არქივი

ბრძნული გამონათქვამები

4330b19197dc

აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, რომ საჭირო არ არის
ცემა-ტუქსვა, რადგან თქვენი სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც.
ვილჰელმ გრიმი

ადამიანად გავწალდოთ ტყისკაცი ცხრათავიანი, შევიწყნაროთ და გავრანდოთ,
გავზარდოთ ადამიანი!
მურმან ლებანიძე

ადამიანზე ჯერ არავის უთქვამს უფრო საპატიო სიტყვები, ვიდრე: “თავად
განსაზღვრე თავი შენი“, რაც კანტის ფილოსოფიის ქვაკუთხედია. თვითგანსაზღვრის
ეს დიადი იდეა თავს დაგვნათის და ირეკლება ბუნების იმ მოვლენებში, რომლებსაც
სილამაზეს ვუწოდებთ.
ფრიდრიხ შილერი
ადამიანებზე, რომლებიც გაიძვერულად გვექცევიან, იმიტომ ვბრაზობთ, რომ
მათ ჩვენზე ჭკვიანად მიაჩნიათ თავი.
ფრანსუა დე ლაროშფუკო

ადამიანებთან ურთიერთობა გვაბედნიერებს და გვაუბედურებს კიდეც.
ნიკოლაუ ზომბარტი

ადამიანები ბერდებიან, მაგრამ სრულად ვერ მწიფდებიან.
ალფონს დოდე

ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს.
ჩინური ანდაზა

ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო ან ავადმყოფობისგან
განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ
ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ
გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც
თავიანთი ნებით განდგებიან.
ილია II

ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა
რომ დაფარული არ იყოს.
იმანუელ კანტი

ადამიანები ერთმანეთში დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ, თუ რომ ერთმანეთს
არ ატყუებდნენ.
ლაროშფუკო

ადამიანები ვეღარ აზროვნებენ, როდესაც აღარ კითხულობენ.
დენი დიდრო

ადამიანები იმდენად არიან დარწმუნებულნი თავიანთი აზრის
სამართლიანობაში, ხშირად ტყუილად დაჯერებულნი, მიიჩნევენ რა მას ერთადერთ
ჭეშმარიტებად, რომ სხვის მოსაზრებას ამპარტავნულად არად აგდებენ; ეს
ქედმაღლობა პირველმიზეზია მხეცობისა და დევნისა, არავის სურს ითმენდეს მისგან
განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს, თუმც აზრები ქვეყნად იმდენია,
რამდენიც ადამიანი, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სექტა, რომელიც არ განსჯიდეს
ყველა დანარჩენ სექტას და არ ისურვოს ერთპიროვნული ბატონობა.
სებასტიან კასტელიო

ადამიანები იმდენს არასდროს არ ცრუობენ, როგორც ნადირობის შემდეგ, ომის
დროს ან არჩევნების წინ.
ოტო ფონ ბისმარკი

ადამიანები, რომელნიც მოსურნენი არიან გამორჩეულნი იყვნენ, უნდა
ეცადნენ სახელის მოუხვეჭავად არ გალიონ ცხოვრება, მსგავსად სტომაქის მორჩილი
მიწისკენ დახრილი პირუტყვისა. ცხოვრება, რომელსაც შევხარით, მოკლეა და უნდა
შესძლო – რაც შეიძლება ხანგრძლივი ხსოვნა დასტოვო შენზე. მით უფრო, რომ
დიდება, რასაც სიმდიდრე და სილამაზე იძლევა, ხანმოკლეა და არამყარი,
სახელოვნება კი ბრწყინვალე და სამუდამო მონაპოვარია.
გაიუს სალუსტიუს კრისპური

ადამიანები, რომლებსაც მუდამ არ სცალიათ, ჩვეულებრივად არაფერს
აკეთებენ.
გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგი

ადამიანები, რომლებიც ეძლევიან თავიანთ ვნებებს, ანდა თავს აძარცვინებენ
სულიერ მღელვარებას, ვერასოდეს შეჰქმნიან რასმე ღირებულს. ისინი მხოლოდ
ცხოვრებისათვის იცოცხლებენ.
ძმები გონკურები

ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!
გაბრიელ გარსია მარკესი

ადამიანები ჩვეულებრივ საქმით წინააღმდეგობას უფრო ადვილად იტანენ,
ვიდრე სიტყვით წინააღმდეგობას.
ვოლფრამ ეშენბახი

ადამიანების მიმართ არ შეიძლება სინამდვილიდან აღებული კერძო
მაგალითებით საერთო დასკვნების გამოტანა. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ
იმიტომ, რომ ადამიანი-მოაზროვნე არსებაა, ყოველთვის აზრიანად იმოქმედებს,
ანდა, რომ რაიმე ჟინით შეპყრობილი, თავის მოქმედებაში უცვლელად და
თანამიმევრულად იხელმძღვანელებს მხოლოდ იმით. არა. მიუხედავად იმისა, რომ
ყოველ ჩვენგანში არსებობს რაღაც მთავარი ზამბარა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს
ყველაფერი – დანარჩენი, არსებობს კიდევ უთვალავი რაოდენობის წვრილი
ბორბლები, რომელთა ბრუნვაც ან ანელებს, ან აჩქარებს, ხანდახან კი აჩერებს კიდეც
ამ მოძრაობას.
ჩესტერფილდი

ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი
სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.
ალბერტ აინშტაინი

ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო – ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა:
აღმშენებლობისადმი (დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევის,
დესტრუქციის, მოსპობისადმი (დაკავშირებული ტანტალოსთან).
ზიგმუნდ ფროიდი

ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა – ყოველგვარ ცოდნაზე მაღლაა.
ძველი ებრაული
ადამიანებიც პირუტყვებივით არიან: დიდები პატარებსა სჭამენ და პატარები
კი იკბინებიან.
ფრანსუა ვოლტერი

ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, უმეცრება,
უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ
გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.
ბლეზ პასკალი

ადამიანებს არათუ ავიწყდებათ სიკეთე და შეურაცხყოფა, არამედ
სიძულვილით იმსჭვალებიან კეთილმყოფელებისადმი და სიძულვილი უქრებათ
შეურაცხმყოფელთა მიმართ. სიკეთე სიკეთის წილ და ბოროტება ბოროტების წილ
მიაჩნიათ მონობად და დასჯისადმი მორჩილებად.
ლაროშფუკო

ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება,
რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით
ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ
მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ
მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს
სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე
სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა
სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და
ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.
სოკრატე

ადამიანებს ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი.
სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები, გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი
აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს
წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიაზრებდა, რას
დაწერდა. ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ
რჩება.
ჟან დე ლაბრიუერი

ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი
ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი,
სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.
პასკალი

ადამიანებს ჩვენ მხოლოდ პუნქტირული მოხაზულობით ვიცნობთ. ამრიგად
მათი სურათიც კი, ვისაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, რამდენადმე მაინც ჩვენი
წარმოსახვის ნაყოფია. თუკი ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენივე წარმოსახვის
ძაფზე ასხმულ დატეხილი ხაზების ნაწყვეტებს წარმოადგენენ, მაშინ ვიცნობთ თუ
არა ჩვენ საერთოდ ვინმეს და გვიცნობს თუ არა ჩვენ ვინმე სხვაფრივ თუ არ ამ დაწყვეტილი, დანაწევრებული სახით. მაგრამ ამ ჭუჭრუტანებში რომ გარეშეთა
წარმოსახვის შუქი იღვრება, იქნებ სწორედ ეგა ქმნიდეს სიახლოვეს კაცთა შორის.
რაბინდრანათ თაგორი

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ თანამდებობის ხელში ჩაგდება
სიმშვიდესა და ბედნიერებას მიანიჭებთ. ისინი ვერ გრძნობენ, რა უძღებია მათი
სიხარბე და გულუბრყვილოდ ჰგონიათ, მართლაც სიმშვიდეს დავეძებთო, თუმცა
სინამდვილეში მხოლოდ შფოთს, აყალ-მაყალსა და შეხლა-შემოხლას დაეძებენ.
პასკალი

ადამიანთა ბედ-იღბალი რაც უნდა განსხვავებული იყოს, ბედნიერება და
უბედურება მაინც ათანაბრებს მათ.
ლაროშფუკო

ადამიანთა ბედი ის არის, რომ მრავალს იწვევენ და ცოტას ირჩევენ, ხოლო
წიგნების ბედი ის გახლავთ, რომ მრავალს ჰფურცლავენ და ნაკლებად კითხულობენ.
ფრანგი ეპიგრაფისტი

ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე
გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის
დასაკმაყოფილებლად.
არისტოტელე

ადამიანთა კეთილგანწყობილება საზოგადოებაში ახლად გამოჩენილი
კაცისადმი, მეტწილად, გამოწვეულია ფარული შურით იმათ მიმართ, ვისაც მყარი
მდგომარეობა უკვე შექმნილი აქვს.
ლაროშფუკო

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე – ეს
ველური ცხოველების ჯოგია, მიუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვს. ისინი
ყოველთვის მზად არიან ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა,
წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება,
როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია,
მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა
გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც
უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.
თამაზ ჭილაძე

ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრების საუკეთესო წლებს ანდომებს იმას, რომ
დანარჩენი წლები ჩაშხამებული ჰქონდეს.
ლაბრიუერი

წყარო: literatura.mcvane.ge

მსგავსი ამბები

Back to top button