ახალი ამბები

“შარდენის” საქველმოქმედო აქცია

“საქველმოქმედო აქცია შარდენი 2011” უკვე მეათე აქციაა, რომელიც 25 დეკემბერს ჩატარდება და რომელსაც სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს. იგი ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში საქართველოს რომელიმე ბავშვთა სახლის დახმარებას ისახავს მიზნად.

 

ეს ინიციატივა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც 2001-2004 წწ. აქციის ორგანიზატორები იყვნენ. შარდენის აქციის ისტორიის განმავლობაში, ორგანიზატორთა ჯგუფი სამჯერ შეიცვალა. Pro Liberos-ის წევრები (ძირითადად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები), რომლებიც 2002 წლიდან ჩართულები იყვნენ ამ ახალგაზრდულ წამოწყებაში, 2005 წლიდან თავად გახდნენ აქციის ძირითადი ორგანიზატორები. 2010 წლიდან კი, ორგანიზატორთა მესამე თაობა ჩაუდგა ამ წამოწყებას სათავეში.
შარდენის საქველმოქმედო აქციების ერთ-ერთი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის გაზრდა იყო. შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. აღსანიშნავია „ფლექსელი“ სტუდენტების წვლილი შარდენის საქველმოქმედო აქციებში.
წინა საქველმოქმედო აქციების შედეგად შეგროვილი ფულით შემდეგი ნაბიჯები იქნა გადადგმული ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა ყოფის გასაუმჯობესებლად:

2001-2004 წლებში:
1. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის (გლდანის II სკოლა-ინტერნატის) გარემონტება:
• კარ-ფანჯრების შეკეთება
• კანალიზაციის შეკეთება/მილების გამოცვლა
• სველი წერტილების შეკეთება/რემონტი
2. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის (გლდანის II სკოლა-ინტერნატის) ელექტრონული და გამათბობელი აპარატურით აღჭურვა;
3. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებისთვის (გლდანის II სკოლა-ინტერნატი, დიღმის №1 ბავშვთა სახლი) თეთრეულის შეძენა;
4. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის (გლდანის II სკოლა-ინტერნატის) აღსაზრდელებისთვის სააღდგომო ზეიმის მოწყობა;
5. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების (გლდანის II სკოლა-ინტერნატი, დიღმის №1 ბავშვთა სახლი) აღსაზრდელთათვის ტანსაცმლისა და სხვადასხვა საჩუქრების გადაცემა.

2005-2008 წლებში:
• თბილისის №200 საჯარო სკოლის პანსიონური მომსახურებით საძინებელ ოთახებში 12 მეტალოპლასტმასის ფანჯრის ჩასმა.
• საგურამოს ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების შეშით მომარაგება და აღსაზრდელებისათვის საცვლების შეძენა;
• დუშეთის სოფ. პირმისაანთკარის სკოლა-პანსიონის შეშით მომარაგება, აღსაზრდელებისათვის საცვლების შეძენა, VIII და X საპილოტო კლასების მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
• მარტყოფის ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების მიერ ზამთრის პერიოდში (დეკემბრიდან მარტის ჩათვლით) გახარჯული ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვა;
• დუშეთის სოფ. პირმისაანთკარის სკოლა-პანსიონის დაწესებულებაში სამკერვალო ატელიეს შექმნა.(ელემენტარული შრომითი უნარ-ჩვევების გამომუშავება/მომავლის უზრუნველყოფის რესურსი.)
• დუშეთის სოფ. პირმისაანთკარის სკოლა-პანსიონისთვის ხელოვნური ჭის გაკეთება.
• Pro Liberos-მა 2005 წლის შარდენის აქციის გარდა კიდევ ერთი აქცია განახორციელა: „საქველმოქმედო აქცია შიდსისა და სტიგმის წინააღმდეგ“. 21 მაისს მზიურში გამართულ საქველმოქმედო აქციდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ერთ-ერთი დისკრიმინირებული ბავშვის ოჯახს. გარდა ამისა, დარიგდა 5000 საინფორმაციო ბროშურა, რომლის მიზანიც საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოსვლა იყო.

2010 წელს –
• ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლი, საბნებითა და ტკბილეულით მოამარაგდა.

ყოველ წელს შარდენის საქველმოქმედო აქცია ეხმარება ბავშვთა სახლის მკვიდრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში. შემოსული თანხა და აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების გაწეული ფინანსური თუ მატერიალური დახმარება მთლიანად ხმარდება ზრუნვამოკლებულ ბავშვებს. შეხვდით ახალ წელს ქველმოქმედებით!

 

http://www.facebook.com/events/277336782314043/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close