არქივი

სცენა-ფეხშიშველი დივას გარეშე

b6a1fa484c36
მისი სასცენო კოსტუმი ყოველთვის მოკრძალებული და მარტივი იყო – გრძელი, ფერადი და ფართო ტილოს სარაფნები. მთავარი აქსესუარი კი შიშველი ფეხები.

17 დეკემბერს ,,ფეხშიშველი დივა” სეზარია ევორა გარდაიცვალა. ეჭვი მაქვს მასავით ,,ბესამე მუჩო”-ს აწი ვეღარავინ იმღერებს (ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია თუ შენც მეთანხმები -გამიხარდება. )

ახლა კი ვეცდები ცოტა რამ მოგიყვე და გაგახსენო ამ შესანიშნავ მომღერალზე.

ევორა მიდელოში, კაბო-ვერდეში 1961 წელს დაიბადა. სიმღერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 1958 წელს 17 წლის ასაკში უკვე მიდელოს მუსიკალურ ბარებში მღეროდა. თუმცა ამის მიუხედავად პირველი სოლო ალბომი მომღერალმა საკმაოდ გვიან – 43 წლის ასაკში ლისაბონში გამოუშვა.

da175bd5fbca

ერთხელ ლისაბონში რესტორან ,,ინკლავში” შემთხვევით ევორას ნამღერი ფრანგმა ჟოზე და სილვამ მოისმინა. მისი ხმით აღფრთოვანებული დარჩა და მომღერლის პროდუსერობა ითავა. ზუსტად სამი წელი მოანდომა ფრანგმა პროდუსერმა, რომ სეზარია მსოფლიოსთვის გაეხსნა. საფრანგეთში ევორა 47 წლის ასაკში ჩამოვიდა. 1980 წელს კი ევროპული ტურნე დაიწყო. დიდი აღიარება 8 წელში მოვიდა. ევორა 1988 წელს მსოფლიომ გაიცნო. ყველაზე დიდი აღფრთოვანება და ხმაური მის რიგით მეოთხე ალბომსს ,,მის პარფუმადუს” მოჰყვა. ალბომი 1992 წელს გამოვიდა.

247b8491d43e

სეზარიას მორნას დედოფალსაც უწოდებენ. ეს სოულის სტილის ჟანრია. (პორტუგალიური ფადოს ნაირსახეობა), რომელსაც კრეოლ-პორტუგალიურად მღერიან. საკუთარ სენტიმენტალურ ფოლკლორულ ჰანგებს, რომელიც ლოდინითა და წუხილითაა აღსავსე, სეზარია ახამებს აკუსტიკური გიტარის, კავაქინიოს, ვიოლიონოს, ფორტეპიანოს, აკორდეონისა და კლარნეტის ხმოვანებას. ევორას კაბო-ვერდული ბლუზი ხშირად ამ ქვეყნის ხანგრძლივი და მწვავე იზოლაციისა და მონათა ვაჭრობის სიმწარეს ასახავს, ისევე როგორც ემიგრაციას — თითქმის ორი-მესამედი კაბო-ვერდელთა საზღვარგარეთ ცხოვრობს.

,,ევორას ხმა, მომართული მელანქოლიური ინსტრუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს მის ემოციურ ლირიკას გარკვეულ სიტყვებსა თუ ფრაზებზე აქცენტირებით, რაც მის აუდიენციაზე, რომელსაც მისი ენა შესაძლოა საერთოდ არ ესმოდეს, მომნუსხველ ეფექტს ახდენს“.

თავის სამშობლოში კაბო-ვერდეში სასკოლო განათლების რეფორმა სეზარია ევორას სახელთანაა დაკავშირებული, მის წყალობით ათეულ ათასობით ადამიანმა ისწავლა წერა კითხვა. სცენაზეც მისი სტილით ფეხშიშველი გამოსვლით საკუთარი ქვეყნის უსახლკარო და ღარიბ ქალებსა და ბავშვებს თანაუგრძნობდა.

ce0c8e06a94d

2004 წელს ევორამ ,,საუკეთესო თანამედროვე მსოფლიო მუსიკის“ ალბომისთვის გრემის ჯილდო მიიღო.

2005 წელს მომღერალი თბილისშიც იმყოფებოდა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშიც კონცერტი ფეხშიშველმა გამართა. მახსოვს საინფორმაციოები გადასცემდნენ, რომ მსოფლიო დონის მომღერალს განსაკუთრებული მოთხოვნები არ ქონია. ერთადერთი მისმა პროდუსერებმა ითხოვეს, რომ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ძალიან გაეთბოთ და მომღერლის სასტუმრო ნომერში მაღალი ხარისხის კონიაკი აუცილებლად ყოფილიყო.

სეზარია ევორამ სიცოცხლის მანძილზე სულ 18 ალბომი გამოსცა და 5 მილიონი დისკი გაყიდა.

მომღერალმა ჯანმრთელობის გაუარების გამო კარიერა სამი თვის წინ შეწყვიტა და ამ ხნის განმავლობაში მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. სუნთქვის უკმარისობისა და ფილტვების შეშუპების დიაგნოზით საავადმყოფოში 16 დეკემბერს მოათავსეს. ფეხშიშველი დივა 17 დეკემბერს სან ვისენტეს ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

მე მიყვარდა ფეხშიშველა ევორა :(

წყარო – ცოტა რამ ვიკიპედიიდან :)

Back to top button