გამოგონებასაკითხავისასარგებლო

7 გამოგონება, რომელმაც გამომგონებელი შეიწირა

d

გამომგონებლები წლებს ხარჯავენ თავიანთ გამოგონებებზე; მანამდე ავითარებენ და სრულყოფენ სანამ ისინი ფართო მასებისთვის წარსადგენად არ გამოდგებიან. ხოლო მათი ცხოვრების დანარჩენი ნაწილი ხალხისთვის ბუნდოვანია. თუმცა არიან ისინის ვისდამი ყურადღებაც მარტო მათმა გამოგონებამ კი არა არამედ მათმა ცხოვრებამაც მიიპყრო, რომელიც ასე თუ ისე მათივე გამოგონების მსხვერპლი გახდა.

d

7. ფრანც რეიშელტი – პარაშუტი–კოსტიუმი.
ფრანც რეიშელტი (1879-1912) დარწმუნებული იყო, რომ მას ავიატორებისთვის სპეციალური კოსტიუმის შექმნა შეუძლია, რომელსაც შეეძლება პარაშუტად გადაქცევა. ცნობლი როგორც „ მფრინავი მკერავი“, ავსტრიული წარმოშობის ფრანგი თავის სიცოცხლეს 1912 წლის 4 თებერვლას გამოეთხოვა, როცა ის თავისი გამოგონილი კოსტიუმით ეიფელის კოშკის პირველი პლათფორმიდან გადმოხტა. მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად მანეკენის გამოყენება იგეგმებოდა, ბოლო წუთს გამოგონების ავტორმა გადაწყვიტა ის თვითონ გამოეცადა. სამწუხაროდ რეიშელტისთვის და მისი ოჯახისთვის, იმის რწმენა რომ ეს გამოგონება იმუშავებდა, მხოლოდ სასურველის რეალურად მიღება გახდა.
იმის შემდეგ რაც მაყურებლების წინ რეიშელტი მიწაზე დაენარცხა, ის სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ქვემოთ ნაჩვენებია მისი 90 მეტრიანი ვარდნა.

6.მაქს ვალიე – თხევადსაწვავიანი სარაკეტო ძრავა.

s

მაქს ვალიე (1895-1930) გერმანული სარაკეტო მეცნიერების მწვერვალზე იყო და „Verein für Raumschiffahrt»“–ის ( კოსმოსური ფრენების ასოციაცია ) ერთ–ერთ დამაარსებელად ითვლებოდა. სწორედ ამ ასოციაციის წევრების უმრავლესობა იყო პასუხისმგებელი XX საუკუნის კოსმოსურ პროგრამებზე.

1930–იან წლებში ეს ასოციაცია თხევადსაწვავიან რაკეტებზე მუშაობდა, და ვალიეც იმ აზრზე იდგა რომ პირველად გამოეცადათ სარაკეტო მანქანა ასეთი ძრავით. სამწუხაროდ სწორედ თავისმა აზრებმა შეიწირა ის: ერთი თვის შემდეგ, 1930 წლის 17 მაისს, რაკეტა რომელზედაც ვალიე თავის ბერლინის ლაბორატორიაში მუშაობდა, აფეთქდა. აფეთქბის შედეგად მას ნამსხვრევი პირდაპირ ფილტვის არტერიაში მოხვდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი სიკვდილი.

5. ოტო ლილიენტალი – პლანერი

s

ცნობილი როგორც „პლანერის მეფე“, ოტო ლილიენტალი (1848-1896) სულაც არ იყო საიდანღაც გაჩენილი გამომგონებელი. გერმანული ავიაციის პიონერი და გამომგონებელი, ლილიენტალი ახორციელებდა კონტროლირებად ექპერიმენტებს და იყო პირველი ვინც შეძლო განმეორებადი და დოკუმენტურად სარწმუნო ფრენების განხორციელება.

s

ლილიენტალისა და პრესის პუბლიკაციების წყალობით მის წარმატებებზე , მეცნიერულმა საზოგადოებამ და უბრალო პუბლიკამაც გაიაზრა რომ მფრინავი აპარატების შექმნა სავსებით რეალურია. ლილიენტალი აგრეთვე იყო პირველი ვინც შეძლო განეხორციელებინა კონტროლირებადი ფრენა აპარატით რომელიც ჰაერზე მძიმე იყო. ეს იყო მიღწევა რის შემდეგაც მას „ფრენის მამა“ უწოდეს. მისი შრომა სხვა ადამიანებისთვის მაგალითი იყო, ასეთები იყვნენ ძმები რაითები ისინი ლილიენტალს თავიანთ შთამგონებლად მიიჩნევდნენ. სამწუხაროდ, 2000 გაფრენის შემდეგ , ლილიენტალი დაიღუპა. 1986 წლის 9 აგვისტოს როდესაც ის მიფრინავდა , მოულოდნელად მისმა პლანერმა 56 ფუტის (20მ) სიმაღლიდან პიკირება დაიწყო, დაცემის დროს მან ხერხემალი გადაიტეხა და მომდევნო დღესვე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე კი მან ეს სიტყვები დატოვა „ მსხვერპლი გარდაუვალია“.

4. ჰარი დალიან უმცროსი და ლუის სლოტინი – „დემონური ბირთვი“.

s

ამერიკელი ჰარი დალიან უმცროსი (1321-1945) და კანადელი ლუის სლოტინი (1910-1946) ფიზიკოსები გახლდნენ , რომლებმაც რადიაციული დასხივება განიცადეს და ორივე ერთიდაიმავე ინციდენტის მსხვერპლი გახდა ატომურ ბომბზე მუშაობის დროს ლოს–ალამოსსა და ნიუ–მეხიკოში. 1945 წლის 21 აგვისტოს დალიანს შემთხვევით ვოლფრამის კარბიდის ფილა დაუვარდა პლუტონიუმის ბირთვზე – რამაც ბირთვი „სუპერკრიტიკული“ გახადა. პანიკაში ჩავარდნილი დალიანი უშედეგოდ ცდილობდა ფილის გადმოგდებას და იძულებული გახდა ვოლფრამის ფილების დემონტაჟი თვითონვე გაეკეთებინა რომ როგორმე ბირთვული რეაქცია შეეჩერებინა. ის ძლიერი დასხივებით 25 დღეში გარდაიცვალა.

ს

„კრიტიკული ინციდენტის“ მეორე მსხვერპლი ლუის სლოტინი იყო. 1946 წლის 21 მაისს შემთხვევით მას სახრახნისი დაუვარდა და ამით ბირთვული დაყოფის რექცია დაიწყო. ის უფრო მალე გარდაიცვალა, ინციდენტიდან სულ რაღაც 9 დღეში. უცნაური დამთხვევის შედეგად იმ ექსპერიმენტში რომელშიც ის მონაწილეობდა სწორედ ისევ ის პლუტონიუმის ბირთვი გამოიყენებოდა, რომელმაც დალიანი მოკლა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ამ ბირთვს „ დემონური ბირთვი“ შეარქვეს.

3. ჟან–ფრანსუა პილატრ დე როზიე – როზიეს ბურთი.

ს

ფრანგი ჟან–ფრანსუა პილატრ დე როზიე (1754-1785) წარჩინებული ავიატორია, რამდენიმე საამაყო მიღწევით. პირველი მიღწევას მან მარკიზ დე’არლანდესთან ერთად მიაღწია 1783 წლის 21 ნოემბერს, როდესაც პირველი შეუჩერებელი ფრენა განახორციელა მფრინავი ბურთით. მეორე მისი მიღწევა კი არც ისე წარმატებული გამოდგა: 1785 წლის 15 ივნისს ის და მისი კომპანიონი პიერ რომანი საჰაერო კატასტროფის პირველი მსხვერპლნი გახდნენ, ეს კატასტროფა ლა–მანშის გადალახვის დროს მოხდა.

ს

იმის გამო რომ მონგოლფიეს ბურთი , რომელსაც ის პირველად იყენებდა არ იყო განკუთვნილი შორ დისტანციებზე ფრენისთვის, დე როზიემ საჰაერო ბუშტის თავისი ვერსია შექმნა, რომელიც როგორც წყალბადს ასევე ცხელ ჰაერს იყენებდა. უშუალოდ ფრენის დროს , ქარმა ბუშტი უკან ხმელეთისკენ გააბრუნა, მათი ბუშტი უცაბედად ჩაიფუშა და ისინიც 500 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ერთი სამწუხარო მოვლენა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ის იყო რომ როზიეს მეუღლე ამ შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მრავალი ადამიანი კი ვარაუდობდა რომ მან თავი მოიკლა.

2. ჰორას ლოუსონ ჰანლი – ჰანლის წყალქვეშა ნავი

ს

ჰორას ლოუსონ ჰანლი (1823-1863) ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კონფედერატების მხარეს იბრძოდა. იყო რა საზღვაო ინჟირენი , მან წყალქვეშა ნავები გამოიგონა, რომლებიც ხელების საშუალებით მოდიოდნენ მოძრაობაში. სამწუხაროდ მისი სიცოცხლეც ერთ–ერთმა მისმა გამოგონილმა ნავმა შეიწირა, რომელსაც მის საპატივსაცემლოდ მოგვიანებით მისივე სახელი დაარქვეს.

ს

ჰანლის წყალქვეშა ნავზე რამდენიმე მსხვერპლი მანამდეც იყო : ამ ნავის პირველი ჯგუფი მაშინ დაიღუპა როდესაც ნავის ლუქები ღია ქონდათ ხოლო გვერძე გამავალი გემისგან წამოსულმა ტალღამ კი ისინი დაფარა, მაშინ 5 ადამიანი დაიხჩო. ამის შემდეგ მოხალისეების მეორე ჯგუფი აიყვანეს. უბრალო ვარჯიშობების დროს ჰანლიმ გადაწყვიტა თვითონ ეხელმძღვანელა ნავისთვის. 1863 წლის 15 ოქტომბერს ნავი ჩაიძირა და ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. მოგვიანებით ნავი ამოყვანილ იქნა ზედაპირზე და მიიღო წოდება პირველი წყალქვეშა ნავისა რომელმაც ბრძოლის დროს წარმატებით ჩაძირა მოწინააღდეგის გემი.

1. აურელ ვლაიკუ – აეროპლანი

ს

აურელ ვაიკუ (1882-1913) რუმინეთში დაბადებული ინჟინერი და აეროპლანების გამომგონებელი იყო. მან თავისით შექმნა პირველი აეროპლანი და პირველი ფრენა 1910 წლის 17 ივნისს განახორციელა. შემდეგ ვაიკუმ მეორე აეროპლანი შექმნა და 1912 წლის აერო შოუზე მრავალი პრიზიც მოიგო. სამწუხაროდ ისიც თავისმა გამოგონებამ იმსხვერპლა 1913 წლის 13 სექტემბერს, როდესაც „ვაიკუ II”–მა მას კარპატის მთების გადაფრენისას უმტყუნა. ვაიკუ უკვე მუშაობდა აეროპლანის ახალ მოდელზე „ვაიკუ III”–ზე მაგრამ როდესაც შეიტყო რომ ორი სხვა რუმინელი მფრინავი კარპატების გადაფრენას აპირებდა , მან ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო გამოეყენებინა მისი ძველი და გაცვეთილი „ვაიკუ II” და არ დაემთავრებინა ახალი მოდელი. ეს იყო გადაწყვეტილება რომელიც მას თავის სიცოცხლედ დაუჯდა.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close