არქივი

ხელოვნების დასაწყისი

c0986c997ccd

ამ პოსტში დვწერ ხელოვნების დასაწყისზე, იმედია მოგეწონებათ :)

დაახლოებით 35 ათასი წლის წინათ ადამიანებმა გამოქვაბეულების კედლების მოხატვა დაიწყეს.კედლის ნახატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აღმოჩენილი , მათ შორის საქართველოში,წალკის მახლობლად.მაგრამ ყველაზე ცნობილია საფრანგეთისა და ესპანეთის გამოქვაბულის მხატვრობა.არვინ იცის რატომშეიქმნ ეს ნახატები,მგრამ ვარაუდობენ რომ,პირველყოფილი ადამიანი მოხატულ გამოქვაბულებში რიტუალებს აკეთებდა და დღესასწაულს მართავდა.

გამოქვაბულების მოხატვა
პირველი საღებავები დაფხვნილი, რბილი ქანისგან მზადდებოდა.კონტურების მოსახატად პირველი მხატვრები საკუთარ თითებს იყენებდნენ.შემდეგ ნახატს საღებავში ამოვლებული ბეწვის ნაკუწით აფერადებდნენ.

719968dd2eb5

ცხოველთა ნახატები
კედლებზე ძირითადად ცხოველები ,მაგალითად ბიზონები,ცხენები და მამონტებია დახატული.ადამიანებს ალბათ სჯეროდათ ,დახატულ ცხოველს მაგიური ძალა ჰქონდა და ნადირობაში დაეხმარებოდა

3ad7e87af174

პირველი ქურუმები
ზოგჯერ ნახატებზე უცნაურ არსებებს ვხედავთ, რომელიც ადამიანსაც ჰგავს და ცხოველსაც.შესაძლოა ესენი პირველი ქურუმები არიან, ცხოველის ტანისამოსიანი.შესაზლო აგრეთვე ქურუმის მოხატულ გამოქვაბულში ადამიანები რიტუალებს მართავდნენ

სხეულის მოხატვა
გამოქვაბულების მოხატვასთან ერთად ,პირველყოფილი ადამიანები გარდაცვლილთა სხეულებს წითელი მიწით შესრულებული ნახატებით ამკობდნენ.შესაძლოა ისინი თავის თავსაც იხატავდნენ მაგიურ სიმბოლოებს რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობის წინ

პირველი ქანდაკებები
ძველი მხატვრები ძვლის პატარა ქანდაკებებსაც ამზადებდნენ . მათი უმეტესობა ქალს, შესაძლოა ქალღმერთებს გამოსახავდა,სხვები კი ცოხველებს.

თიხის გამოწვა
ამ პერიოდში ადამიანი იმასაც მიხვდა რომ გამოწვის პერიოდში თიხა უფრო მგრდებოდა.აღმოსავლეთ ევროპაში აღმოჩენილია თიხისგან დამზადებული ადამიანების და ცხოველების გამოსახულებები
233c49de62e7

პირველი კალენდარი?
მეცნიერებმა მიაკვლიეს ძვლისა და ირმის რქების ნახატებს,რომლებზეც მრავალი პატარა ნახატი თუ სიმბოლო ამოჭრილი.ეს პირველყოფილი ადამიანების ნახელავია და შესაძლოა, მთვარის ფაზების მონაცვლეობას ასახავს დროის მიხედვით.იქნებ ეს პირველი კალენდარია?

მსგავსი ამბები

Back to top button