არქივი

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი

77f38761308c
მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი, პატარა ფოტოებითურთ :) აბა დაწერეთ, ვის სად გინდათ :D  ქუთაისის პედაგოგიური მაინც ყველას ჯობია :P

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველ ათეულში, ტრადიციულად, აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები მოხვდა. პირველ ასეულში 37 ამერიკული და 17 ბრიტანული უნივერსიტეტი შევიდა.
პირველი და მეორე ადგილები რეიტინგში ჰარვარდი და იელი აღმოჩნდა, მესამესა და მეოთხეზე კემბრიჯი და ოქსფორდი.
რეიტინგი მეცნიერების, დამსაქმებლებისა და პერსონალის მოსაზრებების, ასევე იმ გამოცემების მიხედვით დგება, რომლებშიც კუსსდამთავრებულთა მომზადების დონეა გამოკვლეული. ამასთან, უნივერსიტეტების პერსონალს, რომლებიც გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას, საკუთარი სასწავლო დაწესებულებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. სია უკვე ხუთი წელია ქვეყნდება და ყველა მათგანში პირველ ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდები მთელი ბრიტანული საუნივერსიტეტო სექტორის შემოსავალის ტოლია.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან აღნიშნული რეიტინგის 93–ე ადგილს იკავებდა, წელს მის პირველ ასეულში ვერ მოხვდა.
მეორე ასეულში მასთან ერთად ისრაელის, არგენტინის, ინდოეთის, ტაილანდის, სამხრეთ კორეის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების სასწავლებლები მოხვდნენ.
სპეციალისტები იმ უნივერსიტეტების რეიტინგების ზრაზე მიუთითებენ, რომლებიც ტექნიკურ საგნებზე არიან ორიენტირებულნი: პირველ ასეულში ასეთი ცამეტია.
როგორც ჩანს, დამსაქმებლები ყველაზე მეტად სწორედ მათემატიკური უნარებისა და სისტემური მიდგომის მქონე ადამიანებს სწყალობენ.

რეიტინგი:

1. ჰარვარდი
4d28404786ca
2.იელი
5ac6b2bae3fd
3. კემბრიჯი
97d29de77d81
4. ოქსფორდი
b26306cdefb3
5. კალიფორნიის ტექნოლორიური ინსტიტუტი
2891504adb3d
6. ლონდონის საიმპერიო კოლეჯი
b84792b8d25b
7. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
1d1c03d33501
8. ჩიკაგოს უნივერსიტეტი
2a3cd00ea5bf
9. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
0663c96be74b
10. კოლუმბიის უნივერსიტეტი
09b06fbb8712

მსგავსი ამბები

Back to top button