ჯუჯათა სამეფო ჩინეთში
თუ კი გსურთ თავი გულივერად იგრძნოთ, მაშინ ამ პატარა სოფელს უნდა ეწვიოთ ჩინეთის ჩრდილოეთში – აქ ცხოვრობენ მხოლოდ და მხოლოდ ჯუჯა ადამიანები. მათ გადაწყვიტეს ერთად დასახლებულიყვნენ, რადგანაც ძალიან განიცდიდნენ არასრულფასოვნების კომპლექსს, რისი მიზეზიც იყო მუდმივი შეურაცყოფა და დაცინვა მათგან განსხვავებული,ანუ ჩვეულებრივი ადამიანებისგან. დღესდღეობით, ჯუჯათა დასახლება ძალიან პოპულარულია უცხოელ ტურისტებში.
სოფელში არსებობს სრულყოფილი ინფრასტრუქტურა – საავადმყოფო, სკოლა, მაღაზიები, ანუ ამ მხრივ ის არ განსხვავდება ჩინეთის სხვა სოფლებისაგან. მაგრამ არსებობს “უმნიშვნელო” განსხვავება – კუმინგის მცხოვრების სიმღლე არ აღემატება 129 სმ. ამასთან სოფლის ყველაზე ახალგაზრდა ჯუჯის ასაკია -18 წელი, და ყველაზე ასაკოვანის – 48.)
ჯუჯათა სოფელში დღეისათვის 120 მაცხოვრებელია, ისინი ცხოვრობენ თავისნაირ მინიატურულ სახლებში. სახლებს აქვს ზღაპრული სოკოების და ხეების ფორმა იმისათვის რომ სოფელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, ჯუჯებმა უარი თქვეს ყოველდღიურ ტანსაცმელზე და დღის განმავლობაში ისინი ზღაპრის გმირების კოსტიუმებით დადიან
)
დღეში ორჯერ ჯუჯები მართავენ სპეკტაკლს “ჯუჯების სამეფო”, რომელიც რათქმაუნდა გათვლილია ტურისტებზე და წარმოადგენს სოფლის მაცხოვრებლების საარსებო წყაროს.
“ჩვენი სიმაღლიდან გამომდინარე, ჩვენ მივეჩვიეთ იმას რომ ჩვენზე მაღალი ადამიანები ახდენენ ჩვენს ექსპლუატაციას. აქ მაღალი ადამიანები არ არიან და რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენთვის”, – განაცხადა ერთ-ერთმა ჯუჯამ.