არქივი

ის, რაც უნდა იცოდეთ…

b4262197517a
ცოტა რამ, რაც დაგაინტერესებთ….

84a1aced78db

რას მიირთმევდნენ წითელკანიანი ინდიელები?

საუბარია წითელკანიან ინდიელებზე, რომლებსაც აერთიანებდათ ტრადიციებია და ცხოვრების სტილი. თუმცა განსხვავებები მათ შორის მაინც იყო.
ზოგი ტომი ნადირობით ირჩენდა თავს, ზოგი მხოლოდ ტყის ხილით ცხოვრობდა, ზოგი კიდევ მეთევზეობას და სოფლის მეურნეობას მისდევდა. აქედან გამომდინარე, მათი საკვებიც განსხვავდებოდა.
იმ ადგილების მცხოვრები ინდიელები, რომელსაც ბიზონების რაიონსაც ეძახდნენ (ესაა დაახლოებით მდინარე მისურის ცენტრალური წელი და ტეხასის მიდამოები), ინდიელები სწორედ ბიზონებზე ნადირობდნენ. ბიზონის ხორცი და ქონი, და ასევე ტყეში შეგროვებული ხილი, შეადგენდა ამ რაიონის მცხოვრებთა ძირითად საკვებს. ბიზონის ხორც ერთი კარგი თვისება აქვს, იგი დიდხანს არ ფუჭდება. სწორედ ამიტომ იყო ეს საკვები მოსახერხებელი ინდიელებისთვის.
იმ რაიონებში, სადაც ბინადრობდა კანადური ირემი, ინდიელების მთავარ სანადირო ობიექტს სწორედ ირმები წარმოადგენდნენ. თუმცა ისინი ნადირობდნენ ასევე დათვზე, ცხენ-ირემსა და თახვებზე და მათი ხორცი იყო ინდიელების საყვარელი საჭმელი. ეს ინდიელები ტბებში იჭერდნენ კალმახს და თეთრ თევზსა, აგრეთვე წყლის გარეულ ფრინველებს.
არსებობდნენ ტომები,რომებსაც ეძახდნენ ალგონკინებს. ახალ ინგლისში ისინი იყვნენ ფერმერები, თანაც თევზაობდნენ და ნადირობდნენ. იმ ადგილებში, სადაც ალგინკინები ცხოვრობდნენ, იზრდებოდა ველური ხილი, ბოსტნეული და კენკრა. ქალები და ბავშვები აგროვებდნენ ვაშლს, მარწყვს, ყურძენს და სხვა ხილს. ზაფხულობით კი ნადირობდნენ ბატებზე, წეროებზე, იზვებზე და ყანჩებზე. ზოგიერთი ტომი კი აგროვებდა საკვებად იყენებდა ველურ ბრინჯს.
როგორც ხედავთ, ინდიელების საკვები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და დამოკიდებული იყო მათ საცხოვრებელ ადგილზე და მის მდებარეობაზე. ასევე მათ ძირითად საქმიანობაზე, იქნებოდა ეს თევზაობა, ნადირობა თუ ჩვეულებრივი სოფლური ცხოვრება.

1da897f77822

სად ჩატარდა პირველად არჩევნები?

სიტყვა ,,არჩევნები” წარმოიშვა ლათIნური ენიდან, სადაც მისი მნიშვნელობა იგივე იყო, ანუ ,,არჩევნის გაკეთება”. არჩევნებში ადამიანები გრძნობენ, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი ხელისუფალი. ასეთივე განწყობა იყო წინა ათასწლეულშიც. ძველი ბერძნები და ებრაელები იბძოდნენ ამ უფლების გამო. ისრაელის პირველი მეფეები, ასევე ძველი საბერძნეთის გენერლები, ცდილობდნენ რამე არჩევნების მსგავსის ჩატარებას.
თავისუფალი არჩევნების ტრადიცია შემოიღეს ინგლისში ანგლო-საქსური მმართველობის დროს 1500 წლის წინათ. ასეთი სახით, ხმის მიცემის უფლება გახდა ინგლისურ ცხოვრების წესის განუტოფელი ნაწილი და პირველი კოლონიზაციის დროს მოხდა მისი გადატანა ამერიკაშიც. ჯერ კიდევ ამერიკის რევოლუციამდე, ამერიკელები ხმას აძლევდნენ და ირჩევდნენ ქალაქის საბჭოებს და კოლონიების ასანბლეებს. მაგრამ არჩევნების ინსტიტუტი დიდ პრობლემეს წააწყდა: ვის ქონდა არჩევნებში ხმის უფლება? ერთი პერიოდი ხმის მიცემის უფლება გააჩნდათ მხოლოდ კერძო მესაკუთრეებს. თუმცა ეს მათი ქონების ზომებზეც იყო დამოკიდებული.
დიდი ხნის მანძილზე ქალებს არ ქონდათ ხმის მიცემის უფლება. ქალთა უფლებების დამცველნი იყენებდნენ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ სითუაცია შეცვლილიყო. თუმცა დღესაც, ზოგიერთ სახელმწიფოში, ქალებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
არჩევნებთან დაკავშირებული ფაქტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იცლებოდა ხმის მიცემის უფლების მქონეთა რაოდენობაც. იკლებდა შეზღუდვები. შემცირდა ასაკიც და ახლა 21 წლის ნაცვლად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს 18 წლის მოქალაქეს.

71c31036c444

რატომ ქვია კიევს კიევი?

არქეოლოგები ამტკიცებენ რომ კიევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნასახლარები ჯერ კიდევ ქვის ხანითაა დათარიღებული. თავად ქალაქი კი დაარსდა VI-VII საუკუნეებში როგორც სლავური ტომების გამაერთიანებელი ცენტრი. თავის სახელი კიევი ქალაქმა მიიღო კიის სახელისგან, რომელიც ითვლება კიევის დამაარსებლად. ქალაქის დააარსების შესახებ ორი ლეგენდა არსებობს. პირველის თანახმად, ის იყო ტვირთის გადამტანი მდინარე დნეპრზე, ხოლო იმ ადგილს, სადაც კიას ტვირთი გადაჰქონდა, დაერქვა კიევი (რუსულად Киевский). მეორე ლეგენდის თანახმად კი, კიი და მისი ძმები – შეკი და ხორივი – იყვნენ თავადები, რომლებმაც დააარსეს სამი დასახლება. მოგვიანებით ეს მიწები გაერთიანდნენ და უფროსი ძმის საპატივცემულოდ დაერქვა სახელად კიევი. მემატიანეების აზრით, მეორე ვერსია უფროა რეალობასთან ახლოს, რადგან თუ კიი დიდგვაროვანი არ იქნებოდა, მას არც კი მიიწვევდნენ ბიზანტიაში (კონსტანტინოპოლში), სადაც კიი იმყოფებოდა ბიზანტიის იმპერატორთან.
მეორე ვერსიას ადასტურებენ არქეოლოგებიც, რადგან აღმოჩენილია პატარა დასახლებები და მათი გამაერთიანებელი ერთი დიდი დასახლება.
რუსულ წყაროებში კიევი პირველად მოიხსენიება 860 წელს. კიევის განდიდება მის მოსახერხებელ გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება. აქ გადიოდა სავაჭრო გზა.
882 წელს კიევი გახდა რუსების (და არა რუსეთის) დედაქალაქი და მიიღო სახელი ,,რუსების დედა-ქალაქი” («матери городов русских»). კიევის რუსეთის დაცემის შემდეგ XII საუკუნეში ქალაქმა დაკარგა მნიშვნელობა. პოლიტიკური ცენტრი გადაიტანეს თავიდან ვლადიმირში, ხოლო შემდეგ მოსკოვში, რომელმაც საბოლოოდ შეასრულა ისტორიული მისია – რუსული მიწები გააერთიანა ერთ სახელმწიფოში.

Back to top button