საკითხავისასარგებლოუცნაური

უნიკალური ტომი – პირაჰა

სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს ძალიან უცნაური ინდიელთა ტომი, სახელად პირაჰა (Pirahã), რომელმაც იცის მხოლოდ ორამდე დათვლა. რაოდენობას ისინი ასე აღნიშავენ- ერთი, ორი და ბევრი. უფრო მეტიც – ეს სამი სიტყვა ფაქტობრივად ერთიდა იგივეა და მხოლოდ ინტონაციებით განასხვავებენ ერთმანეთისაგან, რაც კიდევ უფრო დამაბნეველია. და ეს არ არის ყველაფერი, სიტყვა “ერთი” იმავდროულად შეიძლება ნიშნავდეს ” ცოტას”, ორი – “უფრო მეტს” და ასე შემდეგ. ზუსტი ციფრები მათ არ სჭირდებთ. პირაჰას ნაკლებად განვითარებული სოციალური სტრუქტურა აქვს. ფულს არ ითვლიან, ვალუტას ცვლის ბარტერული გაცვლა-გამოცვლა. რადგანაც ამ ხალხმა დათვლა არ იცის, თეთრები მათ ხშირად ატყუებენ. პირაჰას ტომის ხალხმა ერთ–ერთ ქრისტიან მისიონერს- დანიელ ევერეტას (რომელმაც მათ შორის 30 წელი იცხოვრა) სთხოვეს რომ გამხდარიყო მათი არითმეტიკის მასწავლებელი. უფროსებმა ვერანაირად ვერ ისწავლეს, თუმცა ბავშვებმა დაიწყეს ათვისება, მაგრამ შემდეგ მშობლებმა აღარ ისურვეს სწავლის პროცესის გაგრძელება. არ იცინ დროის ათვლა, არ აქვთ არანაირი კალენდარი. სიტყვა – წარსული, მომავალი- მათთვის უცხოა. მათი ენა ძალიან უცნაურია, მხოლოდ 7 თანხმოვანი აქვთ და 3 ხმოვანი.

ყველაზე უნაური ამ ისტორიიდან არის ის , რომ ამ ტომის ხალხმა ევერეტა თავისი რელიგიის არასრულყოფილებაში დაარწმუნა, შეაცვლევინა შეხედულება თანამედროვე სამყაროს ადამიანურ ფასეულობებში, ამის გამო ის შემდგომში თავის ცოლსაც კი გაშორდა, ღრმად ქრისტიან ქალს (?). ის ამტკიცებდა, რომ არ ჩავთვალოთ მათემატიკა, პირაჰას ტომის ხალხი ძალიან ჭკვიანიაო.

ახლა მტკიცდება , რომ თვით დათვლის კონცეფცია მთლიანად ეწინააღმდეგება პირაჰას ფილოსოფიურ კონცეფციას. ისინი რადიკალურად ნატურლისტები არიან, უარყოფენ ქონების დაგროვებას, იერარქიას, საერთოდ იერარქიულ აზროვნებას ნებისმიერი ფორმით. ყოველი ნანადირევი, დაჭერილი თევზი, იჭმევა იქვე, არავინ არ იმარაგებს, არავითარი გეგმები მომავლის შესახებ. ამის გამოა , რომ მათ ენაში არ არსებობს სიტყვა “ქონა”, ამ შემთხვევაში ისინი ამბობენ- ” ახლოს ყოფნა”. რათა თავიდან აიცილონ ყოველგვარი იერარქიის წარმოქმნა, ისინი პრინციპულად ივიწყებენ თავისი ოჯახის და ტომის ისტორიას,გარდა საბაზისო მითებისა. როცა ბავშვებმა დათვლის კონცეფციის მშობლებთან მოყოლა დაიწყეს, მშობლებმა სასწრაფოდ აუკრძალეს ბავშვებს არითმეტიკის შესწავლა.
რელიგია, როგორც ასეთი არ აქვთ, მაგრამ აქვთ ერთგვარი ნატურფილოსოფია. მაგალითად ფრინველი და გველი შეიძლება ჩათვალონ სულად. პრაქტიკულად თაყვანს არ სცემენ არაფერს და არავის. თუმცა ატარებენ რაღაც მაგიური რიტუალებს, ბავშვის სახელის შერჩევისას ან განკურნებისას და ასე შემდეგ.
პირაჰის ტომში არ არსებობს ქორწინება, თუმცა მშობლები ცხოვრობენ ერთად და ბავშვსაც ერთად ზრდიან. თუ ცოლს “ქმარი” არ მოსწონს, ცუდი მონადირეა, არ მოაქვს ნანადირევი ან თევზი, ის სხვა ქმრის ძებნას იწყებს, ან პირიქით თუ ცოლი ცუდად უვლის ბოსტანს ან სხვა მიზეზით, ქმარი ეძებს ახალ ცოლს. არ ჰყავთ ბელადი ან წინამძღოლი. თუმცა საჭიროების შემთვევაში შეუძლიათ სპონტანურად საერთო საქმეების ორგანიზება. ამ შემთხვევაში ისინი ერთად იკრიბებიან (ტომში დაახლოებით 360 ადამიანია) და ერთად წყვეტენ საკითხებს.
ძინავთ დღისითა და ღამით მოკლე პერიოდებით,20-30 წუთით მიეყრდნობიან პალმის ხეს ან კედელს. უფრო სწორად, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არ სძინავთ. ამ ფორმით ისინი ცდილობენ მოსპონ მათი აზრით არასაჭირო განსხვავება ღამესა და დღეს შორის.

მათ გააჩნიათ აგრეთვე ერთი საინტერესო გამოგონება- სტვენის ენა. შეუძლიათ ერთმანეთს გადასცენ სიგნალები დიდ მანძილზე ტყეში, მორზეს ანბანის მსგავსად.
პირჰას ტომი ახდენს ბარტერულ გაცვლას სხვა ტომებთან, მაგრამ საერთოდ ვაჭრობას თვლიან სულელურ, ბარბაროსულ საქმიანობად. ქალები სამკაულებში და ტანსცმელში ცვლიან საკუთარ სხეულს, თუმცა ეს არ ითვლება მრუშობად, ამაზე ბევრს ხალისობენ და უყვებიან თავის ქმრებსაც კი.
სახელს იცვლინ რამდენიმეჯერმე სიცოცხლეში , 6-7-ჯერ ასაკის მიხედვით. ასე რომ სახელით მიხედვით შეიძლება მიხვდე თუ რა ასაკისაა ადამიანი.
ისეთი სიტყვები,რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვამბობთ – როგორიცაა გამარჯობა, ნახვამდის, მადლობთ, ბოდიში , როგორა ხარ -პირაჰაელები უბრალოდ არ ხმარობენ. არ არჩევენ ფერებს, ფერებს ასე ყოფენ – მუქი და ღია ფერის. ჯერ იყო ისეთი მოსაზრება, რომ სინამდვილეში დალტონიკები იყვნენ, მაგრამ მეცნიერების მიერ ჩატარებული ტესტების შემდეგ ეს შეხედულებაც გააქარწყლეს.
ისინი არ ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, რაც დარჩება დიდი პერიოდით. ხატავენ ქვიშაზე, სამკაულებს აკეთებენ სხვადასხვა ნაყოფისაგან. ვერ ამჩნევენ ჭუჭყის ლაქებს თავიანთ ტანსაცმელზეც. პირაჰაელები არასოდეს არ რეცხავენ თავიანთ ტანსაცმელს. რაც შეეხება სუნს, არის კიდევ ერთი უცნაური ფაქტორი- პირაჰაელები არასოდეს ოფლიანობენ.

არის კიდევ ერთი უცნაურობა, რაც უნიკალურს ქმნის ამ ტომს. ცნობილია, რომ ერთადერთი არსება რომელსაც სირცხვილის გრძნობა გააჩნია ეს ადამიანია , ამ შემთხვევაში პირაჰას ტომის წარმომადგენლები არიან ერთაერთი გამონაკლისი ალბათ ადამიანთა მოდგმაში, რომელთაც უბრალოდ არ იციან სირცხვილი რა არის, ყველა აკეთებს იმას რაც უნდა და როგორც უნდა.
უცნაური “ლოგიკა” რითაც ცხოვრობს ეს ხალხი ჩვეულებრივი ევროპელისათვის შემაშფოთებელია. მაგალითად თუ ჩვილი არ იდებს ძუძუს პირში, არავინ აჭმევს ძალით – “მან უფრო კარგად იცის როდის ჭამოს”. თუ ქალი წავა სამშობიაროდ ტყეში და თუნდაც 3 დღე ისმოდეს მისი კივილი, არავინ მივა მისაშველებლად – “ალბათ სიკვდილი უნდა და ეს მისი გადასაწყვეტია”.
თავად ეს ხალხი ძალინ ამაყობს თავისი მსოფლმხედველობით და თვლიან, რომ სხვა ტომის ხალხები და “თეთრები” არიან ბარბაროსები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close