არქივი

“არაბული გაზაფხული”

c42ee40d0445
არეულობა არაბულ სამყაროში კვლავ გრძელდება, მიუხედავად ზოგიერთ ქვეყანაში რევოლუციისა (ისიც თუ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად) ხალხი მაინც არ წყნარდება. გადავწყვიტე ერთი პოსტი ამ თემისთვის მიმეძღვნა. 2011 წელს ახლო აღმოსავლეთში მოხდა მოვლენები, რომელთაც მსოფლიო მასმედიამ მალე გამოუნახა სახელი- “არაბული გაზაფხული”- როგორც ჩანს, 1968 წლის “პრაღის გაზაფხულის” ანალოგიით, როდესაც ხალხი გამოვიდა ჩეხოსლოვაკიის ტოტალიტარულ-კომონისტიური რეჟიმის წინააღმდეგ. ყველეფერი საკმაოდ ტრივიალურად დაიწყო.

 

2010 წლის 17 დეკემბერს ტუნისის პატარა პროვინციულ ქალაქში სიღარიბით უკიდურესობამდე მისულმა ქუჩაში მოვაჭრე ახალგაზრდა მუჰამედ ბუაზიზიმ, რომელიც ძლივძლივობით არჩენდა ოჯახს, პროტესტის ნიშნად ქალაქის მერიის წინ თავი დაიწვა.ასეთი უკიდურესი პროტესტის საბაბი აღმოჩნდა სამართლდამცავების მიერ მისთვის სასწორის ჩამორთმევა, ვაჭრობის აკრძალვა და თავმოყვარეობის შემლახავი პირადი შეურაცხყობა. ბუაზიზის არ ჰქონდა თანხა, რომ ქრთამით მოეშორებინა თავიდან პოლიცია.

8bfe95b48eea
მუჰამედ ბუაზიზი იწვავს თავს

ოჯახისათვის მარჩენლის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა. სამწუხაროდ, მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოში ლამის ყოველდღე ხდებოდა. განსხვავება ის იყო, რომ ბუაზიზის სიკვდილმა (მკურნალობის მიუხედავად, ის 2011 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა) უკვალოდ არ ჩაიარა. მისი დაკრძალვისას მისსავე ქალქში და, თითქმის დაუყოვნებლივ, მთელ ტუნისში აგორდა საპროტესტო ტალღა: ტელევიზიამ, მობილურმა ტელეფონმა, ინტერნეტის სოციალურმა ქსელებმა განაპირობეს პროტესტის მასობრივი ხასიათი.

2f786f23ea1a
უნისის პროტესტი

პოლიციამ სცადა დემონსტრაციების დაშლა, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა პროტესტი. ტუნისის არმიამ არ ისურვა კონფლიქტში ჩარევა და ფაქტობრივად განუდგა პრეზიდენტ ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის. 14 იანვარს ტუნისის პრეზიდენტი ოჯახთან ერთად გაიქცა საუდის არაბეთში, რომელმაც მისცა მას პოლიტიკური თავშესაფარი ქალაქ ჯიდაში.

45207c764ea8
უნისის ყოფილი პრეზიდენტი ზინე ელ-აბიდინ ბენ ალი

მრავალ არაბულ ქვეყანაში არსებობდა ღრმა უკმაყოფილება საკუთრი რეჟიმით,მაგრამ ზედაპირზე არ ამოდიოდა. “ტუნისის რევოლუციის” სწრაფმა წარმატებამ პროტესტის აფეთქებისათვის დეტონატორის როლი ითამაში.

დომინოს ეფექტით პროტესტი სწრაფად გადაედო სხვა არაბულ ქვეყნებს. ერთი არაბული ქვეყნის სატელევიზიო ახალ ამბებს სხვა არაბულ ქვეყნებშიც ხედავენ და ენაც ესმით,თანაც ტელეარხ “ალ-ჯაზირას” ყველგან ჰყავს რეპირიორები და გადამღები ჯგუფები. სწრაფად გავრცელდა აზრი: “თუკი ტუნისში შეძლეს, ჩვენც შეგციძლია მოვიშოროთ ჩვენი მტარვალები!” უჯვე 2011 წლის იანვარში დაიწყო საპროტესტო აქციები იორდანიაში, ომანში, იემენში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში, მარტში- სირიაში. რეგიონს გარეთ დემონსტრაციები იყო ალჟირში, მაროკოში, ხოლო ლიბიაში, რომელსაც 1969 წლიდან თავის ოჯახთან და კლანთან ერთად უცვლელად მართავდა საერთაშორისო დონეზე უტაქტობითა და ახირებით ცნობილი დიქტატორი, პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი, ანტისამთავრობო გამოსვლები ნახევარწლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

d48c267262be
ლიბიის ყოფილი პრეზიდენტი მუამარ ალ-კადაფი

 

481a1c6f3853
ლიბიის სამოქალაქო ომი

საყოველთაო ლოზუნგად იქცა “აშ-შააბ იურიდ ისკატ ან-ნიზამ” (ხალხი მოითხოვს რეჟიმის დამხობას)
“ბენ ალის პრეცედენტმა” განაპირობა მასობრივი პროტესტი ჰოსნი მუბარაქის რეჯიმის წინააღმდეგ ეგვიპტეში, რომელიც, გარკვეულწილად, არაბული სამყაროს სახეა. 25 იანვარს დაწყებული მასობრივი დემონსტრაციების დასაშლელად ეგვიპტის უშიშროების ორგანოებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს: სხვადასხვა ქალაქში ჯამში 840-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6 ათასზე მეტი დაშავდა. მხცოვანი პრეზიდენტი მუბარაქი საკმაო ხანს მყარად გრძნობდა თავს. მაგრამ აქაც არმიის პოზიცია აღმოჩნდა გადამწყვეტი: როდესაც გენერლებმა გადაწყვიტეს, რომ ხალხის წინააღმდეგ წასვლას მუბარაქის ხელისუფლებიდან წასვლა ერჩივნათ, ის 11 თებერვალს იძულებული გახდა გადამდგარიყო. ეგვიპტის შეიარაღებულმა ჯარებმა ხელში აიღო ძალაუფლება, დაშლილად გამოაცხადა იქამდე სახელისუფლე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ახალი არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადება დაიწყო. პროტესტმა იკლო, მაგრამ ეგვიპტის ხალხს არ უნდა, რომ დემოკრატიზაციის პროცესი შეწყდეს და ძალაუფლება კვლავ გენერალიტეტსა და ძველი რეჟიმის ხალხს დარჩეს. რევოლუცია იქ დასრულებულად ჯერ ვერ ჩაითვლება.

ce49c7db3106
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი

 

492a136d3325
ეგვიპტის პროტესტი

ზოგიერთ მდიდარ არაბულ მონარქიებში დაუყონებლივ მიიღეს პრევენციული ზომები- საკუთარ მოქალაქეებს მკვეთრად გაუზარდეს ხელფასი, პენსია, შემწეობა, მინისტრების ნაწილი და მთელი მთავრობაც კი შეცვალეს. ზოგ რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები დაპირდნენ ხალხს, რომ მომავალ არჩევნებში აღარ იყრიდნენ კენჭს.

არაბული მონარქიების უმეტესობაში, სადაც მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი უცხოური მუშახელია, ასეთმა ღონისძიებებმა გაამართლა: ადგილობრივი პრივილიგირებული მოსახლეობა არაა დაინტერესებული მაგრად შეარყიოს მყიფე პოლიტიკური სისტემა, ხოლო უუფლებო უცხოელი მუშები და მომსახურე პერსონალი ორგანიზებულ პროტესტს ვერ გამოხატავენ (შესაძლოა ჯერჯერობით)
იემენში კი დაპირებებმა ვერ იმოქმედა: ქვეყანა პრაქტიკულად სამოქალაქო ომის ზღვარზე მივიდა, რადგან გადადგომის შესახებ რამდენიმე განცხადების მიუხედავად, პრეზიდენტი (1978 წლიდან) ალი აბდულა სალეჰი ხელისუფლებიდან წასვლას არ ჩქარობდა.

c3b1a899bcfe
იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი

 

3f90935bec4d
იემენის პროტესტი

ბაჰრეინში პროტესტის ჩასახშობად მმართველმა რეჟიმმა საუდის არაბეთის ძალები შეიყვანა.
სირიაში დიდი ხნის განმავლობაში სიმშვიდე იყო. მასობრივი პროტესტისათვის ნაპერწკლის როლი ითამაშა 2011 წლის მარტის თვეში სამხრეთის პატარა ქალაქ დერააში 10-15 წლის ბავშვების მიერ სკოლის კედელზე წერამ ზემოდხსენებული ლოზუნგისა- აშ-შააბ იურიდ ისკატ ან-ნიზამ”, რომელიც მათ ტელევიზორში ნახეს. ბიჭები პოლიციამ დაიჭირა საშინლად ცემა და აწამა, რასაც მათი მშობლებისა და მთელი დიდი სანათესაოს პოლიციასთან სისხლიანი შეხლა მოჰყვა. დაღუპულების დასაფლავებამ და ახალმა რეპრესიებმა პროტესტის ზვავი ააგორა, რომელიც მალე მთელ ქვეყანას მოედო.

სირიის რეჟიმს უფრო მყარი მდგომარეობა აქვს არმიაში, ვიდრე თუნისსა და ეგვიპტეში. სირიაში გენერლები და უმაღლესი ბიუროკრატია ვერ გადაუდგებიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რადგან მათი დიდი უმრავლესობა მასავით ალავიტია, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები.

cd5695e47da5
სირიის პროტესტი

 

26233112203d
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი

“არაბული გაზაფხულის” მიზეზები გარეგანი ფაქტორები გადამწყვეტი არ უნდა იყოს. უფრო მეტად ის განაპირობა შინაგანმა ფაქტორებმა.
არაბული სამყაროს წინარევოლუციური განვითარების ფაქტორებიდან აღსანიშნავია დემოგრაფიული ვითარება, კულტურულ-საგანმანათლებლო დონე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სოციალური მობილობის შესაძლებლობა, მმართველი ელიტების ხარისხი, ინფორმაციული უზრუნველყოფა, რევოლუციური “ნაპერწკლის” არსებობდა.

  •  “დემოგრაფიული აფეთქება” ძალიან მკაფიოდ ვლინდება არაბულ აღმოსავლეთში, სადაც მოსახლეობის სწრაფი ზრდა იწვევს თაობების სწრაფ განახლებას. 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი ყველა ქვეყანაში ორი-სამჯერ სჭარბობს ხნიერი ასაკის მოსახლეობის ხვედრით წილს. იზრდება ურბანიზაციის დონე, რის გამოც ნაწილობრივ მცირდება შობადობის მაჩვენებელი, იცვლება სოციალური სტრუქტურა, სუსტდება ტომობრივი კავშირები. ახალგაზრდობა რევოლუციურ მასად შეიძლება იქცეს.
  • ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალი ტემპიც კი არ იძლება უფრო სწრაფად მზარდი შრომის უნარიანი მოსახლეობის სრულად დასაქმების საშუალებას. სპარსეთის ყურის მდიდარ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, რომელთაც შედარებით მცირე მოსახლეობა ჰყავთ, შეუძლიათ გარკვეულ ეტაპზე “იყიდონ” მოქალაქეების ლოიალობა მათთვის მატერიალური სიკეთეების დარიგების გზით.
  • არაბული ქვეყნების მთავრობების განათლების დონის ასამაღლებლად, საუნივერსიტეტო განათლების ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად თვით ამ მთავრობების წინააღმდეგ მოქმედებს, ვინაიდან ზრდის ინფორმირებულობის დონეს: განათლებულ ადამიანებს ეზრდებათ მოთხოვნილებები, მათ შორის აზრის თავისუფლად გამოთქმისა, რაც არადემოკრატიულ ატმოსფეროში არ არსებობს. განათლებული ხალხიდან გამოდიან ხოლმე რევოლუციის ლიდერები.
  • ქვეყნის მმართველი ელიტების უმრავლესობა ქმნის კარჩაკეტილ კასტას, ერთმანეთთან დაკავშირებულს ნათესაობით ან საერთო წარმოშობით, რომელშიც შეღწევა მაღალი განათლების მქონე “უცხო” პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ხელმძღვანელების მრავალწლიანი მმართველობა, ფიქტიური არჩევნები, ელიტარული კორუფცია, მმართველი ელიტების დაუოკებელი მოხვეჭილობა, მათი მეტისმეტი გამდიდრება შეუმჩნეველი არ რჩება და ზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას, რაც რევოლუციისათვის დენთია.
  • ცალკეული, თუნდაც მრავალრიცხვოვანი ადამიანების დაუკმაყოფილებლობა ვერ გამოიწვევს რევოლუციას. მის დასაწყებად საჭიროა ნაპერწკალი: თუნისში ეს იყო ერთი გარე მოვჭრის თვითდაწვის აქტი, სირიაში- ბიჭების წამება პოლიციის მიერ.
  • ამაცე დროს, როგორც ალექსის დე ტოკვილა წერდა, “რევოლუციები იმის გამი კი არ ხდება ხოლმე, რომ ადამიანები ცუდად ცხოვრობენ, არამედ იმიტომ, რომ მათ უკეთ ცხოვრება უნდათ”. “უკეთესი ცხოვრება” არაბული ქვეყნების განათლებულმა ნაწილმა საზღვარგარეთ ყოფნისას ან ინტერნეტით ნახა. სრული ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა თანამედროვე პირობებში შეუძლებელია.
  • რევოლუციის წარმატება/წარუმატებლობა ძალიან ხშირად განაპირობებს მმართველი ელიტის სიმტკიცის ხარისხი: ყოველთვის არსებობს ხოლმე მასში ბზარის წარმოშობის საფრთხე.სწორედ ასეთი ბზარი გახდა ჯერ თუნისის, შემდეგ კი ეგვიპტის ელიტაში.სირიაში კი ასეთი ბზარი ჯერჯერობით არ ჩანს.

ევროპული ქვეყნებისთვის ქაოსური ვითარება ახლომდებარე ჩრდილოეთ აფრიკაში სერიოზულ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით იქიდან ლტოლვილების მოზღვავების თვალსაზრისით. ლიბიიდან ათეულ ათასობით ლტოლვილი უკვე მიაწვა იტალიას და იქიდან- საფრანგეთსაც.
თუკი არაბულ ქვეყნებში რევოლუციური მოძრაობა გაგრძელდა და გადაედება არაბულ მონარქიებს, ეს იმოქმედებს ნავთობის მსოფლიო ფასების მომატებაზე.
მხედველობაშია მისაღები, რომ ახლო აღმოსავლეთი საკმაოდ მრავალფეროვანი რეგიონია და რევოლუციების შედეგები სხვადასხვაგვარი შეიძლევა იყოს. მაგრამ გარესამყარო უნდა შეეგუოს იმას, რომ რეგიონი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ის 2011 წლამდე იყო.

Back to top button