გასართობი

როგორ შევქმნათ ახალი წლის განწყობა?

თქვენი ოთახის ერთი კუთხე ნამდვილ წიწვოვან ტყედ გადააქციეთ. სხვადასხვანაირი გირჩა მოათავსეთ ვერცხლისფერ ჭიქებში, შანდლებზე ან თასებზე. თითოული ”ნაძვის ხე” ბრჭყვიალა მუყაოსგან გამოჭრილი ვარსკვლავით მორთეთ.

2. სანთლის შუქზე
იმისთვის, რომ ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ, სად წვეთავს სანთელი და როდის ჩაიწვა სანთელი, ცალკე ჭურჭელზე დადგით. გამოდგება მრავალიარუსიანი საკანფეტე – მასში რამდენიმე სანთლის მოთავსება შეიძლება. რომანტიკულიცაა და უსაფრთხოც.აძვის ხის ბურთები .
იმისთვის, რომ ნაძვის ხის სათამაშოები არ გატყდეს, მათი შენახვა კვერცხის შესაფუთ მუყაოშიც შეიძლება. ეს მოხერხებულია, კარადაში ადგილსაც ზოგავს. მეტი უსაფრთხოებისთვის თითოული ბურთი რბილ ქაღალდში ან ხელსახოცში გაახვიეთ.

4. სახელობითი საჩუქარი
იმისთვის, რომ თქვენმა ახლობლებმა თავიანთი საჩუქარი ადვილად იპოვონ ნაძვის ხის ქვეშ, ყუთს მიამაგრეთ იარლიყი სახელით. მისი გაკეთება მყარი ფერადი მუყაოსგანაც შეიძლება და ძველი საშობაო მისალოცებისგანაც. სასურველი ფორმა გამოჭერით, გახვრიტეთ და ფერადი თოკი ან ლენტი გაუყარეთ. პატარებისთვის, რომლებმაც ჯერ კითხვა არ იციან, იარლიყს ფოტო მიაწებეთ.
5.ფანჯრის მოსართავა:აუცილებელი არაა, ყველა სათამაშო ნაძვის ხეზე დაკიდოთ. ზედმეტი მძივებისგან ფანჯრის ლამაზი ყვავილწნულის გაკეთებაც შეიძლება.

6. რბილი სათამაშოები
პატარა მოსართავები ძალიან მომხიბლავად გამოიყურება ნაძვის ხეზე. გამოჭრით სასურველი ფორმის თარგს, მიაკერებთ მძივებს, დაამუშავებთ ბოლოებს და ხელნაკეთი სათამაშოც მზად იქნება.                                                                                                                      ტკბილეული
გაუმასპინძლდით სტუმრებს თქვენი გაკეთებული მარციპანის კანფეტებით. კანფეტის ბურთები შაქრის პუდრაში ამოავლეთ, ჭიქაში ჩაალაგეთ და მაგიდაზე დადეთ.

8. კალათი ნუგბარით
მოწნული კალათი ნუგბარით ძალიან უხდება სადღესასწაულო მოაგიდას. ფსკერზე პერგამენტის ფურცელი დააფინეთ, ნაპირები გირჩებით მორთეთ, შუაში კი ხილი და ტკბილეული დაალაგეთ.                                                                                                                 საახალწლო არომატი
დაგჭირდებათ ახალი ფორთოხალი და ლიმონი. ფანქრით მონიშნეთ ხილზე ადგილები ვარსკვლავებისთვის, საკანცელარიო დანით X-ის ფორმით ამოჭერით კანი, მერე ცენტრში გადახაზეთ, რომ 8-დაბოლოებიანი ვარსკვლავი გამოვიდეს. ვარსკვლავის შუაში ჩაარჭვეთ მიხაკი (სუნელი), ხილი ლარნაკში მოათავსეთ და წივებითა და დარიჩინით მორთეთ. ასეთი კომპოზიცია 3 დღე შეინახება.

10. შამპანური ყველას!
იმისთვის, რომ გამხიარულებულმა სტუმრებმა ბოკალები არ არიან, მათ ლამაზი პაწაწა კრამპონები მიამაგრეთ.

გირჩების ვარსკვლავი
ასეთი ვარსკვლავის გასაკეთებლად, მრგვალი ფორმის პენოპლასტი დაგჭირდებათ. ხის ჯოხებს სხვადასხვა ფორმის გირჩები მიაწებეთ და პენოპლასტში ჩაარჭეთ.

12. პატარებისთვის
პატარების გულის გასახარად, გამოაცხვეთ სახალისო ფორმის პატარა ორცხობილები, გახვრიტეთ და დაკიდეთ ნაძვის ხეზე. ბავშვებს უყვართ მასზე გემრიელი სამშვენისების ძებნა.

ფუფუნება
სიმპათიური საყურე, რომელსაც უკე დიდი ხანია წყვილი დაკარგვია, მშვენივრად შეცვლის სათამაშოს პატარა დეკორატიულ ნაძვისხეზე.

14. ახალი გადაწყვეტილება
თუ თქვენს ბინაში ცოტა ადგილია, ეს არაა იმის საბაბი, რომ ნაძვის ხეზე თქვათ უარი. პატარა კვიპაროსის ან სხვა ნაძვი ყველგან მოთავსდება, იყიდეთ ერთდოულად რამდენიმე მცენარე და თავისუფალ ზედაპირებზე მოათავსეთ. ძალიან საზეიმოდ გამოიყურება!

ხელსახოცის რგოლები
საშინაო ორცხობილების გამოსაცხობი ფორმები ყველა დიასახლისს აქვს სახლში. დაახვიეთ ხელსახოცი მილივით, გაუყარეთ ფორმაში და ასე დადეთ თეფშზე. ფაიფურის სერვიზიც რომ არ გქონდეთ, საახალწლო სუფრა საზეიმო ელფერს შეიძენს.

16. პეპელა
ეს პატარა დეტალიც კი, ფარდაზე მიმაგრებული პეპელა, დღესასწაულის განუმეორებელ შეგრძნებას დაბადებს სახლში.

აბრეშუმის ბაფთა
ხანდახან გინდა, წესებს გადაუხვიო და მაგიდა უჩვეულოდ გააწყო. მორთეთ აბრეშუმის ან ორგანზის ლენტებით. დღესასწაულის შემდეგ, ამ ლენტებს შინახავთ და მომდევნო ჯერზეც გამოიყენებთ.

18. სადღესასწაულო თაიგული
სადღესასწაულოდ მორთული ცოცხალი ყვავილები ყველგან სადღესასწაულო განწყობას ქმნის. აიღეთ ფეხსაცმლის ყუთი და ქინძისთავების დახმარებით ოქროსფერი ქსოვილით გაუკეთეთ დრაპირება. შემახვიეთ ლამაზი ლენტი. შიგნიღ კი პოლიეთილენის პაკეტი ჩადეთ და გააკეთეთ ცოცხალი ყვავილებისთვის ოაზისი. მასში თაიგული უფრო დიდხანს გაძლებს.

კანფეტების ყვავილწნული
ასეთი ყვავილწნულისთვის ფერადი და ლამაზი შეფუთვის პატარა კანფეტები დაგჭირდებათ, ქაღალდების ბოლოებს ჩვეულებრივი საკანცელარიო ”სტეპლერით” მიამაგრებთ ერთმანეთს და ყვავილწნულიც მზად იქნება.

წყარო: eva.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close