უცნაური

“ამო” თბილისის თავზე !

d3dda9779c8f

მოკლედ, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო და მეც დიდი ხნის წინ დავინტერესდი. დიდი მორწმუნე არ გახლავართ, მაგრამ არც ურწმუნოთა სიაში მივაწერ ჩემ თავს. არც უცხოპლანეტელების და მსგავსი არსებების არ მჯეროდა არასდროს. პირიქით, სასაცილოდაც არ მყოფნიდა ვინმე რომ მეტყოდა დავინახეო. მეთქი შენნაირი დებილები მოატყუე თქო. (ხომ იცით ურწმუნოა ადამიანი).

მიუხედავად ამისა ვკითხულობდი არქივებს, ვნახულობდი ყველანაირ ვიდეოს და ვიკვლევდი ფაქტებს მათი არსებობის შესახებ. ეს ჩემი კვლევა კი დააგვირგვინა 14 დეკემბერს მომხდარმა “საოცრებამ”. დაახლოებით ღამის 8 -9 საათზე თბილისის თავზე დავაფიქსირე ნათურისხელა მნათობი. უცბად იმდენმა რამემ გამიელვა თავში.. თვითმფრინავი ეგ არ იქნებოდა თავისი ტრაექტორიის(კუთხოვან მოძრაობებს აკეტებდა და უცნაურად დადიოდა აქეთ-იქით) და ნათების მიხედვით, მთვარე და ვარსკვლავი გამოირიცა. ანუ? რა დარჩა? ვუყურებდი, თან მინდოდა გადამეღო, თან არ მინდოდა თვალი მომეშორებინა რომ უცბად არ გამქარილიყო, მოკლედ ვერ გადავიღე ვიდეო.

9ae0c758c586

ეს მნათობი ბურთი ნელ-ნელა დაწვრილდა, თითქოს გვერდულად ატრიალდაო და უცებ გაქრა.

ხალხნო, იმედია არ ჩამთვლით გიჟად და იმის იმედიც მაქვს რომ სხვებმაც დაინახეთ. ალბათ ვინმემ იკითხოთ, 4 დღის მერე რატომ წერს სტატიასო. ამაზეც მაქვს პასუხი. არ მინდოდა სიშტერეში ჩამოერთვათ ეს პოსტი, მაგრამ გუშინ ღამით ერთ ბლოგზე წავაწყდი ზუსტად იგივე ინფორმაციას, რომ 14 დეკემბერს სხვასაც დაუნახავს ეს ობიექტი. სწორედ ამიტომ დავწერე რომ იქნებ კიდევ ვინმე ხართ ამის მოწმე.

მოკლედ ამ ამბის შემდეგ, ჩემი ბიძაშვილი მიგზავნის ვიდეოს- “ამო ლონდონის თავზე”. რამაც მართლა დამშოკა.

ჩემი დანახული ამო-ც ზუსტად ასეთი იყო. ოღონდ ეს დღისითაა გადაღებული და ლაქასავით ჩანს. მე რაც დავინახე, ის აი რასაც ქვია ანათებდა თან საკმაოდ დიდად. ნათურას გავდა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button