TECH & მეცნიერებაგართობა

60 საოცრად ლამაზი და კრეატიული მინიატურული ბაღი

image

მინიატურული ბაღების შექმნა ყოველთვის საინტერესო და ძალიან კარგი არჩევანია სახლის დეკორაციისთვის. თუ გაქვთ თავისუფალი დრო და არ იცით როგორ დახარჯოთ, გახდით კრეატიულები და საკუთარი ხელით შექმენით რამდენიმე პატარა, მშვენიერი დიზაინის ბაღი სახლისა და ეზოს გასაფორმებლად. ამის გაკეთებას შუშის სათავსოში შეძლებთ, და თუ წყლის ელემენტს დაუმატებთ, თქვენი ბაღი გაცილებით მიმზიდველი გახდება. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული –არ არსებობს წესები და შეზღუდვები. გამოიყენეთ წარმოსახვის უნარი, რომ საკუთარი იდეები საინტერესო და საოცრად ლამაზ ხელოვნების ნიმუშად გარდასახოთ.

ტიპიური ბაღი წარმოადგენს მცენარეების მინიატურულ ეკოსისტემას, რომელიც მოთავსებულია შუშის კონტეინერში – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ნათურა, ჭიქა, დოქი, აკვარეუმი და ა.შ. საფუძვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწა, ქვიშა, ხავსი, ხრეში, კენჭები და დეკორატიული მძივები. შექმნით მინიატურული სამყარო შუშის კონტეინერში – თითოეული ეს პაწაწინა შედევრი საოცარი იდეა იქნება თქვენი მისაღები ოთახის გასალამაზებლად და სტუმრების ყურადღების მისაპყრობად.

 

იმისთვის რომ თქვენი პატარა ბაღი ყველაზე მშვენიერ დეკორის ელემენტად გადააქციოთ სახლში, კარგად უნდა მოიფიქროთ მისი დიზაინი. თუ იდეების ნაკლებობას განიცდით, შეგიძლიათ გადახედოთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს და გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები. თქვენ შეგიძლიათ დარგათ კაქტუსები, ტროპიკული და სხვა მინიატურული მცენარეები. ამასთან, კარგი იქნება თუ დაუმატებთ სხვადასხვა დეტალებს – ცხოველების პატარა ფიგურებს, ავეჯის ელემენტებს და შექმნით პატარა სამყაროს შუშის კონტეინერში. დაათვალიერეთ ქვემოთ მოცემული ნიმუშები, რაც შთაგაგონებთ და დაგეხმარებათ საკუთარი ხელოვნების შედევრის შექმნაში, რომლითაც ძალიან იამაყებთ.

 

image
საფეხური 1. აიღეთ ღია ან დახურული შუშის კონტეინერი.

საფეხური 2. კონტეინერის ფსკერი დაფარეთ პატარა კენჭებით 2.5 სმ. სისქეზე, ხელოვნური სადრენაჟო სისტემის შესაქმნელად მცენარის ფესვებისთვის.

საფეხური 3. დაამატეთ გააქტიურებული ნახშირის თხელი ფენა, რომელიც ხელს უშლის ობისა და ბაქტერიების წარმოქმნას წყალში.

საფეხური 4. დაამატეთ მიწის ფენა, რომელსაც ჩვეულებრივ ქოთნის ყვავილებისთვის იყენებთ.

საფეხური 5. დარგვა დაიწყეთ დიდი მცენარედან. ბოლოს, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დეკორატიული ელემენტებით გააფორმოთ.

 

image

1.

image

2.

image

3.

image

4.

image

5.

image

6.

image

7.

image

8.

image

9.

image

10.

image

11.

image

12.

image

13.

image

14.

image

15.

image

16.

image

17.

image

18.

image19.
image

20.

image

21.

image

22.

image

23.

image

24.

image

25.

image

26.

image

27.

image

28.

image

29.

image

30.

image

31.

image

32.

image

33.

image

34.

image

35.

image

36.

image

37.

image

38.

image

39.

image

40.

image

41.

image

42.

image

43.

image

44.

image

45.

image

46.

image

47.

image

48.

image

49.

image

50.

image

51.

image

52.

image

53.

image

54.

image

55.

image

56.

image

57.

image

58.

image

59.

image

60.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button