არქივი

ტელეკინეზისი

12f0101fe4eb
“ფსიქოკინესიზი” ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს გონებით რაიმეს გადაადგილებას, შეცვლას.

ასევე ცნობილია ტელეკინეზის სახელით. ხანდახან შემოკლებითი PK (ფსიქოკინეზისი) და TK (ტელეკინეზისი), აღნიშნავს ნამდვილ გონების შესაძლებლობას, მოახდინოს ზეგავლენა ადამიანის გონებაზე, დროზე, სივრცეზე და ენერგიაზე, ამ სამყაროში უცნობი ფიზიკის კანონების მეშვეობით. ძველად, ეს ყველაზე ძლიერ ფსიქიკურ ძალად მიაჩნდათ, რომელიც თითქმის უტოლდებოდა ღვთის ძალას. ტელეკინეზისის მაგალითებია გონებით რაიმე ნივთის გადაადგილება ან შეცვლა და ა.შ. მოვლენის შესწავლის დროს, აღმოჩნდა, რომ ტელეკინეზისი პარაფსიგოლოგიის ერთგვარი ასპექტია. პარანორმალური მოვლენის გამომკვლევარნი მიიჩნევენ, რომ ტელეკინეზისი არსებობს. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ რომ ყველაფერი მის შესახებ არის ილუზია.

c915dd7a7be6

ტერმინი “ტელეკინეზისი” წარმოიშვა 1890 წელს, რუსი ფსიქიკური მოვლენების შემსწავლელი ალექსანდრე ნ. აკსაკოფის-ის მიერ. ხოლო ამერიკაში ეს ტერმინი 1914 წელს პირველად, ჰენრი ჰოლტის წიგნში – “კოსმიუერ ურთიერთობებზე” იყო გამოყენებული, რომელიც შემგდომში გამოიყენა მისმა მეგობარმა – პარაფსიქოლოგ ჯ.ბ. რაინისმა, 1934 წელს. ეს ყველაფერი მისი ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგი იყო, კერძოდ კი მას აინტერესებდა შეეძლო თუ არა ადამიანს მოეხდინა ზეგავლენა კამათელზე, დავარდნის დროს. ორივე ტერმინი განხილულ იქნა სხვა სახელებით, მაგალითად : “შორეული ზეგავლენა”, “შორეული გონებრივი ზეგავლენა”, “ანომალური პერტირბაცია” და ა.შ. თავდაპირველად ტერმინი ტელეკინეზისი წარმოიშვა, რომ აესახა რაიმე საგნის ან ობიექტის მოძრაობა, რომელიც გამოწვეული იყო ზებუნებრივი ძალებისგან. მოგვიანებით, როდესაც სპეკულაციამ ზრდა იწყო, იმის შესახებ რომ ადამიანი შეიძლება დამოწმებოდა ამ მოვლენას და რომ იყო შესაძლებელი ადამიანს გადაეადგილებინა ობიექტი, არანაირი სპირიტუალისტიკური გარემოცვის ფონზე, ტერმინი ტელეკინეზისი შეტანილ იქნა ლექსიკონში.

d5bb26b267ff

2004 წელს, ამერიკაში, ფიზიკოსმა ერიკ დეივისმა განაცხადა რომ, ტელეკინეზისი, ფსიქოკინეზის ფორმაა. ფსიქოკინეზისი არის ჩვეულებრივი ტერმინი, რომელიც შეიძლება ვიხმაროთ, რომ ავღწეროთ გონებრივი ძალების კომპლექსის ნაირსახეობა და ტელეკინეზისი კი შეიძლება ვიხმაროთ მხოლოდ-და-მხოლოდ ობიექტის გადაადგილების ფენომენის დასახასიათებლად. სავარაუდოდ ადამიანს შეეძლო ჰქონოდა მეტად ღრმა ტელეკინეტიკური შესაძლებლობა, მაგრამ არ შეეძლო წარმოეშვა რაიმე დამატებითი ეფექტი, რომელიც შემჩნეულ იქნებოდა ფსიქოკინეზისში, როგორიცაა მეტალის კოვზის გადნობა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისი მოგრეხა მინიმალური ფიზიკური ძალით, ხოლო თუ ვინმემ წარატებულად გაადნო მეტალის კოვზი ფსიქოკინეტიკურად, მას შეიძლება აღარ გამოეჩინა იმის შესაძლებლობა, რომ ტელეკინეტიკურად გადაადგილებინა რაიმე ობიექტი.

b0464c03f156

რობერტ მ. სქოჩი – პროფესორი ბოსტონის უნივერსტიტეტში აცხადებს: ”მე მჯერა, რომ პსიქოკინეზისი რეალურია”, როდესაც საქმე ეხებოდა მიკრო-პსიქოკინეზისის სამხილს, პრინსტონის ლაბორატორიულ ექსპერიმენტში მოპოვების და გამოკვლევისას. იგი ასევე ამბობს, რომ გახდა მოწმე წიგნის თაროდან გადმოვარდნიოს რომდესაც ვინმე ქალბატონი იყენებდა ტელეკინეზის ძალას, აგენტი კი ამ პროცესს ესწრებოდა. ბესტ-სელერის ავტორი და მედიცინის დოქტორი მაიქლ ცრიქტონი აღწერს თუ როგორ წარმატებულად გამოსცადა ფსიქოკინეზისი კოვზის გადახრაში. ამ მოვლენას იგი აღწერს თავის წიგნში, 1988 წელს და “მოგზაურობა” ეწოდება. უფროსი მეცნიერ ნოეტიკ სამეცნიერო ინსტიტუტში, ავტორი დინ რადინი აცხადებს, რომ მან ასევე შეძლო გადაეღუნა კოვზის სახელური აუხსნელად მარტივად. მან თავისი ექსპერიმენტი აღწერა თავის 2006 წლის წიგნში ”არეული ფიქრები”.

წყარო: beef.ge

მსგავსი ამბები

Back to top button