არქივი

honda

d638029243b2

ჰონდა არის მანქანა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ეს პოსტიც დავწერე მასთან დაკავშირებით

44adcfa2fced

სოიჩირო ჰონდა — კომპანია Honda-ს დამაარსებელი, ინჟინერი, ავტომრბოლელი და უბრალოდ
კარგი ადამიანი.

კომპანია Honda 1946 წელს იაპონელმა ინჟინერმა, გამომგონებლმა და ავტომრბოლელმა სოიჩირო ჰონდამ (Soichiro Honda) დაარსა, იგი 1906 წელ ს დაიბადა და თითქმის 50 წელზე მეტია მისი ქცევა არასტანდარტული და გამომგონებლურია. ჰონდას სკოლაც კი არ დაუმთავრებია, 16 წლის ასაკში იგი ტოკიოს ავტოსარემონტო სახელოსნოში მოსწავლედ მივიდა. .

მანქანებისადმი ადრეულ ასაკშივე დიდი ინტერესი მისი მამით იყო გამოწვეული იგი მჭედელი იყო, რომელიც ევლოსიპედებს არემონტებდა, თან შვილს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას ასწავლიდა. 1928 წელს საკმარისი ფულის შეგროვების შემდეგ, იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში ხამამატსუს პროვინციაში და იქ პირველი სარემონტო სახელოსნო გახსნა. ამავე წელს მან მიიღო პირველი პატენტი იდეისთვის გამოეცვალა ბორბალში ხის სპიცები მეტალით.

ჰონდას გამოგონებებმა მომავალში მას დიდი წარმატება მოუტანეს, რომელიც რთული დავალებებისთვის უმარტივეს გადაწყვეტილებებს პოულობდა.

768df286f06a

ტაკეო ფუძისავა ითვლება Honda-ს მეორე მამა დამაარსებლად.

a1852729959b

1950 წელს ტოკიოში კომპანიის ფილიალი გაიხსნა. აქვე შეიძინეს საქსოვი ქარხანა, რომელიც მოტოციკლების მწარმოებელ ქარხანად გადააკეთეს. სადაც მოტოციკლ Dream Type D-ის წარმოება დაიწყო, რომელიც 1951 წელს Dream Type E-ით შეიცვალა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 70კმ/სთ ავითარებდა.
1952 Honda-ს სათაო ოფისი ტოკიოში გადავიდა, პროვინცია საიტამაში გაიხსნა ქარხანა Shirako, შეიქმნა ახალი ძრავი Cub Type F ბრუნვით 50 კუბ.სმ და სიმძლავრით 1,2 ლ.ს.

1953 წელს კიდევ ორი ქარხანა გაიხსნა და დაიწყო Benly J-type-ის წარმოებაშემდეგ წელს კი კომპანიის აქციები უკვე ტოკიოს ბირჟაზე იყიდება. ტექნიკური მახასიათებლების გამო Honda უფლებას აძლევენ მონაწილეობა მიიღოს მოტოსოირტში _ მისი გუნდი მონაწილეობს საერთაშორისო მოტორბოლაში Sao Paulo ბრაზილიაში და Isle of Man TT ბრიტანეთში.

1955 კომპანია მოტოციკლების წარმოებით იაპონიაში ლიდერო ხდება. Honda-მ მონაწილეობა მიიღო პირველ იაპონურ რბოლაში Motorcycle Endurance Road Race და გაიმარჯვა 350 და 500 კუბ.სმ. კლასებში, მიიღო ასევე პრიზი კონსტრუქციისათვის. გამოშვებულ იქნა ახალი მოდელი Benly JB, Dream SA, Dream SB-type. 1956 წელს შემუშავებულ იქნა კორპორატიული პრინციპები, რომელსაც კომპანია დღემდე ინარჩუნებს. ამ პერიოდიდან ჰონდას პროდუქციას ერთწლიანი გარანტია აქვს.
7b96943a6562

Honda-ს შემდგომი გამარჯვებები მოტორბოლებში იმდენად ბევრია, რომ მათ ჩამოთვლას არ მოვყვებით. 1958 წელს გამოვიდა მოდელი Super Cub, 1959 კი Honda მოტოციკლების წარმოებით მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია იყო. სწორედ 1959 წელს ამერიკის შეერთბულ შტატებში ჩამოყალიბდა კომპანია American Honda Motor. .
60-იან წლებში ჰონდას ფილიალები უკვე ევროპაშიც გამოჩნდა. დაიგეგმა სპეციალური სარეკლამო კამპანია სლოგანით “საუკეთესო ხალხი მგზავრობს ჰონდათი” («You Meet the Nicest People on a Honda»). ეს კამპანია 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, თუმცა მან მოტოციკლი ძალიან პოპულარული გახადა და განსაკუთრებით მისი ახალი იმიჯი _ მხიარული საოჯახო საშუალება საშუალო ფენის გადასაადგილებლად”

1e5d82afb987

სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა Honda უკვე საავტომობილო ბაზარზე. 1963 წელს მისი პირველი მოდელი გამოვიდა საშუალო ზომის სპორტული მოდელი S500.
ამ პერიოდიდან Honda-მ დაიწყო პპოპულარობის მოპოვება, როგორც კომპაქტური ხარისხიანი არაძვირიანი ავტომობილების წარმოებით. 1973 წელს სოიჩირო ჰონდა ფორმალურად პენსიაში გავიდა (ასევე მოიქცა ტაკიო ფუძისავაც), თუმცა ამის შემდეგაც იგი ყოველთვის ცდილობდა ყოველი ახალი მოდელი პირადად გამოეცადა.

მოგვიანებით ტექნოლოგია CVCC Honda Motor-სთან ხელმოწერილი ონტრაქტის საფუძველზე Isuzu Motors и Chrysler Corporation გადაეცა, ამავე ტექნოლოგიის შესახებ ლიცენზირებული ხელშეკრულება Ford Motor-სთანაც დაიდო. Suzuka Circuit-ის კომპლექსში მოტოციკლების პირველი ნაციონალური ფესტივალი ჩატარდა. 1974 წელს, როცა იაპონიას თავს ნავთობის კრიზისი დაატყდა და ავტომწარმოებლებმა წარმოების შემცირება გადაწყვიტეს, ჰონდა პირიქით მოიქცა -გაარმოგა წარმოება და დაწია ფასები.
ის მართალი აღმოჩნდა — Toyota-სა და Nissan-ისგან განსხვავებით, რომლების გაყიდვებიც 40%-ით შემცირდა, Honda-მგაყიდვები 76 % გაზარდ. სოიჩირო ჰონდამ იმავე 1974 წელს მიჩიგანში დოქტორის ხარისხი მიიღო.

პარალელურად გრძელდებოდა საერთაშორისო ქსელის გაფართოება. 1986 წელს დაიწყო სისტემა 4WS (4-თბლიანი მართვა) შექმნა, კანადაში დაიწყო Accord-ის წარმოება, Honda-მ დაიკავა სამი პირველი ადგილი პარიზ-დაკარის რბოლაში.

1987 წლიდან სისტემა 4WS უკვე ავტომობილ Prelude-ზე დამონტაჟდა, Honda გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მსოფლიოში და განაცხადა უსაფრთხოების ბალიშების სისტემის შექმნის შესახებ. (SRS). წარმოებულ იქნა 5 მილიონი Civic. ჟურნალ Motor Trend-ის მიერ შედგენილ რეიტინგში ყველაზე პოპულარული მანქანები პირველი სამი პოზიცია CRX, Civic და Prelude-მა დაიკავეს.

ჟურნალმა Car and Driver Accord დაასახელა აშშ-ს 10 ყველაზე პოპაულარულ მანქანას შორის. შეიქმნა მოდელი Concerto. 80-იანი წლები გრანდიოზული შემთხვევით დასრულდა სოიჩირო ჰონდა იყო პირველი აზიატი, აღიარებული აშშ-ს ავტომობილების წარმატების დარბაზში. ამავე დროს Accord შტატებში ყველაზე გაყიდვადი მანქანა გახდა, წარმოდგენილი იქნა VTEC და TCS სისტემები.

f13cb11a6fea Civic-ის მეორე თაობამ არა მარტო შეინარჩუნა კლიენტების ნდობა, არამედ მოიზიდა ახალი კლიენტებიც.

244d0d267aa6

1990-იან წლებში საქმიანობა ახალი მოდელი NSX დებიუტით დაიწყო. უახლესი ტექნიკური პარამეტრებით ეს იყო პირდაპირი გამოწვევა Ferrari-ს სპორტული ავტომობილებისთვის. NSX ამერიკულ ბაზარზე მალევე დამკვიდრდა და სწრაფადაც იყიდებოდა. ამავე დროს Honda ვითარდებოდა ეკოლოგიური მიმართულებითაც. მისმა ავტომობილმა მზის ენერგიაზე Dream დაიკავა მეორე ადგილი World Solar Challenge-ის რბოლაში.

727baa20491e

ჰონდა ასევე მონაწილეობას იღებდა ფორმულა ერთში სადაც 2005 წლამდე მნიშვნელოვანი წარმატებები არ მიუღეწვია.

წლების განმავლობაში Honda სულ უფრო ვითარდება ეკოლოგიის თვალსაზრისით, უშვებს ავტომობილებს, რომლებიც გაზსა და ელექტროენერგიაზე მუშაობენ, ავითარებს ძრავის მახასიათებლებს,რომლებიც მავნე გაზების რაოდენობას ამცირებს. ასე მაგალიტად, 1996 წელს გამოდის Honda EV PLUS — ელექტრომობილი, რომელიც უკვე 1997 წლიდან შეიძლება იქირაო. იქმნება ჰიბრიდული ავტომობილები IMA სისტემით, გამოდის ძრავები ZLEV გამონაბოლქვის ნულოვანი სისტემით.

9515c85ca36e

33b5d71f5be1

ede41b50ec38

f9dc61b76cfc

6c73ee2547aa

463ffd27abcc

a6fb7154a389

e32115b832cb

a88cd76327ce

ეს კი ჰონდას რობოტი რომელიც შეიქმნა იმ მიზნით რომ ადამიანებს დაეხმაროს ყოველდღიურ საქმეში :)

http://www.youtube.com/watch?v=FV8YVQ_QLTI
მხეცი მანქანა
ახალი Honda NSX,ატარებს 5.5 ლიტრიან V10-ს, რომელიც გამოიმუშავებს 600 ცხ/ძალას და მბრუნავი მომენტიც 600 ნანომეტრია. შთამბეჭდავია არა? არა მარტო ახალი ძრავით დააკვირვა Honda თავისი მოყვარულები, ახალ NSX-ის ძრავს შეერწყა 2 მოჭიდებიანი 6 საფეხურიანი ტრანსმისია. მანქანამ ახალი აეროდინამიკა მიიღო, რომელიც სპეციალისტებმა ფორმულა 1-ის აეროდინამიკის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შეიმუშავეს. მისი მასა 1500 კგ გამოვიდა. მან მიიღო აგრეთვე ახალი დაკიდების სისტემა სტაბილიზატორით.
ამ გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი გამოცდა ახალი NSX-ის, რომელიც ნიუბურგრინგზე ჩატარდება, რის მერეც სპეციალისტებს მანქანის შესაძლებლობები ეცოდინებათ, თუმცაღა ბრიტანელებმა უკვე გააკეთეს პირველი განცხადება სადაც აღნიშნეს რომ ახალი Honda უფრო სწრაფი იქნებაო ვიდრე R35 GT-ღ ან თუნდაც Lexus LF-A. მისი ფასი კი სავარაუდოდ შეიძლება 160 000 დოლარამდე იყოს.

8bf313c19506

642c7265dfd3

იმედია მოგეწონებათ ეს პოსტი :)

მსგავსი ამბები

Back to top button