არქივი

ბანანი

081e0a51a002

ბანანი ზღაპრული ხილია, რომელიც მშვენივრად კლავს შიმშილის გრძნობას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიითა და სასარგებლო ნივთიერებებით.

ვყიდულობთ რა ბანანს, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ მისი გარეგნობა: ფერი, შავი ლაქების არსებობა ან არარსებობა, ნაყოფის სიდიდე და სიმწიფის სტადია.

კარგ ბანანს აქვს წვნიანი ყვითელი ფერი, აქვს გლუვი, მბზინავი ზედაპირი, არ უნდა ჰქონდეს მეტისმეტად წიბოვანი ფორმა, სიგრძით 20 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს, მოცულობა კი – 3–4 სმ–ია. ზედაპირზე შავი ლაქები იმის მანიშნებელია, რომ ხილმა მაქსიმალური შაქრიანობა მოაგროვა, ხოლო როცა მთელი ზედაპირი შავია, ეს ნიშნავს, რომ მიმწოდებელმა ვერ შეძლო პროდუქციის საჭირო სახით შენახვა. თუმცა, ისეთ ნაყოფიც კი, რომელიც ძალიან ჯანმრთელად ვერ გამოიყურება, სულაც არ არის საკვებად სახიფათო.

ჩვენთან ძირითადად იყიდება სუფრის ბანანები. ამას გარდა, არსებობენ სადესერტო და ბოსტნეულის ბანანები. როგორც წესი, მათი სიგრძე 8–12 სმ–ია, კანი თხელი აქვს, გემო კი თაფლისმაგვარი და უფრო ტკბილი, ფასითაც ორჯერ ძვირია. არსებობს ბანანის ნაირსახეობა, მათ შორის ვაშლის გემოთი, რომელსაც მიირთმევენ მაშინ, როცა ნაყოფი მთლიანად შავდება. არსებობს წითელი ბანანი, რომელიც სუფრის ბანანს ჰგავს, მაგრამ წითელ–ყავისფერი, წითელ–ბორდოსფერი კანი აქვს, ხოლო ნაყოფი კი – ვარდისფერი.

ბანანს აქვს ვიტამინების ბალანსირებული შემადგენლობა. მათში არის დიდი რაოდენობით ვიტამინები უ და ს, ხოლო ვიტამინ ი|–ის რაოდენობა მასში იმდენია, რომ დღეში რეკომენდებული დოზის თითქმის 1/4–ია, რომელიც ნერვული სისტემის დამშვიდებას იწვევს. სამსახურსა თუ გათვალისწინებელი მდგომარეობისას მიღებული სტრესი მადის პროვოცირებას იწვევს და ვეძალებით საკვებს, რითაც თავის დამშვიდებას ვცდილობთ. რას იწვევს ეს ყველაფერი? თქვენ თვითონაც კარგად იცით. მეცნიერები ასეთ სიტუაციებში გვირჩევენ, რომ სისხლში შაქრის მუდმივი რაოდენობა ნახშირწყლების შემცველი საკვებით შევინარჩუნოთ, ანუ იგივე ბანანებით, თავიდან რომ ავიცილოთ უკონტროლო მადა, რომელიც ნერვული დაძაბულობით არის გამოწვეული.

ბანანში არის ბევრი უჯრედისი, ამასთან, დიეტაში თუ ბანანს ჩავრთავთ, მას შეუძლია ნაწლავების ნორმალური მუშაობის აღდგენა. ბანანი ბრწყინვალე შემცვლელია სასაქმებელი საშუალებების.

ბანანი შეიცავს ნატურალური შაქრის სამ სახეობას – საქაროზას, ფრუქტოზასა და გლუკოზას, რაც უჯრედისთან ერთად იწვევს ძალების მომენტალურად აღდგენასა და ზრდას. მართალია, რომ სამსახურში ის ძალების სწრაფად აღდგენის შესანიშნავი საშუალებაა.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 2 ბანანს შეუძლია საათნახევრის განმავლობაში ინტერსიური ვარჯიშის შემდეგ მოგცეთ ენერგია. მაგრამ ბანანებს არა მხოლოდ ენერგიის მონიჭება შეუძლიათ. მათ ძალა შესწევთ უკუაგდონ და თავიდან აგაცილოთ მრავალი დაავადება და უბრალოდ გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.

ბანანს შეუძლია სისხლში ჰემოგლობინის მომატება, მასში არის რკინის დიდი რაოდენობა.

ბანანი ერთადერთი ცოცხალი ხილია, რომლის ჭამაც შესაძლებელია გამწვავებული წყლულის დროსაც. ის ანეიტრალებს გაზრდილ მჟავიანობას და კუჭის ლორწოს გაღიზიანებას ამცირებს. ბანანი ქრონიკული გასტრიტის დროს მდგომარეობას აუმჯობესებს.

ერთ ბანანში 400 მილიგრამი კალიუმია, რაც სიცოცხლისათვის აუცილებელი მინერალია, რომელიც გვეხმარება გულის მუშაობის ნორმალიზებაში, ტვინს ჟანგბადის მომარაგებით უზრუნველყოფს და წყლის ბალანსს არეგულირებს.

მანამდე, სანამ მწერის ნაკბენზე რაიმე კრემს წაისვამდეთ, სცადეთ ნაკბენზე ბანანის ქერქის შიდა მხარის წასმა. ბევრ ადამიანს საოცრად ეფექტურად მიაჩნია ეს საშუალება გაღიზიანებისა და ნაკბენის შესიების დროს.

სკოლის მოსწავლეებმა და არა მარტო მათ, საუზმეზე, დასვენებებსა და სადილზე უნდა ჭამონ ბანანები იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ გონებრივი შესაძლებლობანი.

ბანანს აქვს ბუნებრივი გამანეიტრალებელი მჟავის შემცველობა, ამიტომ გულძმარვასთან ბრძოლაში ბრწყინვალე საშუალებას წარმოადგენს.

ბანანის ენერგეტიკული ფასეულობა 100 გრამზე 90 კილოკალორიას წარმოადგენს, რაც არც ისე ცოტაა. ასე რომ, ზედმეტ წონასთან ბრძოლისას ბევრი ბანანის ჭამა რეკომენდებული არ არის.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button