს ადგილი არ შეუცვლია. ახლა მუზეუმის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია დაათვალიეროს საიდუმლო ფორმულა, ოღონდ, მცირე შესწორებით: დემონსტრირდება არა რეცეპტი, არამედ სეიფი, რომელშიც ის სადღეღამისო დაცვის ქვეშ ინახება.

,,კოკა-კოლას” საიდუმლო ინგრედიენტი 1886 წელს ატლანტელმა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა.

62ca71877ca7
ჯონ პერბენტონი.

და აქამდე საიდუმლოს წარმოადგენს. მართალია, პრეპარატ ,,7X”-ზე ,, კოკა-კოლას” შემადგენლობის მხოლოდ 1 პროცენტი მოდის, მაგრამ სწორედ ის აძლევს სასმელს დამახასიათებელ უნიკალურ გემოს.

მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაერთხელ ამტყდარა ხმაური, თითქოს ფორმულის საიდუმლო გახსნილია, მაგრამ, კომპანიის წარმომადგენლები ყოველთვის უარყოფდნენ საიდუმლოს გახსნის ფაქტს.

რამდენიმე წლის წინ სრულიად სერიოზულად ამტკიცებდნენ, რომ ,,კოკა-კოლას” გაშიფრულ რეცეპტში აღმოჩნდა კარმინის მჟავა ან ბუჯღენდის მატლის ( მექსიკაში გავრჩელებული მწერის) ექსტრაქტი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს და მდგრად საღებავად ითვლება.

მსგავსი ამბები

Back to top button