არქივი

ნატურალური წვენების “სასწაულმოქმედება”

300x300

დასავლეთში და ევროპის მრვალ ქვეყანაში საუზმეზე ფორთოხლის ნატურალური წვენის მიღება უკვე ტრადიციაა. არანაკლებ პოპულარულია ამ ქვეყნებში გრეიპფრუტისა და ლიმონის ნატურალური წვენიც. დიეტოლოგების აზრით, საუზმეზე ფორთოხლისა და გრეიფრუტის ნატურალური წვენის მიღება მთელი დღის განმავლობაში ენერგიულობისა და მხნეობის გარანტიაა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე სასარგებლო წითელი ფერის გრეიპფრუტის წვენია, რომელიც ბიოფლავონოიდებს შეიცავს და ანტიოქსიდანტური თვისება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წყალობთ ორგანიზმი დაცულია კიბოსგან და სხვა სერიოზული დაავადებებისგან. მათი დახმარებით უფრო ახალგაზრდულადაც გამოვიყურებით! გარდა ამისა, ეს ნივთიერებები არტერიებსა და სისხლძარღვებს ათეროსკლეროზის “ტყვეობისგან” იცავენ.

ხალხური მედიცინა კი კომბოსტოს ნატურალურ წვენზე აკეთებს აქცენტს, რომლის დახმარებითაც ორგანიზმიდან შლაკები გამოიდენება, მცირდება ქოლესტერინის დონე, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და აქვს ძლიერი ნაღველმდენი თვისებაც. ახლახან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თეთრი კომბოსტო უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცების პროცესს.

ინგლისელები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანი დღეში ერთ ვაშლს მიირთმევს, ეს გარანტიაა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. ვაშლის ნატურალური წვენი გაჯერებულია ისეთი ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისინი აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აძლიერებენ იმუნურ სისტემასაც, აჯანსაღებენ კუჭ–ნაწლავის მიკროფლორას.

ქაცვის ნატურალური წვენი შეუდარებელია. ის სასარგებლო თვისებებით ჯობნის მანგოს, ფორთოხლის, ატმის, მანდარინის წვენს. ძვირფასი ფიტოკომპლექსი, რომელსაც ქაცვის წვენი შეიცავს, ორგანიზმს გასტრიტისგან, კუჭის წყლულის განვითარებისგან, ჰერპესისგან იცავს, ამაგრებს ღრძილებს, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს კიბოსგან, ასევე გააჩნია მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვის უნარიც.

ნატურალური წვენებით თერაპიას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მკურნალობის ეს მეთოდი გარკვეულ შეზღუდვებს და ზომიერების დაცვას მოითხოვს. მაგალითად, კატოფილის ნატურალური წვენი არტერიულ წნევას დაბლა სწევს. არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულებისთვის, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა სახამებელი.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სტაფილოს წვენის მიმართაც. ჭარბად მისი მიღება პირდაპირი გზაა ჰიპერვიტამინოზისაკენ.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button