გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე მდიდარი ცხოველები

ხშირად ცხოველების პატრონები, მთელ თავის ქონებას უტოვებენ თავის საყვარელ ცხოველებს და ამგვარად ისე ამდიდრებენ მათ, რომ ბევრი ადამიანი ვერც კი იოცნებებს ასეთ სიმდიდრეზე. მაშ ასე გადახედეთ ამ ცხოველებს ისინი ოფიციალური მილიონერები არიან

ქრისტინა ფოილმა თავის საყვარელ კუს – სილვერსტოუნს მემკვიდრეობით დაუტოვა 200000 $.

გერმანულმა ნაგაზმა, რომელსაც ზედმეტსახელი გიუნტერ IV აქვს, მემკვიდრეობით მამისაგან – გიუნტერ III -საგან მიიღო დიდძალი ფული, რომელსაც თავის დროზე ეს ფული მემკვიდრეობით პატრონმა ,გრაფინია კარლოტა ლიბერშტაინმა დაუტოვა.

პატარა ლეკვებმა კეიტ და თინამ, თავისი პატრონის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეიბით მიიღეს სახლი და 1000000$ და ამგვარად გახდნენ მილიონერები.

მსახიობ ბერილ რეიდის კატებმაც, აგრეთვე პატრონის სიკვდილის შემდეგ მიიღეს 1,8 მილიონი დოლარი და სახლი.

ლეონა ჰელმსლიმ დაუტოვა თავის პატარა ფინიას 12 მილიონი დოლარი. რაც 7 მილიონით მეტია იმაზე რაც მან დაუტოვა თავის შვილიშვილს.

ლაბრადორმა სახელად ფლოსსმა მიიღო მემკვიდრეობით 3 მილიონი დოლარის უძრავი ქონება , ასე გადაუხადა მან მადლობა იმისათვის, რომ მან თავის დროზე გადაარჩინა ის ხანძრის დროს.

ეს ქათამი საკმაოდ მდიდარია. ბრიტანელმა, მაილზ ბლეკუელის გამომცემელმა მას არც მეტი და არც ნაკლები 18 მილიონი დოლარი დუტოვა.
(ქათმის ბედი როგორ უნდა ინატრო კაცმა:) )

ეს ძაღლიც სახელად ოპრი ძალიან მდიდარია, მასაც პატრონმა მთელი თავისი ქონება დაუტოვა.

შიმპანზე კალუ ძალიან მდიდარი გახდა მას შემდეგ რაც მას დარჩა ქონება თავისი პატრონისაგან -პატრიცია ო’ნილისაგან.

ეს პუდელიც საკმაოდ მდიდარია, ტობის 30 მილიონი ამერიკული დოლარი ერგო მემკვიდრეობით.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close